1geo

წმინდა დავით დვინეცის და წმინდა მოწამეების ღომბეოსის და ღომბეუჰის ხსენების დღე

წმინდა დავით დვინეცის და წმინდა მოწამეების ღომბეოსის და ღომბეუჰის ხსენების დღე

 

წმინდა დავით დვინეცი  იყო წამებული   701 წელს, სომხეთში. იგი იყო აზნაურთა  დინასტიიდანაა, ყოფილი სახელი - სურჰან.   მისი მამა იყო მუსლიმი, დედა -  ქრისტიანი.  იგი მსახურობდა არაბთა არმიაში. როცა სომხეთში ჩამოვიდა, ირწმუნა ქრისტე, მოინათლა ანასტას კათოლიკოსის მიერ და  დაერქვა   დავითი.  30 წელი ცხოვრობდა დვინში,   ამიტომ ეწოდა დვინეცი. ამ დროს არაბთა მმართველი  აბდულა  დევნიდა ქრისტიანებს. მან  დავითი თავისთან დაიბარა და  მოუწოდა, დაბრუნებოდა ყოფილი სარწმუნოებას. დავითმა უარი განაცხადა, რის გამოც სასტიკად აწამეს. ტირანმა არაბმა გადაწყვიტა წმინდანის ჯვარცმა.   
ღომბეოსი  და ღომბეუჰი ღვიძლი და-ძმაა. მოღვაწეობდნენ    იმპერატორ მაქსიმიანოსის დროს, ქალაქ ნიკომედიაში. ისინი 303 წელს დააპატიმრეს და აწამეს იმის გამო, რომ   კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს.

აღნიშნის თარიღი

29.09.2008
28.09.2009
27.09.2010
26.09.2011
01.10.2012
30.09.2013
29.09.2014
28.09.2015
26.09.2016
02.10.2017
01.10.2018
30.09.2019
28.09.2020
27.09.2021
26.09.2022
02.10.2023
30.09.2024
29.09.2025
28.09.2026
27.09.2027
02.10.2028
01.10.2029
30.09.2030

წმინდა წინასწარმეტყველების ეზეკიელისა და ზაქარიას - იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე

წმინდა  წინასწარმეტყველების ეზეკიელისა და ზაქარიას -   იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე

 

წინასწარმეტყველება ძველი აღთქმის მნიშვნელოვანი  მოვლენაა.   წინასწარმეტყველი არის პირი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან,   ბიბლიური  სიტყვით "ღმერთთან ისაუბრა“. უფალი ხშირად მიმართავდა ისრაელთ განსაკუთრებული მოწოდების ადამიანთა - წინასწარმეტყველთა პირით. ისინი მხოლოდ მომავლის მაცნენი არ იყვნენ. ღმერთი დროდადრო აგზავნიდა თავის რჩეულებს ებრაელთა შორის, რათა მათ ღვთის გამოცხადებით ეუწყებინათ ხალხისათვის მისი ნება, გაეფრთხილებინათ, აეცილებინათ ცოდვისა და კერპთაყვანისცემისაგან და დაემოწმებინათ ღვთის დიადი საქმეები წარსულსა და მომავალში. წინასწარმეტყველნი ხშირად მაშინ გამოდიოდნენ, როდესაც ხალხი, მეფენი, მღვდლები ცდებოდნენ და უფლის გზიდან გადაუხვევდნენ ხოლმე, როდესაც ებრაელთა ორივე სამეფოს ემუქრებოდა ომები, შიმშილი, თუ სხვა უბედურებანი.  ისინი წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლას, მის სიკვდილს ისრაელისა და მთელი კაცობრიობის გადასარჩენად, მის მკვდრეთით აღდგომას; ლაპარაკობდნენ ნათელი მომავლის დღეებზე, როდესაც მესია მეორედ მოვა და იმეფებს. ზოგიერთი მათგანი წინასწარმეტყველურ წიგნებსაც წერდა. ბიბლია 17 ასეთ წიგნს შეიცავს. ისინი თექვსმეტმა წინასწარმეტყველმა დაწერა

აღნიშნის თარიღი

02.09.2008
01.09.2009
31.08.2010
30.08.2011
28.08.2012
03.09.2013
02.09.2014
01.09.2015
30.08.2016
29.08.2017
28.08.2018
03.09.2019
01.09.2020
31.08.2021
30.08.2022
29.08.2023
03.09.2024
02.09.2025
01.09.2026
31.08.2027
29.08.2028
28.08.2029
03.09.2030

წმინდა იოანე ნათლისმცემლის და მართალი იობის ხსენების დღე

წმინდა იოანე ნათლისმცემლის და მართალი იობის ხსენების დღე

 

იოანე ნათლისმცემელი  სახარებებში იესო ქრისტეს შემდეგ უდიდესი პირი და მთავარი მოღვაწეა. იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა ხალხს მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, მონათლა ასევე იესო ქრისტე მდინარე იორდანეში.  30 წლის იყო, როცა იორდანეს ველზე ქადაგებდა, უფლის მოსვლის მოსამზადებლად. თავიდანვე მოუწოდებდა მონანიებისა და სიმართლისკენ.  
 
