1geo

fb you od

  • Թեմ
  • Թեմի պատմություն
  • Գավազանագիրք
  • Հայ գախթօջախներ
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ფორმირების ისტორიული პერიოდი

ისტორიული წყაროების მიხედვით, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია საქართველოში, როგორც ცალკე საეკლესიო ერთეული, მოქმედებდა V საუკუნიდან. ამის შესახებ მოწმობს X საუკუნის ისტორიკოსის - უხტანესის, ისტორიული მატიანის - "სომხეთის ისტორიის" თავი „ისტორია განყოფისა ქართველთა სომეხთაგან“. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ცურტავი ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა, ის სომხურენოვანი ეპარქია იყო, სადაც V საუკუნიდან საეკლესიო ღვთისმსახურება წმინდა შუშანიკის განკარგულებით სრულდებოდა სომხურად.

უნდა აღინიშნოს, რომ XI საუკუნის ისტორიკოსის მათევოს ურჰაეცის „ისტორიის“ თანახმად, ცნობილი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის მიერ (1089- 1125 წწ.) საქართველოში სომხური ეკლესიის წარმომადგენლობას მიენიჭა იმ დროისათვის უმაღლესი სტატუსი, ადმინისტრაციული ცენტრით თბილისში. ეპარქიის დაფუძნებამდე, ჯერ კიდევ VII საუკუნეში საქართველოს სომხურ თემს ხელმძღვანელობდნენ სომეხი ეპისკოპოსები და მღვდლები, სომხებს ჰქონდათ თავიანთი ეკლესიები და სამლოცველოები. ვარაუდობენ, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქია დაარსდა XII საუკუნეში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის რეზიდენცია იყო ქალაქ ტფღისის (თბილისი) „სურბ გევორგ“ ეკლესია (XIII ს.)

საქართველოში სომხური ეპარქიის ქრონოლოგიური ცხრილი

საქართველოში სომეხთა ეპარქიის ჩვენთვის ცნობილი ეპარქიალური წინამძღვარები 1770-იან წლებამდე.

1770-იან წლებამდე საქართველოში გვყავდა სომხური ეკლესიის ბევრი ცნობილი მღვდელმსახური, რომელთაც, როგორც ეპარქიალურ ლიდერებს, სულიერი და კულტურული მნიშვნელოვანი სამუშაო აქვთ შესრულებული, მაგრამ ბევრი მათგანი დღესაც კი არ არის ცნობილი ჩვენთვის. ზოგიერთის შესახებ კი ჩვენამდე აღწია არასრულმა ინფორმაცია.

 

Tავარეპისკოპოსი ბარსეღი: 1179 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული რომკლაში მიწვეულ ეროვნულ საეკლესიო კრებაში. იყო კარგი რეპუტაციის მქონე პიროვნება და ხალხის წარგზავნილების სიაში მოიხსენიება მეშვიდე ადგილზე (მ. ჩამჩიანი, „სომხეთის ისტორია“, ტ. 3, ვენეცია, 1786, გვერდი 132). მთავარეპისკოპოს ბარსეღს მოიხსენიებენ ასევე სახელით ბასილიუსი: „მთავარეპისკოპოსი ბასილიუსი ქართული სატახტო ქალაქისა ტფხეაც“.  

 

1284 წელს, საქართველოს სომეხთა წინამძღვარად მოიხსენიება მთავარეპისკოპოსი ჰოვანესი, რომლის დროსაც, იმავე წელიწადს, ეროვნებით სომეხი თავადი უმეკის აშენებულ სურბ გევორგ ეკლესიაში ჰოვანეს ერზნკაცი არქიმანდრიტმა, რომელიც ასევე ცნობილია სახელით პლუზ, იქადაგა თემაზე „უფალის ღვთაებრივ ქმნილებებზე, განსაკუთრებით სასწაულქმნილებებზე და ციური სხეულების მოძრაობაზე“, რომელაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მსმენელთათვის ძალზედ სასიამოვნო იყო (მ. ჩამჩიანი, „სომხეთის ისტორია“, ტ. 3, ვენეცია, 1786, გვერდი 272). უმეკის უმცროსი ვაჟი, ძალზედ გონიერი ახალგაზრდა ბიჭი ევედრება ჰოვანეს ერზნკაცის, რომ მისი ტრაქტატი ჩაიწეროს, პროზად აქციოს და მას უბოძოს. ადგილობრივმა წინამძღვარმა ჰოვანეს   ეპისკოპოსმა ერზნკაცის უბრძანა, რომ ქადაგება ჩაიწეროს. ამრიგად, ის წერს ერთ წიგნს „ბრძნული სიტყვა, რომელშიც საუბარია   ცის ვარსკვლავთა რაოდენობაზე და ციური სხეულების მოძრაობასა და სტიქიათა წესრიგზე, წელიწადის დროებსა და სხვა ბუნებრივ მოვლენებზე“ (მ. ჩამჩიანი, „სომხეთის ისტორია“, ტ. 3, ვენეცია, 1786, გვ 272-73).

 

1443 წ. ეპისკოპოსი მარკოს ვრასტანცი მოიხსენიება   საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად   (მ. ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 1466).

1496-1515 წწ. საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი გახლდათ ეპისკოპოსი სარგის ვრასტანცი, რომელიც მოგვიანებით არჩეულიქნა კათოლიკოსად, სახელად სარგის მეოთხე ვრასტანცი 1520-1536 წწ. (მ. ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 1535).

 

1722-1723 წწ. ეპისკოპოსი მინას ფარვეზიანი მოიხსენიება საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად (მ. ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 1931, ასევე: ლეო, ტ. 5, ერევანი, 1936 წ. , გვ. 459-460). ამ უკანასკნელმა წერილით სომხეთის გადარჩენისთვის სამხედრო ჩარევა სთხოვა პეტრე I-ს და მისი თხოვნა არ დარჩა უშედეგოდ.

1740 წ. თბილისის სომეხთა წინამძღვარად მოიხსენიება ანანია არქიმანდრიტი („სომხეთის ისტორიის მატიანე“, წიგნი 1, ერევანი, მეც. აკად. გამომც., 1984, გვ. 130).

1765 წელს ტფღისის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი ზაქარია (. ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 2092). იგივე პირი არის მოხსენიებული ასევე 1767. („სომხური ისტორიის მატიანე“, წიგნი 8, ნაწილი 2, 1767-1776, დეკანოზი გიუტ აღაიანცი, 1908, თბილისი, გვ 42, 52).

1769 წელს ტფღისის სომეხთა წინამძღვარად მოხსენიებულია ეპისკოპოსი მარტიროს ანკოთი, რომელსაც კათოლოკოსი სიმონ სპეციალური თანამდებობით ახალციხეში გზავნის (. ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 2097).

1772 წელს მოხსენიებულია არქიმანდრიტი რეთეოსი, საპატრიარქოს წარგზავნილი თბილისში და წინამძღვარი („სომხური ისტორიის მატიანე “, წიგნი 8, ნაწილი 2, 1767-1776, დეკანოზი გიუტ აღაიანცი, 1908, თბილისი, გვ. 245).

1773 წ. თბილისის წინამძღვარი   ეპისკოპოსი ჰოვანესი იღებს უმაღლესი არქიმანდრიტის ხელისუფლებას სიმეონ კათოლიკოსისაგან   („არარატი“, 1876, გვერდი 174).

1774 წ. თბილისში წინამძღვარად მოიხსენიება არქიმანდრიტი ჰოვანესი.   „წერილი გაუგზავნა უწმინდესმა კათოლიკოსმა თბილისში ახლადდანიშნულ წინამძღვარს არქიმანდრიტ ჰოვანესს“. („სომხური ისტორიის მატიანე “, წიგნი 8, ნაწილი 2, 1767-1776, დეკანოზი გიუტ აღაიანცი, 1908, თბილისი, 266).

1773-1781 (წინამძღვარობის წლები). არქიმანდრიტი ჰოვანეს ქანაქერცი. 1781 წლის იანვარში ღუკას კათოლიკოსს არქიმანდრიტი ჰოვანესი "ხალხისადმი არაკეთილგანწყობილი მოპყრობის“ გამო   თბილისიდან გადაჰყავს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში ახალ თანამდებობაზე „ხორბლის შემგროვებელი“ („სომხური ისტორიის მატიანე“, პირველი წიგნი, რევანი, 1984, გვ 196, 200).

1781-1784 (წინამძღვარობის წლები). არქიმანდრიტი კარაპეტ ინძაცი ანუ ჰნძაცი (მელიქიანი). იყო „გენიოსი“ და „ღვთისმოსავი“ მასწავლებელი. წერდა აგრეთვე გალობlებს. საეპისკოპოსო ხარისხი და არქიეპისკოპოსობის პატივი მიიღო 1784 წლის შემდეგ. 1784 წლის დეკემბერში კათოლიკოს ღუკას პირველის ბრძანებით გადადის მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, ახალი თანამდებობის დასაკავებლად. დაიბადა კარინის სოფელ ჰინძნში, გარდაიცვალა 1790 წ. (იხილეთ: გარნიკ სტეფანიანი. „ბიოგრაფიული ლექსიკონი“, გამოქვ. ერევანში).

 

1784-1795 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი მარტიროს ანკოთი.   ცნობილი იყო როგორც „გონივრობით გამორჩეული“ მღვდელმსახური. მის წინამძღვარობის პერიოდში მოკლე ვადით საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად ინიშნება არქიმანდრიტი პეტროსი, რომელიც ავადმყოფობის გამო 1792 წელს ბრუნდება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, და კვლავ წინამძღვარად ინიშნება მარტიროს ანკოთი.

აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებ დროს მტერი ძარცვავდა მთავარი საკათედრო ტაძრის 21ურმის ტვირთ განძს, რომელიც უსაფრთხოებისათვის გადაჰქონდათ თბილისში. ექვსი ურემის ტვირთს თან ახლდა მთავარეპისკოპოსი მარტიროს, რომელიც ტყვედ აჰყავთ. სომხები გამოსასყიდს აძლევენ და ათავისუფლებენ მთვარეპისკოპოს მარტიროსს.

ღუკას კათოლიკოსი ამის გამო ადანაშაულებს ანკოთს და მისი რისხვა არასდროს სუსტდება. კათოლიკოსს განსაკუთრებით ენანებოდა ღაზარ კათოლიკოსის გვირგვინი, ვაკასი და შესამოსელი.

მეუფე მარტიროსი გარდაიცვალა 1795 წელს (ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 2201).

 

1795-1798 (წინამძღვარობის წლები). ავეტიქ ეპისკოპოსი (ალ.ერიციანი, ყოველთა სომეხთა კათოლიკოზობა და კავკასიის სომხები, ტ. 1, თბილისი, 1894, გვ. 97). მისი ეპისკოპოსობის წლები მოცემულია სავარაუდო ქრონოლოგიით.

 

1798-1802 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი სარგისი. არღუთიანის 1800 წლის 12 ნოემბერით დათარიღებულ წერილში სარგის მთავარეპისკოპოსი მოხსენიებულია თბილისის სომეხთა წინამძღვარად (ალ. ერიციანი, იგივე ნაშრ., ტომი I, თბილისი, გვერდი 9). მისი ძმის - აღვანქის ჰოვანეს კათოლიკოსის მკვლელობის შემდეგ, 1792 წელს განძაკში კათოლიკოსად აკურთხეს.   პოლიტიკური მიზეზების გამო, 1798 წ. თბილისში გაიპარა და ღუკას კათოლიკოსის მიერ დაინიშნა ჰაღპატის მონასტრის წინამძღვარად - ქართველი გიორგი მეფის შუამდგომლობით.   1802 წელს მიდის განძასარში და იყენებს კატოლიკოსის ტიტულსა და ბეჭედს. 1815 წელს ეფრემ II კათოლიკოსი და მეუფე ნერსეს აშტარაკეცი, რუსული სახელმწიფოს თანხმობით, აუქმებენ განძასარის კათალიკოზობას, მას აქცევენ მიტროპოლიტობად ანუ მთავარეპისკოპოსობად. მიტროპოლიტი სარგისი   1828 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას მოჰყვა მისი ძმისწული მთავარეპისკოპოსი ბაღდასარი - მიტროპოლიტად.

 

1802-1810 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი ჰოვანეს აკნეცი გეღარდაკირ.   1798 წელს თბილისში გავრცელებული შავი ჭირის დროს მეფე გიორგი სთხოვს სომეხთა ღუკას კათოლიკოსს, რომ წმინდა შუბი (ლახვარი, რომლითაც რომაელმა ჯარისკაცმა გაგმირა ქრისტეს მარჯვენა ნეკნი ჯვარზე) თბილისში გამოგზავნოს. მას სჯეროდა, რომ შუბს შეუძლია მისი სასწაულმოქმედებით აღმოფხვრას   ეპიდემია.  კათოლიკოსი ღუკასი 1798 წლის 3 ნოემბერს წმინდა შუბს თბილისში გზავნის მთავარეპისკოპოს ჰოვენესთან ერთად. ამრიგად, მთავარეპისკოპოს   ჰოვანესს შეერქვა გეღარდაკირ, ანუ შუბის მატარებელი (ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 2203). გარდაიცვალა 1810 წელს.

 

1810-1814 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი ასტვაწატური. წინამძღვარად დაინიშნა ეფრემ კათოლიკოსის მიერ 1810 წელს. ეს უკანასკნელი 1813 წლის 22 ნოემბერს თბილისის ჰარანც მონასტერში საზეიმო პირობებში რუსულად და სომხურად კითხულობს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის ბრძანებულებას, შემდეგ აღესრულება საზეიმო წმინდა საღმრთო ლიტურგია. 1814 წელს ეფრემ კათოლიკოსი მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში იბარებს მთავარეპისკოპოს ასტვაწატურს და მის ნაცვლად საქართველოში სომეხთა წინამძღვარად ნიშნავს 44 წლის მთავარეპისკოპოს ნერსეს აშტარაკეცის (ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 2333, 2341 და „ყოველთა სომეხთა კათოლიკოზობა და კავკასიის სომხები, ტ. I, თბილისი, გვ 67-73).

 

1

1814-1828 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი ნერსეს აშტარაკეცი. რელიგიური, კულტურული თვალსაჩინო მოღვაწე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პიონერი. საერო სახელი - თოროს. ძე ჰარუთიუნ შაჰაზიზიანისა. დედა - ბიურაკანელი სომეხი, სახელად სუსამბარ. დაიბადა 1770 წლ 13 თებერვალს, აშტარაკში. 1791 წელს ხელდასხმულიქნა დიაკვნად, 1794 წელს - არქიმანდრიტად, 1808 ს - ეპისკოპოსად და არქიეპისკოპოსად. 1814 წლის 7 მარტს ინიშნება საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. 1822 წლის 7 თებერვალს წმინდა ღევონდიანთა მღვდელმსახურთა დღესასწაულზე, მეფის ნაცვალ ერმოლოვის თანდასწრებით ასრულებს თბილისის ნერსისიან სკოლის საძირკვლის ჩაყრის კურთხევას (სტ. მალხასიანი, თბილისის ნერსისიან სასულიერო სასწავლებლის მოკლე ისტორია, თბილისი 1900, გვ.17). ნერსისიან სკოლის მშენებლობა დასრულდა 1824 წელს და იმავე წლ 1 დეკემბერს გაიხსნა მღვდ ჰარუთიუნ ალამდარიანის ხელით. 1828 წელს პასკევიჩის განკარგულებით აშტარაკეცი იგზავნება ბესარაბიაში, ბესარაბიის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. ეს იყო ერთგვარი თავისუფალი გადასახლება. 1828-1829 წწ. ნერსეს აშტარაკეციმ ორგანიზება გაუწია სომხების ემიგრაციას თურქეთსა და სპარსეთიდან. კარნის გუბერნიიდან დაახლოებით 90.000 სომეხი ჩამოსახლდა ახალციხისა და ახალქალაქის რაიონებში.

