1geo

fb you od

ეკლესია „შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ კარმირ ავეტარან“ („შამქორელთა წმიდა ღვთისმშობლის, წითელი სახარება“) PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

kar. avetaran

              მდებარეობს ავლაბრის უბნის ცენტრში, ყოფილი პრეობრაჟენსკაია, ამჟამად ფიგნერის ქუჩის გვერდით.

ეგნ. იოსელიანის 1837 წლის მოწმობის თანახმად, პირველადი შენობა აშენდა 1775 წელს და იყო უგუმბათო, ხით გადახურული ნაგებობა. „(ჰ) ავლაბარში, ხალხური შენობების ცენტრში, არის „შამქორეცოც“-ად წოდებული ეკლესია, აშენებული 1775 წელს, ღვთისმშობლის, უგუმბათო და ხით გადახურული, რომელიც აგებულია ხალხის ხარჯებით ..." ( მელიქსეთ -ბეგ ლ , აღნიშნული ნაშრომი, გვერდი 268).

ქართველი მკვლევარის ეს მოწმობა დასტურდება1868 წელსმოცემული მნიშვნელოვანი ინფორმაციით.

ქალაქის სხვა ეკლესიების მსგავსად, ეჭვგარეშეა, რომ შამქორეცოც ეკლესიაც განადგურდა სპარსელების1795 წლის შემოსევის დროს, და სავარაუდოდ ამით შეიძლება აიხსნას მისი სრული რეკონსტრუქცია 1809 წელს.

1840-იანი წლების დასაწყისში ეკლესიის მრევლმა გადაწყვიტა სარემონტო ძველი ეკლესიის გარემონდება და გალავნით შემოღობვა.  

1842 წელს შამქორეცოც ეკლესიის მრევლი სარემონტო სამუშაოების დაწყების ნებართვის მიღების თხოვნით მიმართავს გენერალ ევგენი ალექსანდრეს ძე გოლოვინს. აღსანიშნავია, რომ მრევლს საქმის წამოწყებისას მხოლოდ თავისი მატერიალური შესაძლებლობების იმედი ჰქონდა,   და ამჯერადაც გარემონტებას კი არ აპირებდა, არამედ ძველის ადგილზე ახლის საფუძვლიანად აღმართვას.

თუ ვიმსჯელებთ ეკლესიის კედლებზე, ფანჯრებზე დაცული 1844-1845 წლებით დათარიღებული წარწერებით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ნამდვილად ჩატარდა ფართომაშტაბიანი სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ სამუშაოებს ისევ სათავეში ედგა ტერ-ღაზარიანცების საგვარეულოს წარმომადგენელი - ავეტიქი. ამ უკანასკნელის ვაჟს - ჰოვაკიმ ტერ-ღაზარიანცსაც, მამის გარდაცვალების შემდეგ სოლიდური თანხა უჩუქებია ეკლესიის დაუმთავრებელი შტრიხების შევსების მიზნით.

როგორც ჩანს, მშენებლობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა. ყოველ შემთხვევაში, 1857 წ, მაგ წლის ეკლესიის კუთვნილი მთელი თანხა დახარჯულა მშენებლობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის კედლებზე მრავლადაა განსაკუთრებით 1858 წლის შემოწირულობათა შესახებ წარწერები, რომლებიც მოწმობენ ამ წლამდე სამუშაოთა გაგრძელებას.

1881 წელს ხელახლა ხორციელდება ეკლესიის ნაწილობრივი რეკონსტრუქციისა და შევსების სამუშაოები. „ წელს შამქორეცოც ეკლესიის ახლადარჩეულმა ქტიტორმა, ავეტაც (ჯგრაშნის) ეკლესიის მსგავსად, გაარემონტებინა ეკლესიის შიდა ნაწილი, რისთვისაც დახარჯა 5-6 000 რუბლი ფული ...". ამავე წლის 18 ნოემბერს გადმოიცემა, რომ ".. ეკლესია მის ახალ ქტიტორ ბატონ   გრიგორ გარაგეოზეანცის დაუღალავი შრომით მოკლე პერიოდში იმდენად გალამაზებულა და დამშვენებულა შიგნიდან, რომ, თბილისის ეკლესიებს შორის მეორე თუ არა, მესამე აუცილებლად უნდა მიიჩნეოდეს ... "

1883 წელს ეკლესიის ეზოში აშენდა სამრევლო სკოლის შენობა.

1893 წელს "პოლიციას შეუნიშნავს, რომ ავლაბრის შამქორეცოც ეკლესიის (კარმირ ავეტარან - წითელი სახარება) ოთხივე კედელს საძირკვლიდან 2-3 ფუტის სიმაღლიდან თაღებამდე ბზარები ჰქონია ... კომისიის შედგენილი ოქმიდან ჩანს, რომ ტაძრის გამაგრება მომხდარა 1844 წლიდან და, საძირკვლის სხვადასხვა დროს დაჯდომის გამო, მის კედლებში ჯერ კიდევ მშენებლობის დროს გაჩენილა უხილავი ბზარები, რომლებიც ეკლესიის მშენებლობისა და გუმბათის დაშენების შემდეგ უფრო გადიდებულა. ვინაიდან ეკლესია უკვე ათეული წლები არსებობს ამ ბზარებით, რომლებიც აღარ დიდდება, კომისიამ ისინი მიიჩნია უვნებლად - ეკლესიის სიმაგრისა და სიმყარისათვის“

ეკლესიის კედლებში გაჩენილი ბზარების მორიგი შესწავლა ჩატარდა 1900 წლის 20 ივლისს. 1838 წელს შედგენილი ერთი ბიულეტენის თანახმად, ეკლესიას ჰქონდა ძირითადად შემოწირულობებით შეძენილი 136 ერთეული სხვადასხვა ნივთები. 1838 წელს ეკლესიის ქონებას შეადგენდა ძირითადად მის მეზობლად მდებარე უძრავი ქონება.