იობი, რომელიც ცხოვრობდა მკვდარი ზღვის მიმდებარე მთიან ტერიტორიაზე, „მართალი და ღვთისმოსავი ადამიანი იყო, ყოველგვარ ბოროტ და ცოდვილ საქმეთაგან შორს“    (იობი 1:1). ჰყავდა 7 ვაჟი და 3 ქალიშვილი, მდიდარი იყო,  უამრავი მოსამსახურე ჰყავდა, მაგრამ   სიმდიდრემ ვერ შეცვალა იგი.  მან უფლის ნებით უამრავი განსაცდელი გამოიარა. უფლის ანგელოზები   წარსდგნენ ღვთის წინაშე. სატანამ თქვა, რომ იობი მართალია, სანამ თვითონ არის უვნებელი, „თუ თვით მას შეეხება უბედურება, პირში დაგიწყებს გმობასო“. უფალმა აუწყა: „უფლებას გაძლევ, გააკეთო რაც გინდა, ოღონდ სულს ნუ შეეხები“. სატანამ საშინელი ავადმყოფობა - კეთრი შეჰყარა იობს. ვნებული იძულებული გახდა ხალხს განშორებოდა. მეგობრებმა და ნაცნობებმა მიატოვეს ერთ დროს დიდებული და სახელგანთქმული კაცი. ცოლი კი საყვედურით ეუბნებოდა: „სად არის შენი სარწმუნოება და კეთილი საქმე, რატომ არ გშველის ღმერთი? სჯობს ჰგმო იგი, იქნებ ბოლო მაინც მოგიღოსო“. მართალი იობი განსაცდელშიც უფლის ერთგული დარჩა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია ღვთის მიმართ.   
ამგვარი მოთმინებისთვის ღმერთმა ხელახლა დააჯილდოვა იობი. იგი სრულიად განიკურნა და უწინდელზე უფრო გამდიდრდა. გარდა ამისა, მას კვლავ მიეცა შვიდი ვაჟი და სამი ქალიშვილი.

აღნიშნის თარიღი

04.09.2008
03.09.2009
02.09.2010
01.09.2011
30.08.2012
05.09.2013
04.09.2014
03.09.2015
01.09.2016
31.08.2017
30.08.2018
05.09.2019
03.09.2020
02.09.2021
01.09.2022
31.08.2023
05.09.2024
04.09.2025
03.09.2026
02.09.2027
31.08.2028
30.08.2029
05.09.2030

წმინდა ჯვრის ნავაკატიქი

წმინდა ჯვრის ნავაკატიქი

 

ჯვართამაღლების დღესასწაულის წინა შაბათ დღეს ნავაკატიქია (საეკლესიო დღესასწაულების წინა დღის აღნიშვნა შედარებით მსუბუქი მარხვით).
ამ დღეს, ისევე, როგორც ჯვართამაღლების სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, წმინდა ეკლესიის დღესასწაულია.

აღნიშნის თარიღი

07.09.2008
06.09.2009
05.09.2010
04.09.2011
09.09.2012
08.09.2013
07.09.2014
06.09.2015
04.09.2016
10.09.2017
09.09.2018
08.09.2019
06.09.2020
05.09.2021
04.09.2022
10.09.2023
08.09.2024
07.09.2025
06.09.2026
05.09.2027
10.09.2028
09.09.2029
08.09.2030

ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 318 პატრიარქის ხსენების დღე

ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების  318 პატრიარქის ხსენების დღე

 

ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება  ჩატარდა 325 წელს იმპერატორ  კონსტანტინე დიდის  ბრძანებით, კონსტანტინოპოლის მახლობლად, ქალაქ ნიკეაში. კრებას ესწრებოდა საერთო ეკლესიის 318 გამოჩენილი პატრიარქი. ისინი შეიკრიბნენ, რათა ბოლო მოეღოთ ალექსანდრიის პატრიარქ  ალექსანდრესა და არიოზს შორის არსებული დავისათვის. წინააღმდეგ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის დოგმისა, რომლის მიხედვითაც ძე ღმერთი (იესო ქრისტე) მამა ღმერთის ერთარსი და თანასწორია, არიანელობის თანახმად, ქრისტე დასაბამიდან  მამა ღმერთთან ერთად არ არსებობდა, იგი შემდგომ შეიქმნა ადამიანის მსგავსად. ქრისტეში, ერთსა და იმავე დროს ღმერთიც არის და ადამიანიც, ჭარბობს ადამიანურობა.    კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ საბოლოოდ დაგმო არიანელობა.  არიოზი, ისევე, როგორც გნოსტიკოსები, უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას. არიოზს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა (იხ. არიანელობა). ალექსანდრიის პატრიარქმა ალექსანდრემ არიოზი ღვთისგმობაში დაადანაშაულა.
ნიკეის საეკლესიო კრებაზე განისაზღვრა და დადგინდა ქრისტიანობის ძირითადი დოქტრინები (დოგმატები).
 
ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა წმინდა გრიგოლ განმანათლებლის შვილი - არისტაკესი.  კრებაზე მიღებული ქრისტიანობის ძირითადი ფორმულა, რომელიც ცნობილია, როგორც ნიკეის დოგმატები, სომხეთში ჩამოიტანა და წარუდგინა მამამისს - წმინდა გრიგოლ განმანათლებელს, ამ უკანასკნელმა დაამატა ერთი ნაწყვეტი - „ჩვენ  კი ვადიდოთ...“,  ნიკეაში მიღებული ქრისტიანული დოგმატები და წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მიერ დამატებული ადგილი დღესაც უცვლელად გამოიყენება სომხური ეკლესიის ღვთისმსახურებაში. არისტაკესმა ჩამოიტანა ნიკეის კრებაზე მიღებული 20 კანონი, რომლებიც დაამტკიცდა წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა.

აღნიშნის თარიღი

06.09.2008
05.09.2009
04.09.2010
03.09.2011
01.09.2012
07.09.2013
06.09.2014
05.09.2015
03.09.2016
09.09.2017
01.09.2018
07.09.2019
05.09.2020
07.09.2021
03.09.2022
09.09.2023
07.09.2024
06.09.2025
05.09.2026
04.09.2027
09.09.2028
01.09.2029
07.09.2030

წმინდა ქალწულ მარიამის შობა ანასაგან

წმინდა ქალწულ მარიამის შობა ანასაგან

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადება არ არის აღწერილი ბიბლიაში, ის ჩვენ გადმოგვეცა ეკლესიის უწმინდესი გადმოცემით. ქალწულის მშობლებს - იოაკიმეს და ანას შვილი არ უჩნდებოდათ, ვინაიდან იოაკიმე უშვილო იყო. ერთხელ ანა ბაღში გავიდა სალოცავად. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყეველი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შეძლებს.  ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!"
უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა: ,,ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს." ანამ  იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.
ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იყო უდაბნოში და უთხრა: ,,უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე".
იოაკიმე და ანა შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს.  
ანა დაფეხმძიმდა და ქალიშვილი ეყოლა. ანგელოზის მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც  განათლებულს ნიშნავს. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა.
მარიამი არის სათნო, ღვთისმოსავი დედა, ოჯახის  სიწმინდის განსახიერება. სომეხთა ეკლესია ღვთისმშობლის დაბადების  დღესასწაულს აღნიშნავს უცვლელად   8 სექტემბერს.

აღნიშნის თარიღი

08.09.2008
08.09.2009
08.09.2010
08.09.2011
08.09.2012
08.09.2013
08.09.2014
08.09.2015
08.09.2016
08.09.2017
08.09.2018
08.09.2019
08.09.2020
08.09.2021
08.09.2022
08.09.2023
08.09.2024
08.09.2025
08.09.2026
08.09.2027
08.09.2028
08.09.2029
08.09.2030

ჯვართამაღლება

ჯვართამაღლება

 

ჯვართამაღლების დღესასწაული სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან უკანასკნელია. ის ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან  ყველაზე მნიშვნელოვანია,    რადგან ეძღვნება ტყვეობიდან ჯვრის დაბრუნებისა და დიდების ხსენებას. სომხურ   ეკლესიაში ჯვართამაღლებას ზეიმობენ   11 და 17 სექტემბერს    შორის პერიოდში კვირა დღეს. «სურბ ხაჩი“ აღნიშნავს  14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მის  დაბრუნებას სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას   ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი და წმინდა პატრიარქი ზაქარიაც ტყვედ ჩაიგდო. სიწმინდე 14 წელი იმოყოფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, როდესაც იმპერატორმა ჰერაკლემ, ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან - სიროესთან. ცხოველმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიაბრძანებდა სიწმინდეს აღდგომის ტაძრისკენ. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. წმიდა ზაქარიამ აუხსნა: ეს - უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მან, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოისხნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმინდე ტაძარში. როგორც ისტორიული მოწმობა, უნდა აღინიშნოს, რომ სომეხ ხალხსაც აქვს თავისი წვლილი  ჯვრის გათავისუფლების საქმეში. იმპერატორს დახმარება აღმოუჩინა  ბერძნული ნაწილის სომხურმა ჯარმაც - მჟეჟ გნუნის ხელმძღვანელობით. იმპერატორი  ჰერაკლე სამი დღე ლოცულობდა,  მეოთხე დღეს მას ხილვა გამოეცხადა, რომ უნდა გაემარჯვა.   მართლაც, ახალ ბრძოლაში ის იმარჯვებს  და  ათავისუფლებს უფლის ცხოველმყოფელ ჯვარს. ჯვარს სპარსეთიდან   გადმოაბრძანებენ სომხეთის ქალაქ კარინში,   ამიტომაც სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი მთების მაღალ მწვერვალს ცხოველმყოფელი “ხაჩაფაიტი” (ჯვარი-ძელი) ეწოდება. სპარსელები ცდილობენ ჯვრის დაბრუნებას, მაგრამ სომხები მათ აიძულებენ უკან დახევას და როდესაც ბრუნდებიან, ხედავენ, რომ იქ, სადაც ჯვარი იდგა, ანკარა წყარო მოედინება. წმინდა ჯვარი კარინიდან კონსტანტინეპოლში გადააქვთ, შემდეგ - იერუსალიმში.  
 