1843 წელს აკურთხეს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად, სახელად ნერსეს მეხუთე.

დროდადრო ცხოვრობდა ეჯმიაწინსა და თბილისში. აშტარაკეცისაგან სახსოვრად დაგვრჩა: თბილისის ნერსისიან სკოლის შენობა, ეჯმიაწინში - ტბა ნერსისიანი და ტყე ნერსისიანი. კათოლიკოსი ნერსეს მეხუთე გარდაიცვალა 1857 წლის 13 თებერვალს, 87 წლის ასაკში, თბილისის სომხური ეპარქიალური რეზიდენციის საწერ მაგიდასთან. მოგვიანებით მისი ცხედარი გადაასვენეს წმინდა ეჯმიაწინში.

 

2

1828-1830 (წინამძღვარობის წლები). არქიმანდრიტი ჰარუთიუნ ალამდარიანი. საერო სახელი - გევორგ. რელიგიური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე, პოეტი და პედაგოგი. დაიბადა 1795 წლ 14 იანვარს. მამის სახელი - მანუკ. 1813 წელს ლაზარიანების მიერ მიწვეულიქნა მოსკოვში, მათთან მუშაობს კანცელარიის მწერლად. 1815 წელს დაფუძნდა ლაზარიან სასულიერო სემინარია. იგი იყო ლაზარიან სასულიერო სემინარიის ინსპექტორი და მასწავლებელი, 1824-1830 წწ. თბილისის ნერსისიან სკოლის ინსპექტორი.

სკოლის ისტორიაში ეს წლები ცნობილია სახელად „ალამდარიანის ეპოქა“. მისი წინამძღვარობის წლებში საქართველოში სომეხთა ეპარქიის სასულიერო საკითხებისა და საეკლესიო ადმინისტრაციის წევრ-თავმჯდომარე იყო მთავარეპისკოპოსი სიმეონ ბზნუნი   (თოფალ).

არქიმანდრიტ ჰარუთიუნ ალამდარიანს ბრალი დაედო ნერსეს აშტარაკეცის იდეოლოგიის მიმდევრობაში.   ი.პასკევიჩის მითითებით, წმინდა ეჯმიაწინის სინოდმა 1830 წელს იგი გადაასახლა ჰაღპატში. ერთი წლის შემდეგ, 1831 წელს იგი დაინიშნა ახალი ნახიჩევანის სურბ ხაჩ მონასტრის ბერად, სადაც 1834 წლის 25 მაისს სასტიკად მოკლულიქნა ავაზაკების მიერ, მონასტერი კი გაძარცვა.

ალამდარიანი მიიჩნევა თავისი დროის ერთ-ერთ გამოჩენილ ინტელექტუალად.

 

 

3

1830-1831 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი ჰოვანეს კარბეცი. დაიბადა 1762 წელს სოფ კარბი ერთ-ერთ ნაწილში - პატარა სოფელ ჰოვანავანქში. სწავლობდა მუღნის სამონასტრო სკოლასა და წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო სემინარიაში. შავ სამღვდელოებად აღიკვეცა ღუკას კათოლიკოსის დროს. 1807 წელს დანიელ კათოლიკოსის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად და დაინიშნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამღვარად. წინამძღვარობის წლებში ყოველგვარად ცდილობდა დაეკნინებინა ნერსეს აშტარაკეცის მიერ შესრულებული ყველა საქმე და ამით აღმოფხვრა მისი გავლენა. 1831 წელს კარბეცი არჩეულიქნა ყოველთა სომეხთა კათოლოკოსად, სახელად ჰოვანეს მერვე. მან შემოიღო სომეხი კათოლიკოსების ისტორიულად რიცხვითი ნომრით განსაზღვრის პრინციპი. მისი კათოლიკოსობის პერიოდში, 1836 წელს დამტკიცებულიქნა „პოლოჟენიე“ -რუსეთის სომეხთა ეროვნულ-კულტურული უფლებების წესდება. კარბეცი გარდაიცვალა 1842 წლის 26 მარტს წმინდა ეჯმიაწინში, სადაც დაკრძალულია მთავარი საკათედრო ტაძრის სამრეკლოს ჩრდილოეთ კედელთან. კარბეცისგან სახსოვრად გვაქვს დარჩენილი წმინდა ეჯმიაწინის სინოდის შენობა (სომხური საბჭოთა ენციკლოპედია და ორმანიანი „აზგაპატუმ“, სტატია 2334).

 

1832-1836 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი სტეფანოს არღუთიანი. 1832 წელს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარობის ორი კანდიდატი იყო - მტავარეპისკოპოსები სტეფანოს არღუთიანი და ზაქარია გულასპიანი. არღუთიანი არჩეულიქნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად, გულასპიანი კი - ერევნის ეპარქიალური წინამძღვარის ვიკარიუსად. გულასპიანი არ დაკმაყოფილდა დაკავებული თანამდებობით და როგორც ჰოვანეს მერვე კარბეცის ყოფილი მხარდამჭერი, მის უფლებამოსილებაში მოექცა აგრეთვე ჰაღპატის მღვდელმონაზვნობა. შემდგომ გაემგზავრა თბილისში, მან გავლენიანი თავადის გრიგორ ბეჰბუთიანის მეშვეობით მოისურვა, რომ ღაზახი და ბორჩალო გამოეყოს თბილისის სომხურ ეპარქიას და შეუერთდეს ჰაღპატს, მაგრამ არღუთიანი შეეწინააღმდეგა, და გულასპიანის სურვილი არ შესრულდა.  

მისი წინამძღვარობის ოთხი წლის განმავლობაში მთავარეპისკოპოსი სტეფანოს არღუთიანი განიცდიდა მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას გულასპიანის, თავად გრ.ბეჰბუთიანის, ასევე კათოლიკოს ჰოვანეს მერვეს მხრიდან. ეს უკანასკნელი იყო აშტარაკეცის მოწინააღმდეგე და ცდილობდა საქართველოს ეპარქიის წინამძღვარის მთავარეპისკოპოს არღუთიანის საშუალებით ევნო აშტარაკეცისათვის. მას სურდა შეეცვალა ნერსეს აშტარაკეცის დაფუძნებული   ნერსისიან სემინარიის   დასახელება და დაერქვა „სემინარია ეჯმიაწინისა და თბილისისა“. მას განზრახული ჰქონდა სკოლის შენობის გაყიდვა - ნერსესის სახელის წასაშლელად. აშტარაკეცის მხარდამჭერები ითხოვდნენ, რომ იგი გამოსულიყო საჯაროდ, მაგრამ დიდი მღვდელმსახური ამშვიდებდა მათ და ეუბნეობოდა: „თუ კეთილს იღებთ ღვთის ხელიდან, ბოროტს ვერ უნდა გაუძლოთ?“. მალე 1835 წელს მთავარეპისკოპოსი ზაქარია გულასპიანი გარდაიცვალა, 1836 წელს კი არღუთიანი გადავიდა ერევანში, და ამით თბილისის საკითხი დაიხურა (ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 2507).

 

არღუთიანმა საეპისკოპოსო კურთხევა მიიღო 1832 წლის 28 მაის, ხოლო არქიეპისკოპოსობის პატივი - 1835 წელს. მან თბილისში ააგო საქართველოში სომეხთა ეპარქიის სამსართულიანი ეპარქიალური რეზიდენციის შენობა. მთავარეპიკოპოსმა სტეფანოსმა სანაჰინის მონასტერს უბოძა წმინდა ნაწილებით ყუთი - წმინდა გრიგორ ალბანეთის კათოლიკოსის წმინდა ნაწილებით (სარის არქიმანდრიტი ჯალალიანი, "მოგზაურობა დიდ ჰაიქში“, ტ. I, ტფღისი, 1842, გვერდი 52).

 

41837-1856 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი. საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. საერო სახელი - ჰოვანეს. წარმოიშვა თავადთა საგვარეულოდან. თავიდან  ცნობილი იყო გვარით ეღიკიანი. მამის სახელი არის გრიგორი, დედისა - არეგნაზან. მთავარეპისკოპოსი კარაპეტი დაიბადა 1779 წლის 18 მაისს, კარინში (ერზერუმი), სწავლობდა აკნში, შემდეგ კონსტანტინოპოლში. 1801 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად. 1808 წლის 21 აგვისტოს ინიშნება კარინის წინამძღვარად. 1811 წლის 2 ნოემბერს კათოლიკოს ეფრემ პირველის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად, შემდეგ მას უბოძეს არქეპისკოპოსის წოდება. მთავარეპისკოპოსი კარაპეტი წარმატებულად წერდა და ჰქონდა დახვეწილი ენა. მუშაობაში იყო დაუღალავი, აქტიური, საქმიანი და გამჭრიახი მღვდელმსახური. 1829-1830 წლებში ორგანიზება გაუწია კარინსა და მის ახლომდებარე სოფლებიდან დაახლოებით 50,000 სომხების გადმოსახლებას ახალქალაქის, ახალციხის,   წალკის, ლორი-ფამბაკის და შორაგიალის რაიონებში. მან ემიგრანტებთან ერთად ახალციხეში ჩამოიტანა კარინისა და ახლომდებარე ეკლესიების საეკლესიო ჭურჭელი, საეკლესიო ლიტერატურა და ხელნაწერები,   მათ შორის უძველესია „წუღრუთის სახარება“. 1837 წლის სექტემბერში მთავარეპისკოპოსი კარაპეტი თბილისში დახვდა რუსეთის მეფე ნიკოლოზ პირველს, შემდეგ მასთან შეხვედრა ჰქონდა და თემში ერთგულ და ენთუზიაზმით მოღვაწეობისათვის დაიმსახურა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ქება. მეფემ სომეხ ახალმოსახლეებს შეღავათი დაუწესა, ისინი ერთი წლით გათავისუფლდნენ სახელმწიფო გადასახადებისაგან. გაწეული სამსახურისთვი 1838 წელს იგი დაჯილდოვდა წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით. მთავარეპისკოპოსმა კარაპეტმა, მისი ხელმძღვანელობის ოცი წლის განმავლობაში, ააშენებინა დაახლოებით 60 ეკლესია, ასევე უამრავი სომხური სკოლა, რომელთაგან აღსანიშნავია ახალი კარაპეტიან სასულიერო სასწავლებელი ახალციხეში და წმინდა მაშტოცის სახელობის ვაჟთა სკოლა ახალქალაქში. გარდაიცვალა 1856 წელს და დაკრძალულია ახალციხის სურბ ფრკიჩ ეკლესიის ეზოში. 1953 წელს მისი ცხედარი გადაასვენეს საქალაქო სასაფლაოზე.1985 წელს მის საფლავზე აშენდა სამლოცველო. მისი საფლავი კურთხევ მოხდა 1 სექტემბერს, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოსი გევორგ სერაიდარიანის თავმჯდომარეობით ("ეჯმიაწინი" ჟურნალი, 1985, 11-12, გვ. 85). მთავარეპისკოპოს კარაპეტის საფლავი ახლა მომლოცველობის ადგილად არის ქცეული.

 

5

1857-1861 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი სარგის ჯალალიანცი. ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ფილოლოგი, არქეოლოგი წარმოშობით არის ხაჩენის ჰასან-ჯალალიანების საგვარეულოდან. დაიბადა 1819 წელს. მოგზაურ აღმოსავლეთ სომხეთში და გააკეთა მთელი რიგი ისტორიულად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალის ჩანაწერები წიგნში   "მოგზაურობა დიდ ჰაიქში“ (. 1-2, 1842, და 1856 წ.). მთავარეპისკოპოსმა სარგის ჯალალიანცმა 1861 წელს თბილისში დაასრულა საქართველოში სომეხთა ეპარქიის ეპარქიალური რეზიდენციის შენობის მშენებლობა. ამის თაობაზე არის ერთი წარწერა, რომელიც განთავსებულია აგრეთვე პ.მ.მურადიანის წიგნში „საქართველოს სომხური წარწერები“ (ერევანი, 1988, გვ. 57, რუსულ ენაზე). წარწერის შინაარსი ასეთია: „ჩემი სულიერი მშობლის - პატრიოტი კათოლიკოსისა ყოველთა სომეხთა ნერსესისა, ზეპირი ანდერძის თანახმად, დავასრულე თბილისის ეპარქიალური რეზიდენციის მშენებლობა 1861 წელს, მე ეპისკოპოსი ჰასან ჯალალიანცი, გევედრებით გახსოვდეთ, ვინაიდან დროთა განმავლობაში სიტყვა მივიწყებას ეძლევა, საქმეები კი - მეფობს“.

1880 წელს მთავარეპისკოპოსმა სარგის ჯალალიანცმა სომხურ სასულიერ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს უანდერძა 25,000 რუბლი - 2005 წელს გამოსაყენებლად, როდესაც ეს თანხა 125 წლის განმავლობაში გახდება 12 მილიონი. მთავარეპისკოპოსი სარგის ჯალალიანცი გარდაიცვალა1879 წელს, 60 წლის ასაკში.

 

 

6

1864-1878 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი მაკარ თეღუტცი (ტერ-პეტროსიანი). დაიბადა 1813 წელს მუშის გუბერნიის სოფელ თეღუტში. არის ჰაზროანთ მამა პეტროს მღვდლის შვილი. 1828-1834 წწ. სწავლობდა წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო სასწავლებელში ჟარანგავორაც. 1842 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად, ერთი წლის შემდეგ დაინიშნა სასულიერო ჟარანგავორაც სასწავლებლის ინსპექტორად, სადაც გარკვეული პერიოდი ლექციებს კითხულობდა. უმოგზაურია სპარსეთის, თურქეთის, რუსეთის სომხებით დასახლებულ რეგიონებში და შეუგროვებია უამრავი სომხური ხელნაწერი, რითაც გაამდიდრა წმინდა ეჯმიაწინის მატენადარანი - წიგნსაცავი.  

1848 წელს არჩეულიქნა წმინდა სინოდის წევრად, 1849 წელს დაინიშნა წმინდა ეჯმიაწინის მატენადარანის გამგედ. 1852 წლის 12 აპრილს მიიღო  უმაღლესი საარქიმანდიტრო წოდება და იმავე წლის 15 აგვისტოს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად, 1859 წელს მას მიენიჭა არქიეპისკოპოსობის პატივი. 1862 წელს ინიშნება ტფღისის მმართველად და 1864 წლის 15 მარტს მას ევალება იმავე ეპარქიის წინამძღვარობა. 1876 წლის 20 თებერვალს თეღუტცი ახალი-ნახიჯევანისა და ბესარაბიის წინამძრვარია. იგი ამ თანამდებობაზე რჩება  1885 წლამდე, როცა ეროვნული-საეკლესიო კრების მიერ ირჩევა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად.

კათოლიკოს მაკარს, მისი გამოცდილებითა და წინდახედულობით, მისი ექვსი წლის კათოლიკოსობის განმავლობაში, ჰქონდა მეტად პროდუქტიული საქმიანობა, მაგრამ მას ყოველთვის უყვარდა გამეორება: "ადამიანს საქმის კეთებისკენ მოუწოდებენ, როცა უკვე ძალა აქვს გამოლეული“.

მაკარ კათოლიკოსმა 1888 წელს დაიწყო მთავარი კათედრალური წმინდა ეჯმიაწინის რემონტი. უკანასკნელად წმინდა ტაძარი გარემონტდა მოვსეს მესამე კათოლიკოსის (1629-1632 წწ.) მიერ. მაკარ კათოლიკოსის შემდეგი დიდი წამოწყება მთავარი საკათედრო ტაძრის სტამბის საძირკვლის ჩაყრა იყო.