1858 წელს ეკლესია გაუძარცვავთ. გაუტაციათ წმიდა კარაპეტის წმინდა ნაწილი. მძარცველთა აღმოსაჩენად და წმიდა კარაპეტის წმინდა ნაწილის დასაბრუნებლად   აღძრული საქმე უშედეგოდ შეჩერებულა.

1889 წელს გარდაცვლილმა აღ. თაირიანცმა ეკლესიას უანდერძა "... ეკლესიის გვერდით მდებარე მისი სახლი და მაღაზიები, რომლებსაც წელიწადში 200 რუბლი შემოსავალი მოჰქონდათ ამავე ეკლესიისთვის“.

შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის ეზოში მეთვრამეტე საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული დაუკრძალავთ წარმოშობით შამქორელი თაჰირიან, მირზახანიან, ჰარუთიუნიან და ტერ-ღაზარიან საგვარეულოების მიცვალებულები.

1912 წელს არქიტექტორმა ნ.ხარაზიანმა დააპროექტა ეკლესიის მთავარი შესასვლელის წინ ასაშენებელი   დარბაზი, რომელიც სრულდებოდა   სამრეკლოთი.  

საბჭოთა პერიოდში ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა სხვადასხვა მიზნებით. 1980-იან წლებში ის ქართველ მხატვართა სახელოსნოდ გამოიყენებოდა. მაგ წლებში სომხურ სათვისტომოს საქალაქო ხელისუფლებისათვის უამრავი განცხადება გაუგზავნია, მათივე სახსრებით ეკლესიის გარემონტების ნებართვის მიღების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. და აი, 1989 წლის 14 აპრილს ეკლესია ჩამოინგრა. ხელისუფლებამ იჩქარა დაედასტურებინა, რომ ეკლესიის ჩამონგრევა შედეგი იყო წინა დღეს (13 აპრილს) თბილისში მომხდარი ოთხი ბალის სიმძლავრის მიწისძვრისა („Вечерный Тбилиси“, 1989, დ 89, 17 апреля), მაგრამ მომდევნო დღეებში საქართველოს მედიის გამოცემებმა უნებლიედ დაფარეს სამსახურებრივი დანაშაული.

კერძოდ, 22 აპრილის ერთი გამოცემის თანახმად, ყოფილა შემოთავაზება, რომ     ქართული მთავარი საკათედრო ტაძარი ააშენონ „ჩამონგრეული“ ეკლესიის ადგილას               („თბილისი“, 1989, 22 აპრილი).

27 აპრილს სტატიაში „რატომ ჩამოინგრა შამქორი“ ქალაქის მთავარი არქიტექტორი ჩქარობს იმის გამოცხადებას, რომ ჩამონგრეული ეკლესია აღდგენას არ ექვემდებარება                   („თბილისი“, 1989, 27 აპრილი, გვერდი 6 , „Молодежь Грузии“, 27.04.1989).

არამხოლოდ ნახევრადჩამონგრეული ეკლესიის ნარჩენების, არამედ ავლაბრის უბნის საცხოვრებელი სახლების მნიშვნელოვანი ნაწილის დანგრევის საშუალებით ადგილზე ქართული საკათედრო ახალი ეკლესიის აშენების შესახებ ერთი მასალაც 1990 წელს გამოქვეყნდა („თბილისი“, 1990, 19 თებერვალი, გვერდი 4) (ასევე ასაშენებელი ეკლესიის რამოდენიმე პროექტი) („Заря Востока“, 1990, 12 марта, გვერდი 4, „თბილისი“, 1990, დ 34).

საბოლოო ჯამში, ქართული საკათედრო ტაძრის აშენება გადაწყდა არა შამქორეცოცის, არამედ ხოჯივანქის დანგრეული სომხური ეკლესიისა და სასაფლაოს ადგილზე, შამქორეცოცის მნიშვნელოვანი ნაწილიც დაანგრიეს, გარემოსათვის ამ უკანასკნელის საფრთხის ნეიტრალიზაციის მიზნით.

1999 წლის მდგომარეობით ეკლესიიდან   შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი ფასადი და მისი მიმდებარე ნაწილი - დასავლეთი და ჩრდილოეთი ფასადებიდან. 2004 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი სურვილს გამოთქვამს, რომ, ეკლესიის ნანგრევების ნაწილობრივ მაინც გამაგრების მიზნით, უპირველეს ყოვლისა ეკლესიას გალავანი შემოერტყას - მომავალში მიმდებარედ რეზიდენციის ასაშენებლად. ეს იდეაც მაშინათვე უარყვეს, ვინაიდან იმავე წელს რეზიდენციის ასაშენებლად მოსახერხებელ ადგილას დაარსდა და სასწრაფოდ აშენდა ქართული საშუალო სკოლა, სახელწოდებით „მომავალი“.

ამჟამად შამქორეცოს სურბ ასტვაწაწინ (კარმირ ავეტარან) ეკლესია ნახევრადნანგრევებადაა ქცეული და მოუვლელ მდგომარეობაშია.

 

მასალა მომზადებულია სამველ კარაპეტიანის

„დაბრუნების მოთხოვნა“ წიგნის თანახმად

ნორაშენ, 2008/ 2 (14), გვ 2-4 .