ჯვართამაღლების საიდუმლო

სიტყვა „ხაჩვერაც“ ჯვრის ამაღლებას ნიშნავს. ხაჩვერაცს აქვს ქრისტეს ეკლესიის დაუმარცხებლობის საიდუმლო. ხალხი ჯვართამაღლებაზე უამრავ ადგილს მოილოცავს. ზოგიერთ დასახლებაში ხალხი თავისი  ხელით ამზადებს ჯვრებს, რთავს ფერადი ყვავილებით, განსაკუთრებით რეჰანით. ხალხს რეჰანი ჯვრის ყვავილად მიაჩნია.
 „ხაჩვერაცი“ ან „სურბ ხაჩი“, შემოდგომის დასაწყისის სიმბოლო, მხიარული დღესასწაულია. დღესასწაულის წინა დღეს, შაბათს, ქალები ნამცხვარს აცხობენ, მამაკაცები - თიკანს კლავენ, გოროვის (თონეში შემწვარი ხორცი, ხორბლეულით) ამზადებენ. ხალხური ტრადიციის თანახმად, ეს კერძი ამ დღის განსაკუთრებული კერძია. ჯვართამაღლების მომდევნო დღე მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ეკლესიებში აღევლინება წმინდა წირვა, შემდეგ  - მიცვალებულთა ხსოვნის  პანაშვიდი, რის შემდეგაც სასაფლაოზე გადიან.
სომხურ სამოციქულო ეკლესიას აქვს ჯვრისადმი მიძღვნილი შემდეგი დღესასწაულები:  წმინდა ჯვრის გამოჩენის, ჯვართამაღლების, ვარაგის წმინდა ჯვრის, წმინდა ჯვრის აღმოჩენისა.   ამათგან   ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაული წმინდა სომხურია  და აღნიშნავენ მხოლოდ ჩვენს ეკლესიაში, დანარჩენები კი ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში აღინიშნება.

აღნიშნის თარიღი

14.09.2008
13.09.2009
12.09.2010
11.09.2011
16.09.2012
15.09.2013
14.09.2014
13.09.2015
11.09.2016
17.09.2017
16.09.2018
15.09.2019
13.09.2020
12.09.2021
11.09.2022
17.09.2023
15.09.2024
14.09.2025
13.09.2026
12.09.2027
17.09.2028
16.09.2029
15.09.2030

Eve of the Feast of Exaltation of the Holy Cross

Eve of the Feast of Exaltation of the Holy Cross

 

The Saturday preceding the Feast of the Exaltation of the Holy Cross is the eve of the feast. That day, as well as the Tuesday, Wednesday and Thursday following the Feast of the Exaltation of the Holy Cross are the feasts of the Holy Church.

When is celebrated

13.09.2008
12.09.2009
11.09.2010
10.09.2011
15.09.2012
14.09.2013
13.09.2014
12.09.2015
10.09.2016
16.09.2017
15.09.2018
14.09.2019
12.09.2020
11.09.2021
10.09.2022
16.09.2023
14.09.2024
13.09.2025
12.09.2026
11.09.2027
16.09.2028
15.09.2029
14.09.2030

ვარაგის წმინდა ჯვრის ბარეკენდანი

ვარაგის წმინდა ჯვრის ბარეკენდანი

 

ეს კვირა წინ უსწრებს  მარხვას,   რომელიც ეძღვნება ვარაგის მთაზე ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილების აღმოჩენას.   გადმოცემის თანახმად,    ჰრიფსიმეს ხილვა ჰქონდა,  მოევლინა  ღვთისმშობელი   და უთხრა, რომ წასულიყო   არარატის ქვეყანაში - სომხეთში. ქალწული ვაღარშაპატში გაემგზავრა, გზაში ვარაგის მთასთან გავლისას, ჰრიფსიმემ   ცხოველმყოფელი ჯვრის ერთ ნაწილი,  რომელიც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა, დაასვენა სომხურ მიწაზე. ეს წმინდა ნაწილი სასწაულით იპოვეს VII საუკუნეში. მას შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვრის დღესასწაულებს შორის იწყებს ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნასაც.