მაკარ კათოლიკოსი იყო პირველი, რომელმაც პირველად გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნა ორი დიაკვანი - კარაპეტ ტერ მკრტჩიანი - ღვთისმეტყველების შესასწავლად, სოღომონ სოღომონიანი (არქიმანდრიტი კომიტასი) - მუსიკის.

მაკარ თეღუტცის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მიეღოთ იმპერატორული სამეფო კარის ნებართვა - სომხეთში სომხური სკოლების ხელახლა გახსნის და საკათოლიკოსო უფლებების აღდგენის.

მაკარ კათოლიკოსი გარდაიცვალა 1891 წელს და დაკრძალულია წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძრის სამრეკლოსთან (. ორმანიანი, „აზგაპატუმ“, ტ. 3, სტატიები: 2917, 2945, 2951, 2952. გ. სტეფანიანი "ბიოგრაფიული ლექსიკონი", სომხ. საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7).

 

 

7

1876-1880 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი გაბრიელ აივაზიანი. სომეხი საეკლესიო მოღვაწეა. იყო რედაქტორი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, მწერალი, მთარგმნელი და პედაგოგი, დაიბადა 1812 წლის 10 მაისს ფეოდოსიაში. იყო ძე მოლდავეთიდან მიგრირებული გევორგ აივაზის ანუ ჰაივაზის (კონსტანტინე ჰაივაზოვსკი) სახელით ცნობილი ერთი ვაჭრისა და ძმა მსოფლიო ცნობილი პეიზაჟისტ- მარინისტი მხატვრის ჰოვანეს (ივან) აივაზოვსკისა. 1826-1830 წწ. სწავლობდა წმინდა ღაზარში (ვენეცია). 1830 წელს ხდება მხითარიან კონგრეგაციის წევრი, 1834 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად. მონასტერში მოღვაწეობს   კონგრეგაციის საერთო მდივნად. მხითარიან კონგრეგაციაში ასწავლის ღვთისმეტყველებას, ფილოსოფიას, ასევე აღმოსავლურ და ევროპულ ენებს. იყო ალიშანის აღმზრდელი. 1843-1848 წლებში დაკავებული იყი „ბაზმავეპ“ ჯურნალის   რედაქტირებით, იყო მისი პირველი რედაქტორი. 1848 წელს ინიშნება პარიზის მურად-რაფაელიან სასწავლებლის დირექტორად და ამ თანამდებობაზე რჩება 1855 წლამდე, იმავე წელს ამავე სასწავლებელში ასწავლის სომეხი ხალხის ისტორიას და სომხურ ენას. 1855 წელს უთანხმოება მოსდის მხითარიანებთან და უარს ამბობს კათოლიკოსობაზე. იგი ხორენ გალფაიანსა და სარგის თეოდორიანთან ერტად პარიზში აარსებს ჰაიკაზიან სასწავლებელს, იწყებს რედაქტირებას და გამოსცემს Jუნალს „მასიაც აღავნი“ სომხურ და ფრანგულ ენებზე. 1858 წელს კათოლიკოს გევორგ მეოთხის მიერ გაგზავნილიქნა ფეოდოსიაში, სადაც დააფუძნა ხალიბიან სასწავლებელი, და გახდა ამ სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი. ფეოდოსიაში აგრძელებს ჟურნალ „მასიაც აღავნის“ გამოცემას სომხურ-რუსულ ენებზე 1865 წლამდე. 1871 წელს ხალიბიან სასწავლებელი დაიხურა.

მეუფე გაბრიელმა საეპისკოპოსო ხარისხი მიიღო 1867 წელს, არქიეპისკოპოსობის პატივი - 1871 წელს, გევორგ მეოთხე კათოლიკოსისაგან. 1875-1876 წლებში ინიშნება ეჯმიწინის გევორგიან სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, 1876-1888 წლებში კი საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარია. მთავარეპისკოპოსი გაბრიელი გარდაიცვალა თბილისში 1880 წელს, დაკრძალულია მონასტრის ეზოში. 1977 წელს მისი ნეშტი დიდი პომპეზობით და სასულიერო ცერემონიებით გადასვენებულიქნა და დაიკრძალა სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიის ეზოში, ეპისკოპოსების ხორენ სტეფანეს, აბგარ ჰოვანისიანსა და პეტროს სიმონიანის ცხედრებთან.

 

81880-1881 (წინამძღვარობის წლები). კათოლიკოს გევორგ IV კონსტანტინოპოლელი ქერესტეჭიანი. მთავარეპისკოპოსი გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ უწმინდესმა კათოლიკოსმა „არ მოისურვა თბილის ქალაქის მისი საყვარელი ხალხის ნუგეშის გარეშე დატოვება და ღირსეულის არჩევამდე უბრძანა თბილისის კონსისტორს გაეგრძელებინა მისი საქმე, თავმჯდომარეობით არქიმანდრიტ მამბრე სანასარიანისა, და, რომ ხალხი სულიერად უნუგეშიოდ არ დაეტოვებინა თვითონ დანიშნა ეპისკოპოსი აღაფირიანი, რომ იქადაგოს და ანუგეშოს ხალხი საჭირო დღეებში, ღვთისმსახურება აღავლინოს საეკლესიო ხუთ მთავარ დღესასწაულზე“   („არარატი“, 1880, გვ. 365-366). გევორგ მეოთხე კათოლიკოსი დაიბადა 1813 წლ 7 ივლისს. სწავლობდა კონსტანტინოპოლის სასულიერო ჟარანგავორაც სასწავლებელში. 1835 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად, 1848 წელს - ეპისკოპოსად. 1844 წელს დანიშნა ბრუსას სომხურ წინამძღვარად. 1858 წლ 17 ოქტომბერ არჩეულიქნა კონსტანტინპოლის სომხურ პატრიარქად. 1860 წლის 21 აპრილს იგი გამოვიდა ეროვნული კონსტიტუციის წინააღმდეგ და უარი განაცხადა პატრიარქობაზე. 1861 წლ ოქტომბრიდან იგი ისევ ბრუსას ეპარქიის წინამძღვარია. 1866 წელს არჩეულიქნა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად. 1868 წ. დაფუძნა მთავარი საკათედრო ტაძრის ოფიციალური ჟურნალი "არარატი" და ააშენა წმინდა ეჯმიაწინის მუზეუმი. მოაწესრიგა მაირავანქის ტიპოგრაფია და წიგნსაცავი. კათოლიკოსმა გიორგი მეოთხემ დაარსა ეჯმიწინის გევორგიან სასულიერო   სემინარია, 1879 წელს კი ააშენა ოშაკანის ეკლესია - მესროპ მაშტოცის საფლავზე. დააკანონა სომხური სასულიერო მუსიკა. კათოლიკოსი გიორგი მეოთხე გარდაიცვალა 1882 წლ 6 დეკემბერს წმინდა ეჯმიაწინში.

 

9

1881-1889 (წინამძღვარობის წლები).   ეპისკოპოსი არისტაკეს სედრაკიანი   (მელიქ-არაქელიანი). სომეხი სასულიერო მოღვაწე, ფილოლოგი, ისტორიკოსი და წიგნების ავტორი. დაიბადა 1845 წლის 23 აგვისტოს, ერევნის გუბერნიის სოფელ ხალფალუში. მამის სახელი - სედრაკ. 1869-1882 წლებში იყო იერნჯაკის წმინდა კარაპეტ და ეჯმიაწინის წმინდა გაიანე მონასტრების ბერი. 1874-76 წლებში იგი ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიის მასწავლებელია, 1891-93 წლებში კი - ამავე სემინარიის ინსპექტორი. იყო ტათევის, არცახის, საქართველოს, იმერეთის და ასტრახანის სომხური ეპარქიების წინამძღვარი. შეისწავლა და   აღწერა სომხეთის ისტორიისა და კულტურის მრავალი ჩანაწერი, სომხური ფოლკლორის ნიმუშები. 1894 წელს გამოაქვეყნა "ეპისკოპოს ჰოვანეს შაჰხათუნიანცის ბიოგრაფია“. აქვს ნაშრომები სომხური ეკლესიის ისტორიისა და და თეოლოგიის შესახებ. აღსანიშნავია 1904 წელს პეტერბურგში გამოქვეყნებული „სომხური ეკლესიის პიკტოგრაფია“ ვრცელი ნამუშევრის პირველი ნაწილი (მეორე ნაწილი არ გამოქვეყნებულა), ნაშრომები "ოჯახური პრობლემები" (1891 წ.), "სამღვდელო საკითხები“ (1900), ასევე აქვს თარგმანები, გამოუქვეყნებელი ნაშრომები და ა.შ. გარდაიცვალა 1906 წლის 10 ნოემბერს ვაღარშაპატში (სომხური საბჭოთა ენციკლოპედია, ტ 10).

 

 

10

1889-1892 (წინამძღვარობის წლები). ეპისკოპოსი მამბრე სანასარიანი. დაიბადა 1844 წელს. სწავლობდა წმინდა ეჯმიაწინის ჟარანგავორაც სკოლაში. 1864 წელს ხელდასხმულიქნა დიაკვანად, 1865 წ. - არქიმანდრიტად. 1868 წ. დაინიშნა გორის (საქართველო) სომხური ეპარქიის ეპარქიალურ ვიკარიუსად.   1871 წელს იკისრა ახალი ნახიჩევანის სურბ ხაჩ მონასტრის ბერობა. 1875 წელს დაინიშნა ახალი ბაიაზეტის გუბერნიის სასულიერო საქმეთა გამომძიებლად. 1877 წელს იგი ეპარქიალური ვიკარიუსია ძველი ნახიჩევანის სომეხთა ეპარქიისა, შემდეგ თბილისის კონსისტორიის წევრ-თავმჯდომარე და სურბ სარგის სამლოცველოს ბერი. 1884 წელს კი - წმინდა ეჯმიაწინის სინოდის წევრი, 1883 წელს ინიშნება ახალციხის სომხების ეპარქიალურ ვიკარიუსად. 1886 წელს კათოლიკოს მაკარ პირველის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად და 1889 წელს დამტკიცებულიქნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. ამ თანამდებობაზეც გარდაიცვალა იგი  1892 წლის 1 აგვისტოს, კოჯორში (საქართველო), ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 48 წლის ასაკში.

 

ეპისკოპოსი მამბრე დაჯილდოებულია ყვავილოვანი ფილონით, მკერდზე სატარებელი ჯვრით, საეპისკოპოსო ბისონით და წმინდა ანას მე-2 კატეგორიის ორდენით ("არარატი", 1892 წ., გვ. 768).

 

 

1894-1904 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი სურენიანც ტფღისეცი (სომხური საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ.19). დაიბადა თბილისში 1847 წლის 28 აგვისტოს. 1872 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად. 1874 წელს მიწვეულიქნა მასწავლებლად გევორგიან სემინარიაში. 1875 ყარაბახის ეპარქიის წინამძღვარია და სკოლების ინსპექტორი. 1878 წელს ინიშნება ალექსანდრაპოლის ეპარქიის წინამძღვარად  (ააშენა ალექსანდრაპოლის ეკლესია სურბ ასტვაწაწინ). 1882 წელს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად. 1886 წელს მიემგზავრება ასტრახანში, ეპარქიის წინამძღვარის თანამდებობით. შემდეგ ათი წლის განმავლობაში, 1894-1904 წწ. იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, 1907 წელს არჩეულიქნა კათოლიკოსის მოადგილედ, 1912 წ. - ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად. მისი კათოლიკოსობის წლები სომხეთში იყო პოლიტიკური ბობოქარი არეულობის მძიმე პერიოდი. ამიტომ ის თავის ოფიციალურ წერილებს და მიმართვებს აწერდა „გაუხარებელი კათოლიკოსი“. მისი    349-ე განკარგულებით 1924 წლის 1 იანვრიდან სომხური ეკლესია ოფიციალურად გადადის ახალ წელთაღრიცხვაზე. გამონაკლისის სახით, ბერძნული სარწმუნოების ქვეყნებში, სომხურ ეკლესიებს უფლება ენიჭება კვლავინდებურად იხემძღვანელონ ძველი კალენდრით.   კათოლიკოსი გევორგ მეხუთე სურენიანცი გარდაიცვალა წმინდა ეჯმიაწინში, 1930 წლის 8 მაისს და დაიკრძალა წმინდა ეჯმიაწინის მთავარი საკათედრო ტაძრის სამრეკლოსთან.

 

11

1900-1901 (წინამძღვარობის წლები). არქიმანდრიტი გარეგინ ჰოვსეფიანცი (სსე, ტ. 6). კულტურის სომეხი მოღვაწე, პედაგოგი, არმენოლოგი, სომხეთის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ წევრი (1921), ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი (1897 წ. ლეიპციგი), მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილებისა და პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902).

დაიბადა ყარაბახის მარტაკერტის რაიონის სოფელ მაღავუზში, 1867 წლის 17 დეკემბერს. სწავლობდა ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში და დაამთავრა 1890 წელს. უმაღლესი განათლება მიიღო ბერლინის, ჰალეს, ლეიპციგის უნივერსიტეტებში (1892-1896 წწ.) 1897 წელს ლექციებს კითხულობდა გევორგიან სემინარიაში, შემდეგ დაინიშნა ამავე სემინარიის ინსპექტორად 1905, 1906, 1915-1917 წწ. 1897 წელს ბერად აღიკვეცა, იმავე წელს მიიღო არქიმანდრიტის ხარისხი. 1900-1901 წწ. საქართველოში სომეხთა ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსია, მთავარეპისკოპოს სურენიანცის წინამძღვარობის პერიოდში. მსახურობდა ეჯმიაწინის წმინდა ჰრიფსიმე მონასტერში მღდელმონაზვნად. 1907-1908 და 1915-1917 წწ. დაინიშნა ჟურნალ "არარატის" რედაქტორად. 1917 წელს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად. 1918 წ. მონაწილეობდა სარდარაპატის ბრძოლაში.

ერევნის უნივერსიტეტში ასწავლიდა ხელოვნების ისტორიასა და არქეოლოგიას. ალ.თამანიანთან ერთად მონაწილეობდა სომხეთის ძეგლთა დაცვის კომიტეტის შექმნაში. 1925 წელს მიიღო არქიეპისკოპოსობის პატივი. 1927-1933 წწ. იყო ყირიმის და ახალი ნახიჩევანის, 1938-1943 წწ. კი - ამერიკის შეერთებული შტატების სომეხთა ეპარქიების წინამღვარი. 1943 წელს აირჩიეს კილიკიის კათოლიკოსად. გარდაიცვალა 1952 წლის 21 ივნისს, ანტილიასში (ლიბანი).

გამოჩენილი კეთილისმყოფელისაგან დაგვრჩა უამრავი ღირებული სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც განსაკუთრებით ეხება არქეოლოგიას, სომხურ კულტურასა და ხელოვნებას. აქვს მრავალი გამოუქვეყნებელი ნაშრომი.

 

 

12

1904-1910 (წინამძღვარობის წლები).   მთავარეპისკოპოსი გარეგინ სათუნიანცი ("არარატი", 1910, გვ. 1008-1009). დაიბადა 1852 წელს აშტარაკში. საერო სახელი - ჰარუთიუნ. 1867 წელს შევიდა მთავარი საკათედრო ტაძრის სკოლაში Jარანგავორაც, რომელიც მან დაამთავრა 1872 წელს და მიიღო მედავითნის ხარისხი, იყო მთავარი საკათედრო ტაძრის კონგრეგაციის წევრი. 1873 წელს ხელდასხმულიქნა დიაკვნად, 1876 წელს - მღვდელმონაზვნად. 1878 წელს მიიღო საარქიმანდრიტო   წოდება. 1901 წელს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად, 1907 წელს მიიღო არქიეპისკოპოსობის ტიტული.

