1geo

fb you od

თბილისის ტაძარი „ჰაიოც ვანქ“ (სომხური მონასტერი) PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vanq

              ვანქის ტაძარი მდებარეობს ყოფილი გარეუბნის ანუ ვანქის დიდ, ამჟამად ათონელის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

საკათედრო ვანქის დაფუძნება ტრადიციულად მიეწერება წმიდა გრიგორ ლუსავორიჩის (გრიგოლ განმანათლებლის) პერიოდს, ხოლო აგების წლად მიიჩნევა 321 წელი.

სომხური ტაძარი, არქიტექტურული სილამაზითა და სიძლიერით აღაფრთოვანებდა თავისი დროის დიდებულებს. სხვადასხვა დროს ეკლესიას სწვევიან რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II და ასევე მასზე დაუწერიათ ფრანგ მოგზაურ ჟან შარდენს, მეცნიერ ანტონ გიულდენშტედს და სხვებს. ...

ვანქი   რამდენიმე შენობის ერთიანი კომპლექსი იყო - სამი გუმბათი, სამრეკლო, კოშკი, კარიბჭე, გალავანი, სამლოცველო, მუზეუმი, რეზიდენცია და ა.შ. ჰქონდა იშვიათიდა საინტერესო კომპოზიცია. "... სამნავიანი (ექვსი სვეტი), სამსაკურთხევლიანი და სამგუმბათიანი ვანქის ტაძარი, იდენტურისანაჰინის   მონასტრისასტვაწაწინ ეკლესიის 1211წელს მიშენებული სამნავიანი (ექვს სვეტიანი) სამლოცველოსი ( მელიქსეთ-ბეგი, სომხები საქართველოში, „Кавказ и Византия“, ერევანი, 1979, გვ.178).

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ვანქი   მრავალჯერ არის აღდგენილი და რეკონსტრუირებული. 1480 წლის სარემონტო სამუშაოები იმდენად საფუძვლიანი ყოფილა, რომ შემდგომში ეს წელი დაარსების წლადაც კი არის მიჩნეული ... „შენობა აშენდა თბილისის მოქალაქეების - ავსარქისოვის, ბასტამოვის, ნაზარბეკოვის, ოზაანცის და ქართველი თავადის სოლაღოვის ხარჯებით“ (მელიქსეთ-ბეგი, ქართული წყაროები სომხეთსა და სომხების შესახებ, ტ. გ, ერევანი, 1955, გვ. 265). ვანქი პერიოდულად გარემონტებულა მე -18 საუკუნეში, ყოველთა სომეხთა ასტვაწატურ ჰამადანცი კათოლიკოსის (1715-1725 ) და საქართველოს მეფის, ვახტანგ VI-ის ( 1719-1724 ) მეფობის დროს.

მე -19 საუკუნეში მონასტერი დაქვემდებარებია არა მხოლოდ უამრავ სარემონტო სამუშაოებს, არამედ შევსებულა ახალი ნაგებობებით - მუზეუმი, კარიბჭე, რეზიდენცია, რომლის მშენებლობის წარწერა ამოტვიფრულია სამრეკლოს კედელზე და ჯერ კიდევ არსებობს.

1893 წელს მიქაელ თამამშიანის ინიციატივითა და ქველმოქმედ ავეტის ღუკასიანის ხარჯებით იწყება მონასტრის საეკლესიო- ისტორიული „ღუკასიან“ მუზეუმის მშენებლობა. 1902 წლის 21 თებერვალს „ვარდანანც“ დღესთან დაკავშირებით,  ხრიმიან ჰაირიკ სომეხთა კათოლიკოსმა შეასრულა მუზეუმის გახსნის ცერემონია , მაგრამ თბილისის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით 1939 წელს მუზეუმის შენობა დაინგრა.