აღნიშნის თარიღი

21.09.2008
20.09.2009
19.09.2010
18.09.2011
23.09.2012
22.09.2013
21.09.2014
20.09.2015
18.09.2016
24.09.2017
23.09.2018
22.09.2019
20.09.2020
19.09.2021
18.09.2022
24.09.2023
22.09.2024
21.09.2025
20.09.2026
19.09.2027
24.09.2028
23.09.2029
22.09.2030

წმინდა სიმონ სიუნაკიაცის ხსენების დღე

წმინდა სიმონ სიუნაკიაცის   ხსენების დღე

 

სიმონ სიუნაკიაცი  დაიბადა 390 წელს კილიკიაში.   ბავშვობაში საქონელს მწყემსავდა.  ერთხელ ეკლესიაში შევიდა, ვერ გაიგო წაკითხული სახარების შინაარსი, ერთ მოხუცს მიმართა,  რომელმაც განუმარტა, თუ როგორ უნდა იყოს ზომიერი, რომ ადამიანმა განდეგილობით,   აღკვეთით, მარხვით, უზმოზე უნდა მიიღოს სასუფეველი ცისა.     ამ სიტყვებზე რომ დაფიქრდა,  სიმონი წავიდა სირიის პროვინცია ჰათაში,   სადაც 3 წელი განცალკევდა მონასტერში,  უფლისგან მიიღო ქადაგებისა და განკურნების მადლი. როცა დაინახა, რომ ავადმყოფები მას ძალიან აწუხებდნენ, ქადაგებისთვის ღრმა ორმო გამოთხარა, საიდანაც მხოლოდ თავი მოუჩანდა, შემდეგ   მაღალ  სვეტზე ავიდა, რომელსაც თავზე სახურავი არ ჰქონდა, მთელ დღეს ფეხზე ან მუხლებზე დაჩოქილი ატარებდა, საკვებად კი კვირაში ერთხელ წმინდა ზიარებას იღებდა.   წლების განმავლობაში  სვეტიდან ქადაგებდა და მისი ლოცვით განიკურნებოდა  მრავალი ავადმყოფი.

აღნიშნის თარიღი

22.09.2008
21.09.2009
20.09.2010
19.09.2011
24.09.2012
23.09.2013
22.09.2014
21.09.2015
19.09.2016
25.09.2017
24.09.2018
23.09.2019
21.09.2020
20.09.2021
19.09.2022
25.09.2023
23.09.2024
22.09.2025
21.09.2026
20.09.2027
25.09.2028
24.09.2029
23.09.2030

დიდი ვარდანის ქალიშვილის - შუშანის ხსენების დღე

დიდი ვარდანის ქალიშვილის - შუშანის  ხსენების დღე

 

წმინდა შუშანი წმინდა  ვარდან მამიკონიანის უფროსი ქალიშვილი იყო, რომელსაც  თავიდან ვარდენი დაარქვეს,  მაგრამ სომხეთის ისტორიასა და წმინდანთა ცხოვრებაში ცნობილია მოფერებითი სახელით - შუშან. იგი  ცოლად ჰყავდა საქართველოს ბდეშხის აშუშას ძეს. მიუხედავად იმისა,  რომ მათ ჰყავდათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი,   მისი მეუღლე, პიტიახში რომ გახდა, სარწმუნოება შეიცვალა და დაქორწინდა სპარსეთის მთავრის პეროზის სიდედრზე. შუშანი  ეკლესიის მახლობლად პატარა ქოხში ცხოვრობდა და მთელ დღეს ლოცვებში ატარებდა, ყოველთვის უარს აცხადებდა მეუღლის მოთხოვნასა და მუქარაზე, რომ სარწმუნოება შეეცვალა. მეუღლე შვიდი წლის განმავლობაში აწამებდა შუშანს, მაგრამ იგი ურყევი რჩებოდა უფლისადმი რწმენისა და წმინდა სააკისგან ანდერძად დატოვებული წმინდა სახარებისა.  470 წელს შუშანი ცხოვრებას ასრულებს მოწამებრივი სიკვდილით. უხტანეს ისტორიკოსის ცნობების თანახმად, მისი საფლავი ცურტავშია.

აღნიშნის თარიღი

23.09.2008
22.09.2009
21.09.2010
20.09.2011
25.09.2012
24.09.2013
23.09.2014
22.09.2015
20.09.2016
26.09.2017
25.09.2018
24.09.2019
22.09.2020
21.09.2021
20.09.2022
26.09.2023
24.09.2024
23.09.2025
22.09.2026
21.09.2027
26.09.2028
25.09.2029
24.09.2030

წმიდა პატრიარქების ბარაღამის, ანთიმოზის და ერანოზის ხსენების დღე

Commemoration of Sts. Pontiffs Baragham, Antimos and Yeranos

 

St. Baragaham (Barlaam) (250-304) has lived in Antioch and has been martyred during the reign of the Roman Emperor Dioklethianos. For being Christian he is imprisoned and taken to the court. He refuses to offer sacrifice to the idols, and that fact annoys the judge. He orders to place in the saint’s palm a boiling incense container hoping that the old man will not endure the pain and will pour the incense on the heathen altar for offering sacrifice. However, the honest and pious man, ignoring the pain, holds his arm unmoved till his hand is burnt, and the saint is martyred suffering from severe pains.