იყო შემდეგ თანამდებობეზე:

1882 წელს იყო გორის ეპარქიალური ვიკარიუსი.

1883 წელს გადაყვანილიქნა ნუხიში და დაწესდა ეპარქიალურ ვიკარიუსად.  

1884 წელს იყო ნუხის ეპარქიალური ინსპექტორის თანაშემწე.   1887 წელს გადავიდა ახალ ნახიჩევანში, სადაც მსახურობდა სასულიერო სამმრთველოს თავმჯდომარედ, ასევე ეპარქიალური სამმართველოს თავმჯდომარედ, ასევე ეპარქიალური ინსპექციის თავმჯდომარედ 1889 წლის 2 სექტემბრამდე.

1890 წლის 28 თებერვალს ინიშნება ალექსანდრაპოლის ეპარქიალურ ვიკარიუსად.    

1892 წელს ბრუნდება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში. 1894 წელს განძაკის ეპარქიალური ვიკარიუსია,   1895-1897 წწ. კი ყარაბაღის ეპარქიის მმართველი. 1901 წელს სანაჰინის მონასტრის მღვდელმონაზონია. 1904 წლის 10 აგვისტოს კათოლიკოს მკრტიჩ პირველი ხრიმიანის მიერ მთავარეპისკოპოსი გარეგინი მტკიცდება საქართველოსა და იმერეთის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. ამ თანამდებობაზეც დაასრულა მან სიცოცხლე 1910 წლის 3 ნოემბერს, თბილისში, 58 წლის ასაკში. 1881 წელს დაჯილდოებულიქნა არქიმანდრიტის ჯვრით, 1883 წელს ყვავილოვანი ფილონით, 1901 წელს საეპისკოპოსო ბისონით, 1907 წელს წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენით. არქიეპისკოპოსი გარეგინ სათუნიანცი აღმაშენებელი სასულიერო პირი გახლდათ. მან ააშენა ალექსანდრაპოლის ეპარქიალური რეზიდენცია, გაარემონტა სანაჰინის მონასტერი. მან გამოიჩინა ადმინისტრაციული უნარი მართვის სფეროში, 1904-1907 წწ. მართავდა საქართველოსა და იმერეთის ვრცელ სომხურ ეპარქიას.

 

1911-1913 (წინამძღვარობის წლები).    ეპისკოპოსი   ეფრემ სუქიასიანი. დაიბადა 1855 წ. სოფელ აშტარაკში. სწავლობდა წმინდა ეჯმიაწინის სამონასტრო სკოლაში ჟარანგავორაც და 1873 წელს დაამთავრა. 1876 წელს ხელდასხმულიქნა დიაკვნად და იმავე წელს ჟარანგავორაც სკოლის რელიგიის მასწავლებლად დაინიშნა. 1880 წელს წმიდა ეჯმიაწინის სასტამბო კრების წევრად ინიშნება, 1882 წელს გევორგიან სემინარიაში სომხური ენის მასწავლებლად, ხოლო 1886 წელს ვაღარშაპატის ქალთა სკოლაში რელიგიის და სომხური ენის მასწავლებლად.   1887 წელს ხელლდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და დაინიშნა ახალი ნახიჩევანის სურბ ხაჩ მონასტრის ბერად, სადაც ინახავდა სკოლას და ააშენა პატარა შენობები.   1889 წელს იღებს კერძო საარქიმანდრიტო ხარისხს. 1893 წელს იმ დელეგაციის წევრად ინიშნება, რომელიც უნდა გამგზავრებულიყო იერუსალიმში, ახლადარჩეული კათოლიკოსის - ხრიმიან ჰაირიკის თანხლებისა და წმინდა ეჯმიაწინში ჩამოყვანისთვის. 1897 წელს ინიშნება მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სამონასტრო საბჭოს წევრად. იმავე წელს ხრიმიან ჰაირიკის განკარგულებით ინიშნება კიშინიოვის კონსისტორიის წევრად. 1900 წელს გადადის შამახში ადგილობრივი კონსისტორიის წევრ-თავმჯდომარედ. 1904 წელს ინიშნება თბილისის კონსისტორიის თავმჯდომარედ და ერთდროულად მას ეკისრება თბილისის ეჯმიაწინის კუთვნილ მამულთა მმართველის თანამდებობა.   1910 წელს კათოლიკოს მათევოსის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად. 1911 წლის 17 სექტემბერს ინიშნება თბილისის სომხური ეპარქიის მემკვიდრეობით მმართველად. 1913 წელს ინიშნება წმინდა ეჯმიაწინის სინოდის წევრად. 1914-1915 წწ. არის წმინდა ეჯმიაწინის ადგილობრივ გადმოსახლებულთა კომისიის თავმჯდომარე. ეპისკოპოსი ეფრემი ეწეოდა აგრეთვე ლიტერატურულ მოღვაწეობას, სომხურ პერიოდულ გაზეთებში აქვს გამოქვეყნებული მთელი რიგი სტატიები, „სეთ“ და „საჰრათ“ ხელმოწერით. გარდაიცვალა 1915 წ. 4 აგვისტოს, 60 წლის ასაკში.

 

 

1913-1916 (წინამძღვარობის წლები).     მთავარეპისკოპოსი მესროპ ტერ-მოვსისიანი   (მაგისტროსი) (ჟურნალი "ეჯმიაწინი“, 1989, 8, გვ. 17). დაიბადა ტათევის რაიონის სოფელ შიკაჰოღში, 1865 წლის 7 მაისს, საერო სახელი - ფარსადანი. მამის სახელი - ვარდანი. 1882 წელს დაამთავრა შუშის სამრევლო სკოლა, 1885 წელს კი - თბილისის ნერსისიან სკოლა. 1887 წელს ჩაირიცხა დორპატის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტზე და 1891 წელს დაამთავრა წარჩინებით. დორპატიდან გაემგზავრა   ვენაში და გარკვეული დროის მანძილზე თანამშრომლობდა ადგილობრივი მხითარიან მამების მიერ გამოქვეყნებულ „ჰანდეს ამსორია“ პერიოდულ გამოცემაში. 1892 წელს გადავიდა პარიზში, იქედან მიწვეულიქნა ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში, არმენოლოგიის ლექტორად.

1893 წლის 24 აპრილს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად, 21 ივნისს კი დაინიშნა ახლადარჩეული კათოლიკოს ხრიმიან ჰაირიკის იერუსალიმიდან ეჯმიაწინში გამომგზავრების დელეგაციის  წევრად. ზუსტად ერთი თვის შემდეგ იღებს არქიმანდრიტის ხარისხს. 1895 წელს ერევნის სამრევლო სკოლების ინსპექტორია. 1898 წელს არჩეულიქნა შუშის კონსისტორიის წევრობის კანდიდატად. 1902 წელს პეტერბურგში მიიღო მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. მისი ნაშრომის თემა იყო "ბიბლიის სომხური თარგმანის ისტორია". 1905 წელს მისი ძალისხმევით და მოლაპარაკებების წყალობით სომხეთში ხელახლა იხსნება სომხური სკოლები და ეკლესიას უბრუნდება საეკლესიო მამულები. 1908 წლის სექტემბერში ინიშნება ეჯმიაწინის სინოდის წევრად. 1909 წელს კონსტანტინოპოლიდან ეჯმიაწინში ჩამოვიდა ახლადარჩეული კათოლიკოსი, იგი იყო   თანმხლები  დელეგაციის წევრი, ოქტომბერში მიიღო არქიმანდრიტის ხარისხი, 1909 წელს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად. მისი ძალისხმევით 1908-1911 წწ. აშენდა წმინდა ეჯმიაწინის წიგნსაცავის შენობა, 1912 წელს მთავარი საკათედრო ტაძრის ყველ ხელნაწერი გადააქვთ ამ შენობაში. 1911-1913 წწ. იყო ამ წიგნსაცავის გამგე. 1913 წლის 18 იანვრიდან  1916 წლის ნახევრამდე გახლდათ საქართველოს და იმერეთის სომეხთა, 1916 წლიდან 1917 წლის ბოლომდე ასტრახანის სომხური ეპარქიების წინამძღვარი.   1922 წლის შემოდგომიდან 1931 წლის შემოდგომამდე იყო სპარსეთ-ინდოეთის ეპარქიალური წინამძღვარი.   გარდაიცვალა 1939 წლის 3 ივნისს ერევანში. დატოვა 130 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 1989 წელს მისი ნეშტი ერევნიდან გადაასვენეს ეჯმიაწინის წმინდა გაიანე მონასტრის სასაფლაოზე.

 

1916-1920 (წინამძღვარობის წლები). მხითარ ეპისკოპოსი ტერ-მკრტჩიანი (წმინდა ეჯმიაწინის ოფიციალური „კალენდარი“, 1923. ჟურნალი"არარატი", 1909, გვ. 812). დაიბადა 1864 წელს სოფელ წუღრუთში (საქართველო), სწავლობდა ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში, დაამთავრა აგრეთვე თბილისის ნერსისიან სკოლა.   გარკვეული დროის შემდეგ სომხურ სამრევლო სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. 1893 წელს მიიღო სულიერი წოდება - ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად და კეთილსინდისიერად და   დიდი ერთგულებით მსახურობდა სხვადასხვა სასულიერო თანამდებობებზე. დიდი ხნის განმავლობაში იყო ახალი ნახიჩევანისა და ალექსანდრაპოლის  ეპარქიალური ვიკარიუსი. კათოლიკოს მკრტიჩ მეორე ხრიმიან ჰაირიკის წინადადებით არჩეულიქნა წმინდა სინოდის წევრად. 1908 წელს კათოლიკოსის მოადგილე მთავარეპისკოპოს გევორგის წინადადებით დამტკიცებულიქნა ასტრახანის სომხური ეპარქიის მმართველად. ერთი წლის შემდეგ, 1909 წლის 25 ოქტომბერს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად და დაინიშნა იმავე ეპარქიის წინამძღვარად. 1916 წელს მიემგზავრება საქართველოში და 4 წელიწადი არის საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, 1920 წლამდე.

ეპისკოპოსმა მხითარმა მისი წინამძღვარობის  წლებში გახსნა და მფარველობდა მთელ რიგ სომხურ სამრევლო სკოლებს. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში აღსანიშნავია ფარარის "ქრისტიანობის გარიჟრაჟზე" სათაურით წიგნის რუსულიდან თარგმანი, რომელიც გამოქვეყნდა 1903 წელს მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის სტამბაში.

 

 

13

1921-1927, 1936-1938 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი         გევორგ ჩორექჩიანი   (კათოლკოს გევორგ მეექვსის ცხოვრება და შემოქმედება", მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინი, 1955), სასულიერო ეროვნული მოღვაწე. დაიბადა 1869 წლის 2 დეკემბერს ახალ ნახჩევანში. საერო სახელი - გევორგ. მამის სახელი ხაჩატურ აბრაამის ძე ჩორექჩიანი, ხელობით - ზეინკალი, დედის სახელი - კატარინე.

ახალგაზრდა გევორგმა დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის სამრევლო სკოლაში, შემდეგ - სემინარიაში. 1879 წელს შევიდა წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში, რომლის სრული კურსი დაასრულა 1889 წელს და იმავე წელს მიიღო დიაკვნობის ხარისხი. მაკარ კათოლიკოსის ბრძანებით გევორგ და კარაპეტ დიაკვნები გაგზავნილიქნენ გერმანიაში - ლეიპციგის უნივერსიტეტის თეოლოგიურ და ფილოსოფიურ ფაკულტეტებზე სასწავლებლად. აქ ერთი წლის მომზადების შემდეგ დიაკვანი გევორგი აბარებს ლეიპციგის კონსერვატორიაში. უნივერსიტეტის და კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1894 წელს გევორგიან სემინარიის ორი ყოფილი აღსაზრდელი ბრუნდება წმინდა ეჯმიაწინში. დიაკვანი გევორგი გევორგიან სემინარიაში ასწავლის მუსიკას, სომხური ეკლესიის ისტორიას, ერთდროულად ხელმძღვანელობს სემინარიის მგალობელთა გუნდს. ერთი წლის შემდეგ იგი ტოვებს სამსახურს,   სემინარიაში დამკვიდრებული წესების წინააღმდეგ გამოსული სტუდენტების მიმართ მისი კეთილგანწყობის გამო. დიაკვანი გევორგი მიემგზავრება ახალ ნახიჩევანში - მონასტერში სურბ ხაჩ მსახურობისათვის, სადაც დარჩა 18 წელზე მეტხანს და, როგორც მუსიკოსი და პედაგოდგი, დიდ დახმარებას უწევდა ადგილობრივი ეპარქიის საეკლესიო საქმეებს,   ხალხის საჭიროებებს, ინტელიგენციას, სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ობლებს, გადმოსახლებულებს და   ა.შ. მისი მოწაფეები იყვნენ ალ. მიასნიკიანი, რომანოს მელიქიანი და მრავალი სხვა.

გათვალისწინებულიქნა ახალი ნახიჩევანის სომხური სათვისტომოს განცხადება და კათოლიკოსი გევორგ მეხუთის მიერ 1913 წლის 20 ივნისს დიაკვანი გევორგი ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად, სამი დღის შემდეგ - არქიმანდრიტად, დაინიშნა ახალ ნახიჩევანში ეპარქიალურ ვიკარიუსად და დამტკიცდა მონასტერში სურბ ხაჩ. 1916 წელს კათოლიკოსის სურვილით არქიმანდრიტი გევორგი გადადის მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში მუდმივ სამსახურში და ინიშნება წმინდა სინოდის წევრად. 1917 წელს იღებს არქიმანდრიტის უმაღლეს ხარისხს. იმავე წლის აპრილში ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად. გიორგი ეპისკოპოსს შემდეგ უკავია მთელი რიგი თანამდებობები: იყო წმინდა ეჯმიაწინის სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარე, სამონასტრო მმართველობის თავმჯდომარე,   1921 წელს წმინდა ეჯმიაწინის მთავარი კანდელაკი, იმავე წლის შემოდგომაზე - საქართველოში სომეხთა ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსი, 1922 წელს კი - იმავე ეპარქიის წინამძღვარი. 1925 წელს მას მიენიჭა არქიეპისკოპოსობის პატივი. 1927 წელს არქიეპისკოპოსი ჩორექჩიანი ბრუნდება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში და მას ირჩევენ უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრად. 1936 წელს კათოლიკოს ხორენ პირველის მიერ ინიშნება საპატრიარქო ვიკარიუსად და მას გზავნიან თბილისში, ეპარქიის წინამძღვარად - ეპარქიის მოსაწესრიგებლად, რომელიც წინა წლებში   "თავისუფალი სამღვდელოების"  მოძრაობის გამო მნიშვნელოვნად შესუსტებული იყო. ("უ. უ. კათოლიკოს გევორგ მეექვსის ცხოვრება და მოღვაწეობა“, მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინი, 1955, გვ 47): 1938 წლის 5 აპრილს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა კათოლიკოსი ხორენ პირველი, და მთავარეპისკოპოსმა გევორგმა დაიკავა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ვიკარიუსის საპასუხისმგებლო თანამდებობა.

1941 წლის 10 აპრილს წმინდა ეჯმიაწინში მიიწვიეს ეროვნული საეკლესიო კრება, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ასარჩევად. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ომის გამო კრების მონაწილეთა რაოდენობა ნაკლები იყო, კრება გადაიდო ხელსაყრელ დრომდე, მთავარეპისკოპოსი გევორგი კი - ერთხმად არჩეულიქნა ერის რჩეულ მოადგილედ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის.    მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლის 16 ივნისს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში შეიკრიბა ეროვნულ-საეკლესიო ერთობლივი კრება და მთავარეპისკოპოსი გევორგ ჩორექჩიანი არჩეულიქნა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად. კურთხევა ჩატარდა 24 ივნისს.