1882 წელს მონასტერს ესაჭიროება რემონტი, მაგრამ ამჯერად მის 400 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცხადდება არა გარემონტების, არამედ ძველი ეკლესიის მთლიანად დანგრევის და ადგილზე ახალი ეკლესიის შენობის აშენების მოწვევა ( „არძაგანქ“, 1882, N 10). 1884 წლის 4 მარტს ვანქის მომავალი ახალად აშენების საკითხთა განსახილველად მოწვეულიქნა კრება, ჰოვანეს ჩითახიანის, ალექსანდრე მანთაშიანცის, ისაჰაკ წოვიანიანცის, ჰარუთიუნ შამხარიანცის, გაბრიელ სუნდუკიანის და ალექსანდერე სუნდუკიანის მონაწილეობით („არძაგანქ“, 1884 , N 10, გვ 142). მშენებლობა სრულდება 1901 წელს. ტაძრის ახალად კურთხევის პრივილეგია უბოძეს არქიეპიკოპოს გევორგ სურენიანცს („მასის“, 1901 , N 52, (29 დეკ.), გვ. 832).

შუა საუკუნეების სომხეთის მრავალი სხვა მონასტრის მსგავსად ტფღისის ვანქსაც ჰქონდა მამულები. 1816 წელს, მაგალითად, მონასტერს ეკუთვნოდა  23 საიჯარო საცხოვრებელი სახლი.

1920-30 -იან წლებში ვანქი მოუვლელი იყო, მაგრამ აგრძელებდა არსებობას. 1938 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა სომეხთა სანუკვარი მონასტრის დანგრევა. იმ პერიოდის მასმედიის მტკიცებით, ვითომ ეს სრულდებოდა სომხების თხოვნითაც. („თბილისის საბჭოს პრეზიდიუმმა დააკმაყოფილა თბილისის მშრომელი სომხების შუამდგომლობა, რომლებიც სთხოვდნენ ვანქის ეკლესიის შენობის დანგრევას. მიწის ნაკვეთი გადაცემულიქნა სომხური სრული საშუალო სკოლის ასაშენებლად“ („საბჭოთა საქართველო“, 1938 , N 85, 23 სექტემბერი).

ვანქის სასაფლაოზე განისვენებდნენ სომეხი დიდებულები, მათ შორის ეპარქიის წინამძღვრები: არქიეპისკოპოსი გაბრიელ აივაზიანი   (1812-1880 წწ.), ეპისკოპოსი ხორენ სტეფანიანი (1840-1900 წწ.), ეპისკოპოსი ესაი ასტვაწატურიანი, არქიეპისკოპოსი გარეგინ სათუნიანი (1852-1910 წწ), გენერლები: კომს ლორის მელიქიანი (1824-1888 წწ., ამჟამად ნეშთი გადასვენებულია თბილისის საკათედრო სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში), ბაჰბუთ შელკოვნიკიანცი (1837-1878 წწ., ამჟამად ნეშთი გადასვენებულია თბილისის საკათედრო სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში), თბილისის მერები: ალექსანდრე მატინიანცი (1843-1909 წწ.), პოღოს იზმაილიანი( 1852-1895 წწ.) , სახელმწიფო მრჩეველი დავით ღორღანიანცი (1831-1900 წწ.), დრამატურგი გაბრიელ სუნდუკიანი ( 1825-1912 წწ, ამჟამან ნეშთი გადასვენებულია თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში),  ჟურნალ „არძაგანქის“ მთავარი რედაქტორი აბგარ ჰოვანისიანი (1849-1904 წწ.) , „მეღუ ჰაიასტანი“ ჟურნალის მთავარი რედაქტორი პეტროს სიმონიანი (1830-1911 წწ.), მეცენატები: ალექსანდრე მანთაშიანცი (1849-1911 წწ., მემორიალი განთავსებულია თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ეკლესიის ეზოში), ჰოვსეფ ეიფეინდიანცი (1806-1862) და კიდევ ერის ბევრი გამოჩენილი შვილი ...

მასალა მომზადებულია ს.კარაპეტიანის  „სომხური ეკლესიები საქართველოში“ გამოუქვეყნებელი ნაწარმოების საფუძველზე

ნორაშენი 2007/ 1 (7) , გვ 7-8