St. Antimos (Anthimus) has been the Bishop of Nikomedia. During the reign of the Roman Emperors Dioklethianos and Maximos the Christians are blamed in setting a fire to the royal palace, and persecutions against Christians start. Because of persecutions Antimos is forced to leave the town and live in the mountains. During that period deacon Theophilos is martyred not willing to betray the Bishop Antimos. However, the King finds out the Bishop’s place and sends the soldiers to the mountains ordering to find the saint and to bring him. The soldiers find the saint and although they persuade him not to go with them to Nikomedia, the saint voluntarily returns and goes to the royal court. 20 soldiers, witnessing the saint’s unshaken faith and listening his sermons, are converted to Christianity and are baptized. During the examination in the court the saint gives brave answers, for which he is beheaded after many torments in 303 A. D.

St. Bishop Yeranos (Irenaeus) also has been martyred during the reign of the Roman Emperor Dioklethianos in the town Sirmia of Panonia. During the trial in the court the saint’s parents and relatives persuade him to feel pity for himself and his children. The saint answers that his children have God as their protector who always takes care of them. He remains unshaken in his faith and does not give up. After severe torments the saint is beheaded.

When is celebrated

25.09.2008
24.09.2009
23.09.2010
22.09.2011
27.09.2012
26.09.2013
25.09.2014
24.09.2015
22.09.2016
28.09.2017
27.09.2018
26.09.2019
24.09.2020
23.09.2021
22.09.2022
28.09.2023
26.09.2024
25.09.2025
24.09.2026
23.09.2027
28.09.2028
27.09.2029
26.09.2030

წმინდა გევორგ მხედართმთავრის, წმინდა ადოკტუსის და წმინდა რომანოს ერგეცოღის ხსენების დღე

წმინდა გევორგ მხედართმთავრის, წმინდა ადოკტუსის და წმინდა რომანოს ერგეცოღის ხსენების დღე

 

წმინდა გევორგი კაპადოკიელ კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის შვილი იყო.  რომის არმიაში მსახურობდა, მისი სიმამაცისა და ერთგულებისათვის  მეთაურად დანიშნეს.  დიოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. წმინდა გევორგი მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარნი კი გაკიცხა. დიოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გევორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და სასტიკად აწამა იგი. წმინდა გევორგის წყალობით ბევრმა აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, მათ შორის დედოფალმა ალექსანდრიამაც.
ერთ ჯადოქარს დაავალეს ორი ჭიქა წამლის მომზადება, წმინდანის მოსაქცევად. პირველი ჭიქის დალევის შემდეგ წმინდანს უნდა შეეცვალა აზრი, მეორის შემდეგ კი - გარდაცვლილიყო. მაგრამ უფლის მიმართ მისი რწმენის წყალობით, სვამს ორივე ჭიქასაც და ყველას გასაკვირვად, ცოცხალი რჩება. ის ასევე მკვდრეთით აღადგენს ერთ მიცვალებულს. იმპერატორის  დარწმუნების შემდეგ წმინდა გევორგი თანხმდება   კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე. მაგრამ როცა შედის მათ  სამლოცველოში, სათითაოდ ამსხვრევს კერპებს იმისათვის, რომ მათი სიყალბე ეჩვენებინა.  ამ გაბედული საქციელის გამო 303 წელს იმპერატორ დიოკლეტიანეს  ბრძანებით წმინდა გევორგს თავი   მოჰკვეთეს.
 წმინდა ადოკტუსი აწამეს   320 წელს, სომხურ მელიტენეში, მაქსიმიანუსის მეფობის დროს.   იგი იყო სახელმწიფო მოხელე ეფესოში. არ მოისურვა ქალიშვილის მითხოვება   წარმართ  იმპერატორ კალისთენეზე და იგი გააპარა   აღმოსავლეთში. ვინიდან ქრისტიანი იყო,  იმპერატორის ბრძანებით მას ჩამოართვეს წოდება   და ქონება და  გააძევეს მელიტენეში. ადგილობრივმა გამგებელმა ვერ შეძლო ადოკტუსის  წარმართად მოქცევა. ის ურყევი დარჩა თავის რწმენაში, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. წმინდანის მეუღლემ და მეორე ქალიშვილმა - პელოპიამ დაკრძალეს იგი.  იმპერატორ კონსტანტინეს დამ  - კონსტანცამ, დაიცვა კალისთენე, რომელმაც მამის წმინდა ნაწილები გადაასვენა ეფესოში, სადაც შემდგომში წმინდანის საფლავზე სამლოცველო ააგეს.  
წმინდა რომანოს ერგეცოღი მიიჩნევა  საგალობლების წესების შემქმნელად.  იგი დიაკვნად მსახურობდა კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარში. ვინაიდან კარგად ვერ მღეროდა და ვერ კითხულობდა, ამის გამო ბევრმა შეურაცხყო. მას სიზმარში მოევლინა  ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მისცა ქაღალდის გრაგნილი  და უბრძანა ჭამა, რის შემდეგაც რომანოსმა მიიღო საგალობლების წერისა და შესრულების    განსაკუთრებული  ნიჭი.  გარდაიცვალა 556 წელს.