დამსახურებული და ბრძენი პატრიარქი ცხრა წლის პატრიარქობის შემდეგ გარდაიცვალა  1954 წლის 9 მაისს. იგი დაკრძალულია წმინდა ეჯმიაწინის მთავარი ტაძრის სამრეკლოსთან. გევორგ მეექვსე კათოლიკოსისგან ლიტერატურულ მემკვიდრეობად დაგვრჩა უამრავი   ქადაგება, კონდაკი და სასულიერო სიმღერა.

 

 

14

1929-1933 (წინამძღვარობის წლები). ეპისკოპოსი არტაკ სმბატიანცი (ჟურნალი "ეჯმიაწინი“, 1973, ივნისი, გვ. 26). დაიბადა 1876 წლის 19 მარტს, სოფელ ტავუშში (ამჟამად თოვუზ). მამის სახელი - ეფრემ ტერ ჰოვაკიმ ჰარუთიუნიანცი (იგივე სმბატიანცი), დედის სახელი - ჯავაჰირ ჰერაპეტიანი. პატარა ღაზარმა დაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ სოფელში.   1877-1894 წწ. სწავლობს და ამთავრებს თბილისის ნერსისიან სკოლას.

1894-1897 წწ. სწავლობს და ამთავრებს ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიას. 1895 წელს ხრიმიან ჰაირიკის განკარგულებით იღებს სტიქარის ტარების უფლებას და შედის წმიდა ეჯმიაწინის კონგრეგაციის რიგებში. 1896 წელს ხელდასხმულიქნა დიაკვნად. 1899-1902 წწ. პროფესიული უმაღლესი განათლების მისაღებად მიემგზავრება დორპატში და სწავლობს დორპატის უნივერსიტეტში - თავისუფალ მსმენლად. 1902 წელს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად. 1903 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად. 1920 წელს იღებს უმაღლესი არქიმანდრიტის ხარისხს, 1922 წელს ხელდახმულიქნა ეპისკოპოსად. ეპისკოპოსი არტაკი მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში იყო მოლარე, სამონასტრო მმრთველობის წევრი, წმინდა ეჯმიაწინის მასპინძელი, გევორგიან სემინარიის მასწავლებელი, სასწავლო კომისიის წევრი და წმინდა ტაძრის სარემონტო სამუშაოების კომისიის წევრი. იყო ასევე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე წმინდა ეჯმიაწინის სტამბაში.   1914 -1920 წწ. იყო შირაკის ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსი,   1920 წლიდან ეპარქიის წინამძღვარი. 1922-1927 წწ. ეპისკოპოსი არტაკი სიუნიქის ეპარქიის წინამძღვარია. 1927-1929 წწ. კვლავ შირაკის ეპარქიის წინამძღვარად ინიშნება. 1929 წლის 13 დეკემბერს თბილისში, საწარმომადგენლო კრება მას ერთხმად ირჩევს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. იგი ამ საპასუხისმგებელო თანამდებობაზეა 1933 წლამდე. 1935 წელს არარატის ეპარქიაში ინიშნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის წარმომადგენლად და ამ თანამდებობაზე რჩება გარდაცვალებამდე - 1937 წლამდე. ეპისკოპოსი არტაკ სმბატიანცი ეწეოდა აგრეთვე ლიტერატურულ მოღვაწეობას. აქვს  გამოქვეყნებული მთელი რიგი წიგნები, მრავალი სტატია, ასევე აქვს გამოუქვეყნებელი ნაშრომები.

 

 

1945-1946 (წინამძღვარობის წლები).   ეპისკოპოსი ნერსეს აბრაამიანი (ჟურნალი "ეჯმიაწინი“, 1948, I, II, გვ. 29-30). დაიბადა 1879 წლის 22 აგვისტოს, ყირიმის ქალაქ ღარასუბაზარში, რუმინეთიდან იქ გადმოსახლებულ ხელოსნის ოჯახში. დაწყებითი   განათლება მიიღო ადგილობრივ სამრევლო   სკოლში, შემდეგ სწავლობდა და დაამთავრა თბილისის ნერსისიან სამრევლო სკოლა. დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა თავის სამშობლოში და მასწავლებლად მუშაობდა 1903 წლამდე. 1905 წელს მიწვეულიქნა ასტრახანში მასწავლებლის თანამდებობაზე, ასტრახანის ეპარქიის წინამძღვარის მთავარეპისკოპოს არისტაკეს მიერ, მის მიერაც ხელდასხმულიქნა დიაკვნად, შემდეგ - მღვდლად. ათობით წლები ის მღვდელმსახურებას ეწევა ამიერკასპიის ქალაქებში - ჩარჟოში, თერმეზში, ერიქში, კოკანდში, პორტ-ალექსანდროვსკსა და   სხვა, ყველგან იმსახურებდა მრევლის სიყვარულსა და სიმპათიას.

პირველი მსოფლიო ომის დროს მღვდელი ნერსეს აბრაამიანი ფრონტის სულიერი მოძღვარის თანამდებობაზე მსახურობს მოქმედი არმიის რიგებში. ამ წლების განმავლობაში იგი შემოწირულობებს აკეთებს მსოფლიო ომში დაღუპული სომეხი ჯარისკაცების ოჯახების და თურქეთიდან სომეხი მიგრანტების სასარგებლოდ. კათოლიკოსმა გევორგ მეხუთემ, მადლიერების ნიშნად, მას მკერდზე სატარებელი ჯვარი და მღვდლის წოდება უბოძა.   დეკანოზი ნერსესი 1918 წელს კრასნოდარში მსახურობს და დიდ დახმარებას უწევს  ყუბანში თავშეფარებულ სომეხ ოჯახებს. 1919 წელს მღვდელ ბეკგულიანთან თანამშრომლობით მან შეადგინა და გამოსცა რუსულ ენაზე სომხური ილუსტრირებული კალენდარი - წმინდა ეჯმიაწინის, სომხური ეკლესიების, ისტორიული ძეგლების, სომხებით დასახლებული ადგილების, თურქეთში მცხოვრები სომხების მასობრივი ხოცვის შესახებ მდიდარი ინფორმაციით. კრასნოდარში მამა ნერსესმა სომხურ ენაზე კალენდარი გამოსცა 1920, 1921, 1922 წლებში.

ის სომხეთში   გადავიდა, ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და გახდა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კონგრეგაციის წევრი. 1945 წლის 7 მაისს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად, იმავე წლის 1 ივლისს - ეპისკოპოსად. 1945 წელს ეროვნული-საეკლესიო კრების მიერ ეპისკოპოსი ნერსესი არჩეულიქნა უზენაესი სულიერი საბჭოს წევრად. წმინდა ეჯმიაწინის ყოველთა სომეხთა საეკლესიო კრებაში   ეპისკოპოსმა ნერსესმა მონაწილეობა მიიღო როგორც საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა   (ჟურნალი "ეჯმიაწინი", 1945 წლის ივნის-ივლისი, გვ. 15 და 63).  

1945-1946 სასწავლო წელს ის მასწავლებლის თანამდებობაზეა ახლადგახსნილი მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის   სასულიერო სემინარიაში.   1946 წელს ინიშნება აზერბაიჯანისა და თურქესტანის ეპარქიის წინამღვარად, მიემგზავრება ბაქოში, მაგრამ ყოველთვის სულიერი კავშირი აქვს სასულიერო სემინარიასთან. მან წიგნების საუკეთესო ბიბლიოთეკა აჩუქა სასულიერო სემინარიას. ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ნერსეს აბრაამიანი ბაქოდან დაბრუნდა წმინდა ეჯმიაწინში და 1948 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა.

 

 

15

1944-1948 (ეპარქიალური ვიკარიუსი) დეკანოზი საჰაკ საჰაკიანი. საქართველოში სომეხთა ეპარქიაში ეპარქიალური ვიკარიუსის თანამდებობა ეკავა   1944-1948 წწ. (თარიღები აღებულია საარქივო მონაცემებიდან). დაიბადა 1870 წელს. გარდაიცვალა თბილისში 1948 წლის 17 თებერვალს, 78 წლის ასაკში   (ჟურნალი "ეჯმიაწინი", 1948 წლის იანვარი-თებერვალი, გვ. 26).

 

 

 


 

 

 

 

1948-1950 (წინამძღვარობის წლები).   არქიეპისკოპოსი კარაპეტ თუმანიანი (ჟურნალი"ეჯმიაწინი", 1950, იანვარი-თებერვალი, გვ. 67-68). დაიბადა 1886 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ ძველ ყირიმში. დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ სამრევლო სკოლაში, შემდეგ გადავიდა თბილისის ნერსისიან სამრევლო სკოლაში და წარმატებით დაასრულა სრული კურსი. 1904 წელს ხელდასხმულიქნა მღვდლად. 1913 წელს და 13 წლის განმავლობაში ზედიზედ მსახურობდა ევპატორიის სომხურ ეკლესიაში. 1926 წელს გადავიდა სიმფეროპოლში, სომხური ეკლესიის დეკანოზად.

1945 წელს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და ეროვნულ-საეკლესიო კრების მიერ არჩეულიქნა უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრად. იმავე წლის   7 მაისს გევორგ მეექვსე კათოლიკოსის მიერ ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად, ხოლო 1 ივლისს - ეპისკოპოსად და დაინიშნა ახალი ნახიჩევანის ეპარქიის წინამძღვარად. 1948 წელს ის თბილისის ეპარქიის წინამძრვარია და თბილისის ეპარქიალური საბჭოების შუამდგომლობით ეპისკოპოს კარაპეტს მიენიჭა არქიეპისკოპოსობის პატივი. მთავარეპისკოპოსი კარაპეტ თუმანიანი თბილისში რჩება გარდაცვალებამდე -   1950 წლის   22 იანვრამდე,   ის მოულოდნელად თავის ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისის სურბ გევორგ კათედრალური ეკლესიის ჩრდილოეთი გარე კედელთან.

 

 

16

1953-1955 (წინამძღვარობის წლები).   არქიეპისკოპოსი ვაჰან კოსტანიანი (ჟურნალი "ეჯმიაწინი"1955, 10, გვ. 15. 1960, 3, გვ. 23). დაიბადა ვაღარშაპატში 1881 წლის 3 თებერვალს. დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ სამრევლო სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლობს ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1907 წელს. 1905-1920 წწ. მდივნად მუშაობს წმინდა ეჯმიაწინის წმინდა სინოდში. შემდეგ სხვადასხვა დაწესებულებაში არის საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

1944 წელს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად, შემდეგ - არქიმანდრიტად და შედის წმინდა ეჯმიაწინის კონგრეგაციის რიგებში. 1944 წლის 25 ოქტომბერს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის განკარგულებით ინიშნება ირან-ინდოეთის სომხური ეპარქიის წინამძღვარად. 1945 წლის 1 ივლისს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად,  1949 წლის 18 ივნისს - მთავარეპისკოპოსად. 1949 წლის 22 ოქტომბრამდე  თანამდებობაზეა ირანში, შემდეგ იწვევენ წმინდა ეჯმიაწინში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. დიდი ხნის განმავლობაში იყო წმინდა ეჯმიაწინის უზენაესი სასულიერო საბჭოს წევრი, 1954-1955 წლებში - უზენაესი სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე-წევრი. იყო აგრეთვე წმინდა ტაძრის კანდელაკთუფროსი, 1953-1955 წლებში იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი. სიცოცხლის ბოლო წლებში, ავადმყოფობის გამო, დამსახურებულ დასვენებაზე იმყოფება წმინდა ეჯმიაწინში.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ არქიეპისკოპოსი ვაჰან კოსტანიანი გარდაიცვალა 1960 წლის 27 მარტს, 79 წლის ასაკში. დაკრძალულია წმინდა გაიანე მონასტრის სასაფლაოზე.

 

 

17

1955-1956 (წინამძღვარობის წლები).   ეპისკოპოსი ვარდან ტერ-საჰაკიანი (ჟურნალი "ეხმიაძინი", 1955 წ., 10-11, გვ. 95, 96. 1968, 2, გვ. 63). დაიბადა 1878 წლის 15 იანვარს, მთიანი ყარაბაღის ჯრაბერდის რაიონის სოფელ გიულიათაღში, მღვდელ ჰუსიკ ტერ-საჰაკიანის ოჯახში. დაწყებით განათლებას იღებს ჯრაბერდის სოფელ კუსაპატის ხუთწლედში. 1896-1901 წწ. სწავლობს შუშის სამრევლო სკოლაში. იმავე წელს მასწავლებლად ინიშნება ჯრაბერდის რაიონის სოფელ ჯანიათაღში, სადაც მუშაობს 1904 წლამდე.

1904 წელს ხრიმიან ჰაირიკის მიერ ხელდასხმულიქნა მშობლიური სოფლის მღვდლად. იმავე წელს მიწვეულიქნა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ გროზნოში, სადაც 25 წელი მსახურობს  მღვდლად და მასწავლებლად. გროზნოში ასწავლის რეალურ და ქალთა გიმნაზიებში, ორგანიზებას უწევს ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციას და უმწეოთა დახმარების კომიტეტს, რომელთა თავმჯდომარე და ხელმძღვანელი იყო თვითონ. ორგანიზებას უწევს მდიდარ ბიბლიოთეკას 250 მოსწავლიან გროზნოს სამრევლო სკოლაში. 1929 წელს მღვდლად გადავიდა ბაქოში, ამავდროულად მასწავლებლობს. 1945 წელს დაინიშნა ბაქოს სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიის მღვდლად. 1951 წელს მღვდელ ვარდანს გარდაეცვალა მეუღლე, კათოლიკოს გევორგ მეექვსის რჩევით შედის წმინდა ეჯმიაწინის მონასტრის კონგრეგაციის რიგებში. 1952 წელს ბარტყულს იღებს და ინიშნება თბილისის წმინდა გევორგ ეკლესიის მღვდელმონაზვნად. ეკლესიაში მისი მსახურობის პერიოდში (1952-1954 წწ.), თბილისის სურბ გევორგ ეკლესიას უწოდებდნენ  „თბილისის სამონასტრო წმინდა გიორგის ეკლესიას“(ჟურნალი „ეჯმიაწინი“, 1953, 7-8, გვ.11).

1954 წლის 1 დეკემბრიდან ინიშნება ახალი ნახიჩევანის და ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანებული ეპარქიების წინამძღვარად.   1955 წლის 6 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის კათოლიკოს ვაზგენ პირველიის მიერ პირველად ხელდასხმულიქნა უმაღლესი არქიმანდრიტი ტერ-საჰაკიანი. ამ დღეს სომეხთა პატრიარქის მიერ ხელდასხმულიქნა   7 ეპისკოპოსი. საეპისკოპოსო ხარისხის მიღების შემდეგ ეპისკოპოსი ვარდანი არჩეულიქნა უზენაესი სასულიერო საბჭოს წევრად და დაინიშნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად, სადაც თანამდებობაზე რჩება 1956 წლამდე. 1962 წელს  ეპისკოპოსი ვარდანი დასასვენებლად მიდის და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობს ხან ეჯმიაწინში, ხან ბაქოში, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობდნენ.

ეპისკოპოსი ვარდანი გარდაიცვალა ბაქოში, 1968 წლის 20 იანვარს, ქრისტეშობას, ძველი კალენდრით მიცვალებულთა ხსენების დღეს, 90 წლის ასაკში. ჟურნალში „ეჯმიაწინი"  გამოქვეყნებული აქვს   სტატიები.

 

 

1956-1957 (ეპარქიალური ვიკარიუსი) ეპისკოპოსი ვაჰან გალამდარიანი (ჟურნალი „ეჯმიაწინი“, 1964 წ., 12, გვ. 14-15). დაიბადა 1928 წლის 13 აგვისტოს ქესაბის რაიონის სოფელ გალატურანში. საერო სახელი - ანდრანიკ. დაწყებით განათლებას იღებს გალატურანის მესროპიან ეროვნულ სასწავლებელში. 1943 წელს გადადის ლიბანში და შედის კილიკიის კათალიკოზობის დპრევანქში - მღვდელმსახურად გახდომის გადაწყვეტილებით.

1945 წელს სამშობლოში ბრუნდება, სწავლის გასაგრძელებლად აბარებს წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო სემინარიაში. 1949 წლის 18 ივნისს ხელდასხმულიქნა დიაკვნად. 1950 წელს ამთავრებს სასულიერო სემინარიას. თეოლოგიური ცოდნის გასაღრმავებლად კათოლიკოს გევორგ მეექვსის მიერ გაგზავნილიქნა მოსკოვში, სადაც რუსეთის სასულიერო აკადემიაში ესწრება პროფესიულ კურსებს.   1954 წლის 12 სექტემბერს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და ეწოდა ბერი ვაჰანი.

1956-1957 წწ. არის საქართველოში სომეხთა ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსი.

1956 წლის 6 ოქტომბერს წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო თაძარში უწმინდესისა და უნეტარესის ვაზგენ პირველ კათოლიკოსის მიერ ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად.

1957 წლის 4 ნოემბერს ინიშნება არარატის საპატრიარქო ეპარქიის ეპარქიალურ ვიკარიუსად. 1960-იან წლებში სწავლობს და ამთავრებს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

1964 წლის 30 მაისს არქიმანდრიტი ვარდანი უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა პატრიარქისგან იღებს უმაღლეს საარქიმანდრიტო წოდებას, სადისერტაციო თემად წარდგენს კვლევას „წმინდა ეჯმიაწინის სკოლის ისტორია მეოთხედან მეოცე საუკუნემდე“. იმავე წლის 29 ნოემბერს უზენაესი სულიერი საბჭოსა და არარატის ეპარქიის ეპარქიალური საბჭოს შუამდგომლობით უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად.

ეპისკოპოსი ვაჰანი არარატის ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსის მოვალეობას ასრულებს 1972 წლის შემოდგომამდე. შემდეგ მიემგზავრება ინდოეთში და ავადმყოფობის გამო ბრუნდება ერევანში - სამკურნალოდ. 1975-1977 წწ. მსახურობდა მონასტერში წმინდა გეღარდ, ინსპექტორად და ბერად.

სიცოცხლის ბოლო წლებში წმინდა საკათედრო ეჯმიაწინიდან იღებს პენსიას. გარდაიცვალა ერევანში 1986 წელს. ვაჰან ეპისკოპოსი ისტორიულ-ფილოლოგიური მრავალ სტატიას აქვყნებდა ჯურნალ „ეჯმიაწინში“. იგი ასევე იყო ჯურნალ „ეჯმიაწინის“ რედკოლეგიის წევრი. აქვს ისტორიულ-ფილოლოგიური სტატიები, დაბეჭდილი როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ პერიოდიკაში, სადაც გარკვეული პერიოდი გამოდიოდა ლიტერატურული ფსევდონიმით „განძასარ“.

 

 

18

1957-1972 (წინამძღვარობის წლები).   მთავარეპისკოპოსი კომიტას ტერ-სტეფანიანი. (ჟურნალი „ეჯმიაწინი“, 1955 წ., 1, გვ.19. 1957 წ., 11, გვ. 60-61. 1980 წ., 12, გვ. 34-35). დაიბადა 1925 წელს დამასკოში (სირია). საერო სახელი - სტეფანი. მამის სახელი - შმავონი. დაწყებითი განთლება მიიღო ქალაქ ალექსანდრეტის (ახლა სანჯაკი) ნუპარიან ეროვნულ სასწავლებელში, შემდეგ 1938 წელს გადავიდა ბეირუთში, ლიბანში, და სწავლა განაგრძო ბეირუთის აბგარიან ეროვნულ სასწავლებელში 1940 წლამდე. 1940-1945 წწ. სწავლობდა იერუსალიმის სომეხთა ჟარანგავორაც სასწავლებელში. 1945 წელს კიურეღ პატრიარქის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად. 1947 წელს ბეირუთიდან გადმოსახლდა სომხეთში და ერთი წელი სწავლობდა ერევნის მუსიკალურ სასწავლებელში.   1948 წლის აგვისტოში უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გევორგ მეექვსის განკარგულებით დიაკვნად მიიღეს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კონგრეგაციის რიგებში. 1951 წლის 18 მარტს მთავარეპისკოპოს ვაჰან კოსტანიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და მისი ულამაზესი ხმისათვის შეერქვა კომიტასი. ახალგაზრდა და ხმოვანი მღვდელმსახურის წინაშე იხსნება მოღვაწეობის ფართო გზა. თავდაპირველად ის ინიშნება წმინდა გეღარდის მონასტრის ბერად, შემდეგ 1952-1954 წწ. სულიერ მოძღვარად ბაქოსა და თბილისის სომხურ ეკლესიებში.   1954 წლის 11 დეკემბერს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად. 1954-1955 წწ. მასწავლებლობს სასულიერო სემინარიაში, ასწავლის საეკლესიო წესებსა და საეკლესიო სიმღერას. ის ასევე იყო მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კანდელაკის თანაშემწე. 1956 წელს ინიშნება შირაკის ეპარქიის წინამძღვარად, 1957 წელს კი - საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. იმავე წლის 24 ნოემბერს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ვაზგენ პირველის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად.

უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ბრძანებით არქიმანდრიტი კომიტასი 1972 წელს თბილისიდან ერევანში გადადის და ინიშნება არარატის საპატრიარქო ეპარქიის ეპარქიალურ ვიკარიუსად. მალე მას უბოძეს არქიეპისკოპოსობის პატივი და დაინიშნა   უზენაესი სულიერი საბჭოს წევრად. არქიეპისკოპოსი კომიტასი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა  1980 წლის 3 დეკემბერს, 55 წლის ასაკში.

მთავარეპისკოპოსი კომიტასის ინიციატივით ხორციელდება თბილისის სურბ გევორგ ეკლესიის საკურთხეველის ფასადური ნაწილის მარმარილოთი მოპირკეთება, ასევე ეკლესიის იატაკის მოზაიკით მოპირკეთება. 1957 წელს ვანქის ეკლესიის ეზოდან სურბ გევორგის ეზოში გადაასვენეს ოთხი სომეხი გენერლის - კომს მიქაელ ლორის-მელიქიანის (1824-1888 წწ.), გენერალ-ლეიტენანტ არშაკ ტერ-ღუკასიანცის (1819-1881 წწ.), გენერალ-ადიუტანტ ჰოვანეს ლაზარიანცის (1820-1879 წწ.) და გენერალ-მაიორ ბეჰბუთ შელკოვნიკიანცის (1837-1878 წწ.) ცხედრები. 1976 წელს მან აკურთხა გარემონტებული სურბ სარგის ეკლესია.

 

 

19

არქიეპისკოპოსი გევორგ სერაიდარიანი (საერო სახელი - კარპის (კარაპეტ). დაიბადა   ბუქარესტში (რუმინეთი), 1938 წლის 29 აგვისტოს. მამას ჰქვია სტეფან სერაიდარიანი, დედას - მაქრუჰი ჰალაჩიანი. დაწყებითი განათლება მიიღო ბუქარესტის სომხურ სკოლაში. 1948 წელს ოჯახი გადმოსახლდა სომხეთში, შემდეგ სწავლობდა ლენინაკანის საშუალო სკოლაში, ამავდროულად მედავითნედ მსახურობდა ადგილობრივ სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაში. 1952 წლიდან სწავლა გააგრძელა ერევანში.

1956 წელს ჩააბარა წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო სემინარიაში, რომლის სრული კურსი წარმატებით დაასრულა 1962 წელს, დაიცვა გამოსაშვები ნაშრომი თემაზე: „წმინდა გრიგორ ნარეკაცის აპარანის ჯვრის ისტორია“.

1962 წლის 23 სექტემბერს ხელდასხმულიქნა დიაკვნად და იყო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში.  1964 წლის 12 აპრილს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად, 1965 წელს კი მიიღო არქიმანდრიტის წოდება.

1966-1967 წწ. იყო ახალი ნახიჩევანისა და რუსეთის ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსი, შემდეგ დაბრუნდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, იყო წმინდა ტაძრის მუზეუმის გამგე, მთავარი კანდელაკის თანაშემწე, შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის კვერთს ატარებდა.

1970-1972 წწ . წმიდა ეჯმიაწინის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა რელიგიასა და ისტორიულ საგნებს.

1972 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა განკარგულებით დაინიშნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. 1973 წელს არქიმანდრიტმა გევორგმა დაიცვა დისერტაცია თემაზე: „წელთაღრიცხვის კურსი“ , რომელმაც დაიმსახურა საგამოცდო კომისიის შესანიშნავი შეფასება. ამ ნაშრომისთვის უწმინდესმა და უნეტარესმა მას მიანიჭა უმაღლესი საარქიმანდრიტო წოდება,   იმავე წლის 30 ოქტომბერს იგი ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად და დაინიშნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად.

1977 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ბრძანებით 15 სექტემბრიდან ეპისკოპოსი გევორგი იყო აგრეთვე წმინდა გეღარდის მონასტრის ბერი, ახალი ბერის მოსვლამდე.

1995 წელს არქიეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. უზენაესი სასულიერო საბჭოს წევრი იყო.

1998 წელს ქართველი და სომეხი ხალხების მრავალსაუკუნოვანი ძმური ურთიერთობების განმტკიცების და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

როგორც საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში, არქიეპისკოპოსმა სერაიდარიანმა ეპარქიაში ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაოები. მისი წინამძღვარობის წლებში გაიხსნა ეკლესიები ჯავახეთში, გარემონტდა ეპარქიის მოქმედი ეკლესიები. 1974 წელს მარმარილოთი მოპირკეთდა სურბ გევორგ ეკლესიის საკურთხევლის იატაკი. 1977-1978 წწ. თბილისის სურბ გევორგ ეკლესიის გაჯით ნალესი კედლების ექვსფენა ზეთის საღებავიანი ფენის ქვეშ აღმოჩენილიქნა და აღდგა XVIII საუკუნის ცნობილი მხატვრის ნაღაშ ჰოვნათანიანის შესრულებული 16 დიდი ფრესკა, რომლებიც   1795 წლის შემოსევის შემდეგ შეკეთებული იყო მხატვრის შვილისა და ნიჭიერი მოწაფის - მკრტუმ ჰოვნათანიანის მიერ. 1977 წელს თბილისის ჰაიოც (სომეხთა)   მონასტრის ეზოდან სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში გადაასვენეს არქიეპისკოპოსი გაბრიელ აივაზიანის - პეიზაჟისტ-მარინისტი მხატვრის ჰოვანეს აივაზოვსკის ძმის (1812-1880 წწ., ეპისკოპოს ხორენ სტეფანეს (1840-1900 წწ.), რედაქტორების აბგარ ჰოვანისიანის (1849-1904 წწ.) და პეტროს სიმონიანის (1830-1911 წწ.) ნეშტები.

1979-1980 წწ. გარემონტდა და გაფართოვდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის რეზიდენცია. 1988 წელს აკურთხეს სოფელ დაღეთის სამლოცველო სურბ ხაჩ, 1989 წელს - დაბა შაუმიანის (მარნეულის რაიონი) ეკლესია სურბ ასტვაწაწინ, შესრულებულია ასევე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ეკლესიას ორი გუმბათი გაუკეთდა.  

1990 წელს ეპარქიას გადასცეს ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესია, რომელიც გარემონტდა.

1991 წელს გაიხსნა და აკურთხეს სომხური სოფელ მეწარას  სამლოცველო (გუდაუთა).

იმავე წელს მთავარეპისკოპოსი გევორგი არჩეულიქნა საქართველოს სომხური საქველმოქმედო საზოგადოების უხუცესთა საბჭოს წევრად.

1992 წელს აკურთხეს სუხუმის სომხური სურბ ჰარუთიუნ სამლოცველო. იმავე, 1992 წელს დაასრულეს თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მიწისძვრით დაზარალებული საძირკვლისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები.

1971 წლიდან არქიეპისკოპოსი გევორგი განუწყვეტლივ ადგენდა და აქვეყნებდა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ოფიციალურ კალენდრებს სომხურ ენაზე და 1978 წელს, ასევე რუსულზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია სომხურ და რუსულ გაზეთებსა და ჟურნალებში, გადათარგმნილი აქვს ნაშრომი „წელთაღრიცხვის კურსი“, რომელიც სომხურ საწელთაღრიცხვო ნაშრომებიდან პირველია რუსული თარგმანით, საწელთაღრიცხვო და რელიგიური რამოდენიმე წიგნის ავტორია.

1996 წელს დააარსა ეპარქიის წმინდა ეღიას საკვირაო სკოლა.

არქიეპისკოპოსი გევორგ სერაიდარიანი   გარდაიცვალა 2002 წლის 11 სექტემბერს, მისი ნეშტი დაასვენეს თბილისის წმინდა გევორგ საკათედრო ეკლესიის ეზოში.

როგორც საქართველოში სომეხთა ეპარქიის სულიერმა წინამძღვარმა, მისი 30 წლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არქიეპისკოპოსმა გევორგ სერაიდარიანმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სომეხთა სულიერ ცხოვრებაში.

 

 

20

ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი

2002 წლიდან დღემდე (წინამძღვარობის წლები)    

 

ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი   (საერო სახელი - ედვარდ) დაიბადა 1965 წლის 21 ივლისს, ეჯმიაწინის რაიონის სოფელ არტიმედში (ყოფილი ათარბეკიანი).

1971-82 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ადგილობრივი საშუალო სკოლა.

1982 წელს moewyo მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

1984-86 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1989 წლის 7 მაისს მთავარეპისკოპოსი სანთურიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

1990 წელს დაიცვა გამოსაშვები ნაშრომი "არქიმანდრიტ გრიგორ სკერაცის ცხოვრება და ბიბლიოგრაფიული მემკვიდრეობა“.

1991 წლის 28 ივლისს მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში  მთავარეპისკოპოს ნერსეს პოზაპალიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და მიწვეულიქნა ლექციების წასაკითხად გევორგიან სასულიერო სემინარიასა და ქსქც-ში.  

1993-95 წლებში იგი იყო მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინთან არსებული საკვირაო სკოლის გამგე-დირექტორი.

1995 წელს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ პირველის მაღალი განკარგულებით დაინიშნა ქსქც-ს გამგე-დირექტორად, წარმატებით განახორციელებდა   მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა 26 დასახელება სასულიერო ლიტერატურა, რელიგიის სახელმძღვანელოები, მასწავლებელთა სასწავლო სახელმძღვანელოები, დააფუძნა ორკვირეული გაზეთი "ქრისტიანული სომხეთი", მოამზადა   ყოველდღიური რელიგიური გადაცემების ციკლი.

1996 წელს წარადგინა და დაიცვა საარქიმანდიტრო დისერტაცია  "წმინდა გრიგორ ტათევაცის „ჰარცმანც“ და „ვოსკეფორიკ“ წიგნების წყაროები“

1996 წლის 20 ივნისს ცხონებული კათოლიკოსის გარეგინ პირველის ხელდასხმით მიიღო არქიმანდრიტის ოთხი ხარისხი.  

1997-99 წლებში არცახის ეპარქიის წინამძღვარის, მთავარეპისკოპოს მარტიროსიანის მხარდაჭერით ორგანიზება გაუწია არცახის და ქაშათაღის ქრისტიანული რელიგიის სკოლების მასწავლებელთა გადამზადების და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში   სწავლების საქმეს.