აღნიშნის თარიღი

27.09.2008
26.09.2009
25.09.2010
24.09.2011
29.09.2012
28.09.2013
27.09.2014
26.09.2015
24.09.2016
30.09.2017
29.09.2018
28.09.2019
26.09.2020
25.09.2021
24.09.2022
30.09.2023
28.09.2024
27.09.2025
26.09.2026
25.09.2027
30.09.2028
29.09.2029
28.09.2030

ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაული

ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაული

 

ყველა ქრისტიანული ეკლესია ყოველ წელს დიდი ზეიმით აღნიშნავს  ჯვრისადმი მიძღვნილ   დღესასწაულებს.  სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით,  ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაული წმინდა სომხურია  და აღინიშნება მხოლოდ ჩვენს ეკლესიაში. ის აღინიშნება ჯვართამაღლებიდან ორი კვირის შემდეგ, 25 სექტემბრიდან  1 ოქტომბრამდე. ისტორიკოსი აგათანგეღოსის თანახმად, ჰრიფსიმეს   ხილვა ჰქონდა,  მას მოევლინა  ღვთისმშობელი   და უთხრა, რომ წასულიყო  არარატის ქვეყანაში - სომხეთში. ქალწული ვაღარშაპატში მიდის, გზაში ვარაგის მთასთან გავლისას, ჰრიფსიმემ  ცხოველმყოფელი ჯვრის ერთი ნაწილი,   რომელიც მემკვიდრეობით ჰქონდა და რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა,  გადასცა განდეგილებს და სთხოვა ერთ-ერთ მღვიმეში შეენახათ.  ეს წმინდა ნაწილი სასწაულით იპოვეს VII საუკუნეში.   მას შემდეგ, სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვრის დღესასწაულებს შორის იწყებს ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნასაც.  
 653 წელს, როცა განდეგილი თოდიკი, მის მოწაფესთან ერთად ლოცულობდა ვარაგის მთაზე და სთხოვდა  ღმერთს   წყალობას, რომ ეჩვენებინა წმინდა   ჯვრის ადგილი,  მოულოდნელად  მთის გარშემო  სინათლის 12 სვეტი გამოჩნდა,   მათ შორის კი ანათებდა ნათელი ჯვრის ნიშანი, რომელიც   სომხეთში ჩამოიტანეს  ღვთისმოყვარე ქალწულებმა.   12 დღე ეს ნათლის სვეტები ჩანდა შორეული ადგილებიდანაც. ეს სასიხარულო ამბავი  გავრცელდა ყველგან.
კათოლიკოსმა ნერსეს აღმაშენებელმა და თეოდორე მთავრის ვაჟმა - ვარ სპასპეტმა ამის შესახებ რომ შეიტყვეს, წავიდნენ ვარაგის მთაზე ამ სასწაულის სანახავად.  უწმინდესმა კათოლიკოსმა ხალხის მხარდაჭერით ააშენა   დიდებული ტაძარი, რომელიც არის მოწმობა სასწაულისა და უწოდა სურბ ნშან. ეს წმინდა ნაწილი 1021 წლამდე დარჩა ვარაგის მონასტერში, შემდეგ სენექერიმ არწრუნიმ წმინდა ნაწილი გადააბრძანა სებასტიაში.    მისი გარდაცვალების შემდეგ წმინდა ნაწილები   ყოფილ ადგილზე გადაიტანეს, საიდანაც 1655 წელს გაიტაცეს ხოშაბში. 1655   წელს გაათავისუფლეს და დააბრძანეს ვანის „სურბ ტირამორის“ ეკლესიაში, რომელსაც შემდეგ გადაერქვა „სურბ ნშან“, სადაც ინახებოდა    1915 წლამდე.

აღნიშნის თარიღი

28.09.2008
27.09.2009
26.09.2010
25.09.2011
30.09.2012
29.09.2013
28.09.2014
27.09.2015
25.09.2016
01.10.2017
30.09.2018
29.09.2019
27.09.2020
26.09.2021
25.09.2022
01.10.2023
29.09.2024
28.09.2025
27.09.2026
26.09.2027
01.10.2028
30.09.2029
29.09.2030

დიდმოწამე ევსტათეს, მის მეუღლე თეოფისტას და ორი ვაჟის, ერმონე და ნექტარიენე ქალწულთა ხსენების დღე

დიდმოწამე ევსტათეს, მის მეუღლე თეოფისტას და ორი ვაჟის, ერმონე და ნექტარიენე ქალწულთა ხსენების დღე

 