1999 წელს საეკლესიო საჯარო საბჭოს მრგვალი მაგიდის სომხეთის ოფისის წინადადებით   ერევანში დაფუძნდა „ეკუმენური საინფორმაციო ცენტრის“ ოფისი.

1999 წლის 1 დეკემბერს უწმინედესისა და უნეტარესის, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ პირველის მიერ ხელდასხმულიქნა არაგაწოტნის ეპარქიის ეპისკოპოსად.     მისი საქმიანობის განმავლობაში დასრულდა   სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხელახლა აკურთხეს მუღნის „სურბ გევორგი“, საღმოსის მონასტრის სამონასტრო კომპლექსი, ბიურაკანის „სურბ ჰოვანესი“, აპარანის „სურბ ხაჩი“, საფუძვლიანად შეკეთდა ოშაკანის წამყვანი ეკლესია „სურბ მესროპ მაშტოცი“ და კეთილმოწყობილიქნა ტერიტორია.

2001 წლიდან არაგაწოტნის რეგიონული ხელისუფლების და მთავარი საკათედრო ტაძრის მხარდაჭერით არაგაწოტნის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ოფიციალურად შეტანილიქნა საგანი „სომხური ეკლესიის ისტორია“. გამოქვეყნდა ორკვირეული "არაგაწოტნი".

2002 წლის 4 სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის მიერ დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად.

2003 წლის 23 ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად.    

2003-2012 წლებში უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის კურთხევითა და მხარდაჭერით   რეაბილიტირებულიქნა და ხელახლა კურთხეულიქნა თბილისის ეკლესია "სურბ ეჯმიაწინ“, ახალქალაქის "სურბ ხაჩ“, ახალქალაქის რაიონის სოფელ აბულის "სურბ ჰარუთიუნ“, სოფელ არაკოვას „სურბ გევორგ“, სოფელ ბალხოს "სურბ ჰარუთიუნ“, სოფელ ბეჯანოს „სურბ მინას“, სოფელ ბარალეთის „სურბ ასტვაწაწინ“, სოფელ ბუღაშენის "სურბ ჰარუთიუნ“, სოფელ ბურნაშეთის „სურბ მათეოს“, სოფელ დილისკას „სურბ სარგის“, სოფელ ხანდოს „სურბ ხაჩ“, სოფელ დიდი სამსარის „სურბ ასტვაწაწინ“, სოფელ პატარა სამსარის „სურბ ჰარუთიუნ“,   სოფელ კარწახის „სურბ ჰოვანეს კარაპეტ“ ეკლესიები. ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძას „სურბ კარაპეტ“, სოფელ ხოჯაბეკის „სურბ სარგის“, სოფელ სათხას „სურბ მეწნ ნერსეს“, სოფელ პატარა არაგიალის „სურბ სტეფანოს“ ეკლესიები. ქალაქ ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალციხის რაიონის სოფელ წირას „სრბოც ჰრაშტაკაპეტაც“, სოფელ პატარა პამაჯის „სურბ ხაჩ“ ეკლესიები.   წალკის რაიონის სოფელ ხაჩის „სურბ გევორგ“ და სოფელ კუშჩის „სურბ გევორგ“ ეკლესიები. ასპინძის რაიონის სოფელ დამალას „სურბ ხაჩ“ ეკლესია. ბორჟომის რაიონის სოფელ ტაბაწყურის „სურბ კარაპეტ“ და სოფელ მოლითის „სურბ გევორგ“ ეკლესიები. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ შამშულდას „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია. მარნეულის რაიონის სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩოც“ სამლოცველო. თბილისის საკათედრო „სურბ გევორგ“ ეკლესიასთან აშენდა ეპარქიის რეზიდენცია და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში - ცენტრი „ჰაიარტუნ“, რომლის მეშვეობით აღორძინდა ეპარქიის   კულტურული, საგანამანათლებლო და ახალგაზრდული ცხოვრება.  დაიწყო თბილისის "სურბ გევორგ“ ეკლესიის სარემონტო და ტერიტორიიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

დაფუძნდა ჟურნალი "ნორაშენი",   გამოქვეყნდა საქართველოს მწერალთა „ვერნატუნ“   კავშირის მომზადებული წიგნები.

 

სომხური დასახლებები საქართველოში

პროფ. ა. გ. აბრაჰამიანი

სომეხმა მოსახლეობამ როდის დაიწყო მიგრაცია საქართველოსკენ, და როდის დაარსდა სომხური კოლონიები, ძნელია ამაზე გარკვეული პასუხის გაცემა. ფილოლოგ ა.სარუხანს მიაჩნია, რომ საქართველოში სომხური დასახლებები არსებობდა ჯერ კიდევ არტაშესიანების პერიოდში, ანუ II-I საუკუნეებში (ძვ.წ.) (ა.სარუხანიანი, საქართველო და სომხები, ვენა, 1939, გვ 17). ქართველოლოგ პროფ. ა.ხახანოვს მიაჩნია, რომ საქართველოსკენ სომეხთა მიგრაციის დასაწყისი შეიძლება ჩაითვალოს V საუკუნის პირველი ნახევარი ("ჟოურნალ Aსიატიქუე", 1898, II, გვ 337-344).

საქართველოში არტაშესიანთა პერიოდში სომეხთა მიგრაციის შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი. საიდან აიღო ფილოლოგმა სარუხანმა ეს ცნობა, არ არის ცნობილი. ჩვენთვის უცნობია ასევე ფაქტები, რომ სომეხთა მიგრაცია საქართველოში V საუკუნეში დაიწყო, როგორც ამტკიცებს ა.ხახანოვი.

საქართველოში დაფუძნებული პირველი მცირე დასახლების შესახებ ჩვენი ინფორმაცია მიეკუთვნება VI საუკუნის ბოლოსა და VII საუკუნის დასაწყისს. X საუკუნის ისტორიკოსი უხტანესი, საუბრობს რა VII საუკუნის დასაწყისში სომხურ-ქართული ეკლესიების გაყოფის შესახებ, დასამოწმებლად მოჰყავს მთელი რიგი დოკუმენტური მასალა, რომელთა თანახმად ცურტავში არსებობდა პატარა სომხური კოლონია. უხტანესს მოჰყავს ვრთანეს ქერთოღის ერთი წერილი ცურტავის მამებისადმი: „ვრთანეს ქერთოღის წერილი ცურტავის სომხურენოვან ქვეყანას, მოვსეს ეპისკოპოსისადმი თხოვნით რწმენის დამყარებისათვის“ და ცურტავის სომხური სათვისტომოს საპასუხო წერილი: „ვრთანესის წერილის პასუხი ცურტავის სომხურენოვანი ქვეყნისა“   (ეპისკოპოსი უხტანესი, სომხეთის ისტორია, ვაღარშაპატი, 1871, ნაწილი II, გვ 32-33).

საერთოდ, VII საუკუნის დასაწყისამდე, სომეხ და ქართველ კლერიკალთა შორის სასულიერო საკითხების გარშემო გაჩენილ რელიგიურ სქოლასტიკურ და მავნე დავებამდე, სომხურ და ქართულ საზოგადოებებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობდა, როგორც თავის ერთ-ერთ წერილში აღნიშნავს კირიონ კათოლიკოსი: "სომხებს და ქართველებს ერთიანობა ჰქონდათ“ (უხტანესი, სომხეთის ისტორია, ნაწილი II, 89).

საქართველოში სომხური ერთ-ერთი უძველესი თემი იყო ქალაქ თბილისში. ზოგიერთი ქართველოლოგი მიიჩნევს, რომ თბილისის ტაფთაღ უბანში სურბ გევორგ სახელწოდებით კათოლიკური უძველესი ეკლესია აგებულია სომხურ 80 წელს, ანუ ჩვენი დღევანდელი წელთაღრიცხვის 631 წელს (ს. ავჩიანი, თბილისის მეიდანის სურბ გევორგ კათოლიკური უძველესი სურბ ასტვაწაწინ ან ციხის დიდი ეკლესია). მომდევნო საუკუნეებში ეს ტაძარი დაინგრა, და 1251 წელს ის კვლავ ააშენა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვაჭარმა უმეკმა (იხ. „ეჯმიაწინი“, 1959 წ., N 2, გვ. 49). VII საუკუნეში თბილისში სომხური ეკლესიის არსებობა თავისთავად ადასტურებს მის გარშემო ერთიანი სათვისტომოს არსებობას.

სომხური მოსახლეობის პირველი მასობრივი მიგრაცია საქართველოსკენ, უძველესი ცნობების თანახმად, მოხდა 703 წელს. ისტორიკოსი ღევონდი, რომელიც აღწერს არაბების მიერ სომეხთა შევიწროებას, 703 წელს დაწყებულ აჯანყებას და ვანანდის სოფელ დრაშპეტთან მომხდარ ბრძოლას, სადაც სომხურ- ბიზანტიურმა არმიამ მარცხი განიცადა სახალიფოს ჯარისაგან, გვაცნობებს, რომ ამ ბრძოლის შემდეგ ტაიქის მთავარმა სმბატ ბაგრატუნიმ მიმართა ბიზანტიის სამეფო კარს და მისი თანხმობით (საქართველო იმ დროს წესით ბიზანტიის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა), მისი ოჯახითა და მიმდევრებითურთ გადავიდა ქალაქ ფოთში. ეს შემოხიზნულები, ცნობების თანახმად, დიდი ხნით არ მკვიდრდებიან ამ ტერიტორიაზე და ბრუნდებიან სომხეთში.

სომეხი მოსახლეობის შემდეგი უმსხვილესი გადმოსახლება საქართველოში მოხდა 774 წელს. ამის შესახებ ცნობას კვლავ ისტორიკოსი ღევონდი გვაწვდის. იგი ყვება, რომ აღნიშნულ წელიწადს სომეხი პატრიოტები, არტავაზდ მამიკონიანის ხელმძღვანელობით, აჯანყდნენ არაბთა ხალიფათის წინააღმდეგ, შირაკის სოფელ კუმაირიში მოკლეს არაბი ხარკის ამკრეფელი და ვინაიდან ვერ შეძლეს არაბთა ორგანიზებულ და ძლიერი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა, გაიქცნენ და თავი შეაფარეს საქართველოს. სომეხი გადმოსახლებულები საქართველოში მიიღეს განსაკუთრებული თავაზიანობით, არტავაზდ მამიკონიანს მბრძანებლობისა და მართვის უფლებაც კი უბოძეს.  

მომდევნო - 775 წელს, როდესაც სომეხ პატრიოტთა ძალები არშეჭში კვლავ შეეტაკა სომხეთში გამოგზავნილ ახალ არაბ სადამსჯელო სამხედრო ძალას და დამარცხდა, სომეხი მებრძოლი ჯარის ერთი ნაწილი კვლავ გადავიდა და თავი შეაფარა საქართველოს. სხვათა შორის, საქართველოში გადასულ სომეხ სამხედროებს შორის იყო აშოტ ბაგრატუნი, გონივრული და შორსმჭვრეტელი პიროვნება, რომელმაც შეძლო ტაო-კლარჯეთში დამოუკიდებელი სამთავროს შექმნა - დედაქალაქით არტანუშ. ამ აშოტისაგან იწყება ქართულ ბაგრატიონთა დინასტია, რომელიც მართავდა IX საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნემდე.

ერთ-ერთი არაბი ისტორიკოსი - ტაბარი, მნიშვნელოვან ცნობას გადმოგვცემს თბილისში არაბთა სახალიფოს სადამსჯელო სამხედრო ძალების წინააღმდეგ სომხების და ქართველების ერთობლივი ბრძოლის შესახებ.   851-853 წლებში, როგორც ცნობილია, საქართველოსა და სომხეთში იწყება დიდი აჯანყება სახალიფოს წინააღმდეგ. აჯანყებულები ანადგურებენ ამიერკავკასიაში არაბთა ყველა გარნიზონს, და მათ განდევნიან ქვეყნიდან. აჯანყების ჩასახშობად ამიერკავკასიაში გზავნიან არაბთა დიდ ჯარს - სისხლმოწყურებული ბუღას მეთაურობით. ბუღამ სისხლში ჩაახშო სომხური დაქსაქსული ძალები, 853 წელს დაიძრა საქართველოსკენ და ალყაში

მოაქცია ქალაქი   თბილისი. ტაბარის ცნობიდან ჩანს, რომ თბილისის მცველთა შორის იყვნენ ასევე ხუთები: "ეს ქალაქი (ანუ, თბილისი), - წერს ის, ააშენა მეფე ანუშირვანმა, ისააკმა კი გაამაგრა,   მის გარშემო თხრილები გაათხრევინა და ქალაქში ჩასვა ხუთები და გვარდიის ჯარები. ბუღამ მაცხოვრებლებს შენდობა მისცა იმ პირობით, რომ მათ იარაღი დაყარონ და წავიდნენ საითაც სურთ“ (არაბი ისტორიკოსები სომხეთის შესახებ, შეკრიბა და თარგმნა ბ. ხალათიანცმა, ვენა, 1919, გვ 100). როგორ ავხსნათ მამაცი ხუთების ყოფნა თბილისში 853 წელს. ეს ორგვარად შეიძლება აიხსნას, როგორც სცადა ამის გაკეთება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ვ.ნალბანდიანმა, ერთი ახსნა ისაა, რომ ტარონის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ხუთები, დევნის თავიდან ასაცილებლად, აქ ჩამოვიდნენ, ან - თბილისის ამირა საჰაკმა, გაიგო რა ხუთების გამბედაობის შესახებ, თვითონ მოიწვია ისინი - ქალაქის დაცვის სანდოობის მიზნით (ვ.ს. ნალბანდიანი: თბილისი სომხურ ისტორიულ ჟამთააღმწერლობაში, ერევანი, 1958, გვ. 63). ყველა შემთხვევაში, ზემომოყვანილი მოწმობა გვიჩვენებს, რომ სომეხი და ქართველი ხალხის მამაცი შვილები მტრის წინააღმდეგ იბრძოდნენ ერთობლივად და ერთად ღვრიდნენ სისხლს თბილისის დასაცავად.

სომხური მოსახლეობის მიგრაცია საქართველოსკენ მასობრივ ხასიათს იღებს განსაკუთრებით ბაგრატუნიანთა დინასტიის დაცემისა და დედაქალაქ ანის ბიზანტიელთა მიერ დაპყრობის შემდეგ. საქართველო ჯერ არ იყო უცხო ქვეყნის   ბატონობის ქვეშ, მაშასადამე სომეხი მოსახლეობის ზოგიერთი ფენის წარმომადგენლები იქ პოულბდნენ თავშესაფარს. იზრდება სომხური გადმოსახლებულების დასახლებები კერძოდ დმანისში, შამშოლდენსა და თბილისში. სომხური პატრიოტი რაიონები ახლა განმათავისუფლებელ იმედებს აკავშირებენ ქართველ ბაგრატიონებთან - მათი მეშვეობით სომხეთის გათავისუფლების იმედი აქვთ. ჩნდება ახალი პოლიტიკური იდეოლოგია - სომხეთის გათავისუფლება ქართველ ბაგრატიონთა მეთაურობით (ა.ჰოვანისიანი , ეპიზოდები სომხური განმათავისუფლებელი აზრის ისტორიისა, პირველი წიგნი, ერევანი, 1957, გვ 141).

XII საუკუნის ისტორიკოსი მათევოს ურჰაეცის გადმოცემული ცნობებიდან ჩანს, რომ ქართველი მეფის - დავით აღმაშენებლის გარშემო იწყებს შეგროვებას სომხური გაფანტული სამხედრო ძალა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს სელჯუკებისაგან ამიერკავკასიის გათავისუფლების საქმეში.  