დიდმოწამე ევსტათე    ცხოვრობდა I საუკუნეში, რომში, მოკვდინებულ იქნა 118 წელს, აღიარებულია წმინდანად მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების მიერ.  ითვლება მეომრების, მონადირეების და მიწათმოქმედების მფარველად.  ევსტათე, ძველი აღთქმის იობის მსგავსად, მრავალ განსაცდელს გადაიტანს - მისი მსახურნი დაიხოცნენ, საქონელი გაუნადგურდა, თავად კი გემით ეგვიპტიკენ მიმავალი, დააშორეს ჯერ ცოლს, მერე შვილებს. წმინდა ევსტათე ყოველგვარ განსაცდელს რწმენის შეურყევლად შეხვდა და გადაიტანა, რის შემდეგაც აღუდგა ოჯახი და როგორც სახელოვანი მხედართმთავარი, იმპერატორი ტარაიანეს მიერ, მიწვეულ იქნა ომის საწარმოებლად. ომის შემდეგ, წმინდა ევსტათე, კიდევ უფრო პატივდებული, დაბრუნდა რომში, სადაც უკვე ტრაიანე ადრიანემ შეცვალა იმპერატორის ტახტზე. წმინდა ევსტათე, ოჯახთან ერთად, მიწვეული იყო იმპერატორის სასახლეში, სადაც მოსთხოვეს, ბარბაროსებზე გამარჯვების აღსანიშნავად, მსხვერპლი შეეწირა წარმართული კერპებისთვის, რაზეც წმინდანმა უარი განაცხადა და თავი ქრისტიანად გამოაცხადა.მთელი ოჯახი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად, მაგრამ პირუტყვებმა წმინდანებს პირი არ დააკარეს, მაშინ გახელებულმა ადრიანემ ბრძანა მათი გახურებულ სპილენძის ხარში შესმა. 3 დღის შემდეგ, როცა ცეცხლოვანი სარკოფაგი გახსნეს, სასწაულის მოწმენი აღმოჩნდნენ - მოწამეთა ცხედრები ცეცხლს არ დაეზიანებინა. სასწაულის მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. მორწმუნეებმა ცხედრები პატივით დაკრძალეს და როცა ქრისტიანების დევნა ჩაცხრა, სალოცავი აუშენეს.
წმინდა ერმონე  ქალწული  (II საუკუნე) ფილიპ დიაკონის  ქალიშვილი იყო. თავის დასთან ერთად გაემგზავრა    იოანე მახარებლის საძებნად.   როდესაც ის  იგებს იოანე მახარებლის სიკვდილის შესახებ, გზად ხვდება   პავლე მოციქულის მოწაფე პეტრონიოსი, ვისაც დაემოწაფა, დააფუძნა    საავადმყოფო,  სადაც კურნავდა ყველა ღარიბს და   ქადაგებდა უფლის სიტყვას. იმპერატორ ტრაიანეს მიერ  იტანჯა, მაგრამ  ურყევი დარჩა თავის რწმენაში. ადრიანეს მეფობის დროს წამებულ იქნა.   
ნეკტარინა  ქალწული   ალექსანდრიის მმართველ კონსტაის ქალიშვილი იყო.   განსაკუთრებული სილამაზით და ცოდნით გამოირჩეოდა და   გამოთქვა სურვილი, რომ ცოლად მხოლოდ იმ ადამიანს გაყვებოდა, ვინც ყველაფერში აჯობებდა. დედამ     გოგონა თავის სულიერ მოძღვართან მიიყვანა, რომელმაც მას უთხრა,  რომ იგი აღემატება ყველა ამქვეყნიურ სასიძოს. იგი მოინათლა და მიიღო რწმენა ქრისტესი, რომელმაც მას ბეჭედი მისცა და დანიშნა. წარმართული ზეიმის დროს  ქალიშვილმა მოაქცია 50   წარმართი  ბრძენი, რომლებიც  იმპერატორის ბრძანებით  ჩამოსული იყვნენ ნეკტარინეს სიტყვების  უარყოფისათვის. ამის გამო გოგონას აწამებენ,  მაგრამ წამების ინსტრუმენტები მის ნაცვლად წარმართებს უბრუნდება და მათ აწამებდა.   ეს სასწაული, რომ დაინახეს, იმპერატორის მეუღლე,  პორფიუროს  სარდალი, თავის  200  ჯარისკაცთან ერთად,  გაქრისტიანდა. გაბრაზებული იმპერატორის ბრძანებით ამ უკანასკნელებს თავი მოკვეთეს,  ნეკტარინე კი განგმირეს ხმლით.

აღნიშნის თარიღი

30.09.2008
29.09.2009
28.09.2010
27.09.2011
02.10.2012
01.10.2013
30.09.2014
29.09.2015
27.09.2016
03.10.2017
02.10.2018
01.10.2019
29.09.2020
28.09.2021
27.09.2022
03.10.2023
01.10.2024
30.09.2025
29.09.2026
28.09.2027
03.10.2028
02.10.2029
01.10.2030