დავით აღმაშენებლის მომდევნო ქართველ მეფეთა მეფობის პერიოდში   ქართულ ჯარში ჯერ კიდევ არსებობს სომხური სამხედრო შენაერთები, რომლებიც ქართველებთან ერთად იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ამით შეიძლება აიხსნას ის განსაკუთრებული კეთილგანწყობა, რომელიც ჰქონდა ქართულ სამეფო კარს სომეხი ჩამოსახლებულების მიმართ. ურჰაეცი საუბრობს რა დავით აღმაშენებელზე, აღნიშნავს, რომ სომეხ ჩამოსახლებულთათვის ააშენებინა სპეციალური ქალაქი: "ამან, წერს მთხრობელი, მიიღო სომხები და უყვარდა ისინი, საქართველოში სომეხთათვის ქალაქი ააშენა, ქალაქს დაარქვა გორა (გორი) და  დიდი სიხარულით ეპყრობოდა ყველა სომეხს“ (ურჰაეცი, გვ.356).

XII საუკუნის სამოცდაათიან წლებში იმდენმა სომეხმა მოიყარა თავი საქართველოში, რომ საჭირო გახდა სომხური ეკლესიის მიმდევარ მორწმუნეთა ეპარქიის დაარსება, ეპარქიის წინამძღვრისათვის ცენტრად აირჩიეს ქალაქი თბილისი.   XII საუკუნეში სომეხთა ეპარქიის წინამძღვართაგან თბილისის სომხური ეპარქიის ქრონოლოგიაში ცნობები არის ეპისკოპოს ბარსეღის შესახებ, რომელმაც 1179 წელს მონაწილეობა მიიღო რომკლაშო მიწვეულ ეროვნულ საეკლესიო კრებაში. იგი იყო    კარგი რეპუტაციის მქონე პიროვნება და საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის ხალხის წარგზავნილების სიაში მოიხსენიება მეშვიდე ადგილზე, „ქართული სატახტო ქალაქიდან   - თბილისიდან“ (მ. ჩამჩიანი, „სომხეთის ისტორია“, ტ. 3, გვ. 132). სომხურ ჟამთააღმწერლობაში არის ცნობები თბილისის სომხური ეპარქიის სხვა ეპისკოპოსების შესახებაც (ანანია, ჰოვანესი და სხვები).

საქართველოს მეფის - გიორგი III-ის მეფობის დროს გრძელდება საქართველოში მცხოვრები სომხების მიმართ კეთილი ნების გამოვლინება. ურჰაეცის გადმოცემული ერთი ცნობიდან ჩანს,   რომ მეფე გიორგი სომხების სურვილის   შესასრულებლად 1162 წელს თავს ესხმის შაჰარმენებს და ათავისუფლებს ქალაქ ანის მათი ბატონობისაგან. შემდეგ, წერს ისტორიკოსი, მეფე გიორგი, 40000 დაჰეკან თანხას გამოყოფს ანიდან ტყვედ აყვანილი მოსახლეობის გამოსასყიდად (მ. ურჰაეცი, გვ. 427).

იმის წარმოსადგენად, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ქართულ სამეფო კარზე სომეხთა მიმართ, კერძოდ, ომში გამორჩეულ სომეხ ჯარისკაცების მიმართ, საკმარისია იმ უფლებების გახსენება, რომ ქართულმა სამეფო კარმა უბოძა ორ სომეხ მთავარს - ძმებს ზაქარესა და ივანეს. თამარ მეფის დროს პირველს ეკავა ამირსპასალარის მაღალი თანამდებობა, ივანეს კი - ათაბაგის.

ქართული სამეფო კარის ეს ორი სომეხი მაღალი თანამდებობის პირი ძალისხმევას არ იშურებდა აღმოსავლეთი სომხეთის სელჯუკებისგან გასათავისუფლებლად. ისტორიკოსების გადმოცემული ცნობების თანახმად, მათ შეძლეს უცხოური ბატონობისაგან გაეთავისუფლათ ანი, დვინი ვაღარშაპატი, კაღზვანი, ამბერდი, კარსი, გარნი და სხვა რეგიონები და ქალაქები.

სომეხი და ქართველი ისტორიკოსები განსაკუთრებული საქები სიტყვებით საუბრობენ ზაქარე და ივანე ძმების მოღვაწეობის შესახებ, როგორც გამოჩენილი და პოპულარული  მოღვაწეების შესახებ.   თამარ მეფის ისტორიკოსის - ბასილის თანახმად, ზაქარე და ივანე "... იყვნენ ბრძენი, მამაცი, ასევე გამოცდილი და ერთგული " (¦(Басили, историк царицы Тамары «Памятники эпохы Руставели», გვ. 48). თამარ მეფის მეფობის წლებში ქართულ-სომხური ერთობლივი არმიის მტერზე ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვება იყო სულთან რუქნ ად-დინის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება, რომელიც მოხდა ბასენის ბრძოლის დროს. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს მუშის ცნობილი "ჭარინტირი“ (გ. კ .ჰოვსეფიანი, ჰიშატაკარანქ ძერაგრაც, ტ. 1 ანტილიასი, 1951, გვ. 712). თანამედროვე მემატიანის ცნობებიდან ჩანს, რომ რუქნ ად-დინი უზარმაზარი არმიით თავს დაესხა ამიერკავკასიას. მის წინააღმდეგ გამოვიდა ქართულ-  სომხური ჯარი, ზაქარესა და ივანეს ხელმძღვანელობით, ალყაში მოაქცია მტერი და დაამარცხა.   ისინი დიდი სამხედრო ნადავლით და ტყვეებით დაბრუნდნენ. ამ გამარჯვებას უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა ამიერკავკასიისათვის. მტერი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ზედმეტია ამიერკავკასიის კვლავ დაპყრობის და იქ მათი ძალაუფლების დამყარების  ძალისხმევა.

გარეშე მტრის წინააღმდეგ სომეხი და ქართველი ხალხის ერთობლივი ბრძოლის ყურადსაღები ფაქტია არდავილის სულთანთან მომხდარი ინციდენტი, რომლის მოკლე შინაარსი შემდეგია: 1207 წელს არდავინის სულთანი მალულად თავს ესხმის ქალაქ ანის, ანადგურებს და უზარმაზარი ნადავლითა და ტყვეებით ბრუნდება. როცა ამას იგებენ ივანე და ზაქარე, მაშინვე სომხურ-ქართველი ჯარით ილაშქრებენ არ-დავალზე, ანადგურებენ სულთანს და აბრუნებენ ნადავლსა და ტყვეებს.

აკადემიკოსი ნ.მარი, ქართველი ისტორიკოსის გადმოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ შემთხვევაზე შემდეგ   დასკვნას აკეთებს: "ქართველი მემატიანის მოყვანილი მაგალითი არ არის იშვიათი შემთხვევა, რომელშიც გადმოიცემა სომხურ-ქართული ეროვნული   ელემენტების სოლიდარობა, მათი ერთობლივი ბრძოლა, როგორც სომეხი და ქართველი ხალხის დიდების ნიშანი. თამარის მეფობის პერიოდში ზაქარე და ივანე არ იყვნენ ერთადერთი მთავრები, რომლებიც ბრწყინვალე ლაშქრობებით ცნობილნი იყვნენ ქართველი ხალხის ისტორიაში ... ძნელბედობის ჟამს იარაღით იცავდნენ მათ საერთო ინტერესებს. მათი ურთიერთგაგებით სომეხი და ქართველი ეს მოღვაწეები მხოლოდ კავკასიის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებენ. თამარის მეფობამდე 150 წლის წინ სომეხი მხედართმთავარი ვაჰრამ პაჰლავუნის სამხედრო წარმატებების შესახებ ქართული ჯარი სიმღერებს მღეროდა როგორც ნახევრად ღმერთის წარმატებებზე“ (Н.Я.Марр, Ани, Л.-М., 1934, , გვერდი 40).

სომეხი მოსახლეობის გადმოსახლება საქართველოში პერიოდულად გრძელდება მონღოლთა მიერ სომხეთის დაპყრობის და მძიმე საგადასახადო რეჟიმის დაწესების შემდეგაც. საქართველოში შეკრებილი სომეხი მოსახლეობა კვლავ სამშობლოს განთავისუფლების იმედს აკავშირებს ქართველ ბაგრატიონებთან. სომხურ ჟამთაღწერაში ხშირად გვხვდება, რომ საქართველოს ამა თუ იმ მეფეს მოიხსენიებენ არა მხოლოდ ქართველთა მეფედ, არამედ სომხეთის მეფედაც, ასე მაგალითად, ავანში აღმოჩენილ ერთ წარწერაში საქართველოს მეფე დემეტრე (1270-1285 წწ.) ნახსენებია "ქართველთა და სომეხთა" მეფედ (კ. ღაფადარიანი, ავანის ორენოვანი კრიპტოგრაფიული წარწერა, ერევანი, 1945, გვ 20). 1323 წ. გლაძორში დაწერილ ერთ დღიურში საქართველოს მეფე გიორგი ასევე მოხსენიებულია "საქართველოსა და სომხეთის მეფედ" (სსწ, ხელნაწ. N 6289, გვ. 283 ა-ბ). 1417 წ. დაწერილი ერთი ხელნაწერის სამახსოვრო ჩანაწერი, აფიქსირებს რა მეფე გიორგის გარდაცვალებას, მწუხარებით აღნიშნავს, რომ ეს დანაკარგი ძალზედ სამწუხაროა ასევე სომეხი ხალხისთვის ((სსწ, ხელნაწ. N 8689 გვ. 17 ბ). თოვმა მეწოფეცი საქართველოში 1440 წლის შემოსევების დროს ჯჰან შაჰის სისასტიკის შესახებ საუბრისას, ასევე აღნიშნავს, რომ ქართველმა მთავრებმა ვერ შეძლეს სამშობლოს დაცვა. ამასთან დაკავშირებით მემატიანე აღწერს იმ მწუხარებას, რომელიც განიცადეს სომხებმა, საქართველოს აოხრების დანახვით (თოვმა მეწოფეცი, ისტორია ლენკ თემურისა, პარიზი, 1860, გვ 123).

საქართველოს სომხური კოლონია იძლეოდა არა მხოლოდ კარგ ჯარისკაცებს, არამედ სომხური დამწერლობის მნიშველოვან კერებს, სადაც  ხდებოდა სომხური ხელნაწერების გადაწერა, მინიატურებით გაფორმება, იწერობოდა ორიგინალური ნამუშევრები, ხდებოდა თარგმანები, მათი ძალისხმევით დაკარგვას გადაურჩა სომხური ლიტერატურის უამრავი ნაშრომი. ასე მაგალითად, სომხეთის მატენადარანის საკუთრებაა გახუნებული ხელნაწერი, რომელიც თავის დროზე ნაპოვნი იქნა მუღანის თათარებთან „ტყვეობაში“. მძარცველებმა ხელნაწერი თბილისში ჩამოიტანეს გასაყიდად. ქალაქის სომხურ სათვისტომოში იყიდეს ხელნაწერი და აჩუქეს სურბ ქარასნიც ეკლესიას. სომეხმა ცნობილმა მემატიანემ - ვანაკანმა, ხელნაწერის ერთ სუფთა თეთრ გვერდზე აღწერა ხელნაწერის „ტყვეობის“ ამბავი და „გათავისუფლების“ ისტორია. თავისი მონაყოლის სანდოობის მიზნით დასძინა: „მე - ვანაკანმა, საკუთარი ხელით დავწერე ქალაქ თბილისში“ (გ. კ. ჰოვსეფიანი, ჰიშატაკარანქ, გვ. 903).

ზემოაღნიშნული ხელნაწერის ბედი ეწია ასევე ვარდან არეველცის ცნობილ ნაშრომს "სომხეთის ისტორია“. 1265 წელს მემატიანე ვარდანი, ჰულავუ ხანისაგან დაბრუნებისას, ავაზაკებს ჩაუვარდა ხელში და გაიძარცვა. მძარცველები მას ართმევენ ასევე"ისტორიის" ხელნაწერს, რომელიც შემდეგ თბილისში ჩამოაქვთ და ჰყიდიან ადგილობრივ სომხებს, რომლებიც ყიდულობენ „ისტორიას“ და უბრუნებენ ავტორს. ვარდანმა, როცა მიიღო ნამუშევარი, ეპილოგი დაურთო, აუცილებლად მიიჩნია ხელნაწერის ტყვეობის ისტორიის ჩაწერა (ვარდან დიდი, მსოფლიო ისტორია, მოსკოვი, 1861, გვ 231).

საქართველოს სომეხ ემიგრანთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება XV-XVII საუკუნეებში, როდესაც საქართველო დაქუცმაცდა პოლიტიკურ პატარა ერთეულებად და მოექცა სპარსეთ-თურქეთის სისხლიანი ბატონობის ქვეშ. საქართველოს სომხურმა მოსახლეობამ სრულად გაიზიარა ის მძიმე ტრაგედია, რომელიც განიცადა ქართველმა ხალხმა უცხოური დამპყრობლების ბატონობის დროს.

XV საუკუნეში საქართველოში მძვინვარებდა სხვადასხვა უბედურება - ხოცვა, ძარცვა, ტყვედ აყვანა, აუტანელი მძიმე გადასახადები, ბავშვების მონად წაყვანა და სხვა. იმ პერიოდის ისტორიკოსები გადმოგვცემენ, რომ აღმოსავლური ბაზრები სავსე იყო ამიერკავკასიიდან წაყვანილი ტყვეებით, რომლებიც გასაყიდად გაჰქონდათ ყველგან. სხვათა შორის, სომხები, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და გაჭირვებაში მათი გულწრფელი მეგობრები, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენდნენ ქართველი ტყვეების მიმართ: ცდილობდნენ მათთვის გამოსასყიდი გადაეხადათ და გაეთავისუფლებინათ ისინი ტყვეობიდან. თოვმა მეწოფეცი ყვება, რომ 1416 წელს უზუნ ჰასანი, როცა საქართველოში შეიჭრა და დიდი რაოდენობით ტყვე აიყვანა, დაბრუნებისას სომხეთი გაიარა, სომხური მოსახლეობა სახსრებს არ ზოგავდა ქართველი ტყვეების გასათავისუფლებლად, სომეხი ქალები აძლევდნენ "სამკაულებს, მამაკაცები - საქონელს, ზოგი ბატკანს, ზოგი - ხბოს, აძლევდნენ და ყიდულობდნენ“ და როცა დამპყრობლები, რომლებსაც მიჰყავდათ ტყვეები, ხედავენ ტყვეების გათავისუფლების საქმეში სომეხთა გულმოდგინებას, ზრდიან ტყვეთა ფასს. "... და როცა დაინახეს მათი გულმოდგინება, ყოველი ტყვეს ფასი გაზარდეს 10000 დაჰეკანიდან 20000 დაჰეკანამდე ....“   (თოვმა მეწოფეცი, გვ. 78).

საქართველოდან წაყვანილ ტყვეებს შორის ბევრი იყო საქართველოში მცხოვრები სომეხიც. მაგალითად, საქართველოში ჯჰან შაჰის 1440 წლის ლაშქრობების დროს ადგილობრივ მცხოვრებ სომეხთაგან 12,000 ადამიანი დაიხოცა და ტყვედ იქნა აყვანილი. იმავე წელს დაწერილი ერთ-ერთი ხელნაწერის ჩანაწერში ვკითხულობთ: "1440 წელს ჯჰანშაჰ ა-მირზე საქართველოში შეიჭრა, მრავალი სახლი და ეკლესია გაანადგურა, და თორმეტი ათასზე მეტი სომეხი მოკლა და ტყვედ წაიყვანა“ (მღვდელი გ. აღაიანი, სომხეთის ისტორიის კრებული, ტ. X, გვ. 18).

არაქელ დავრიჟეცის ჩანაწერი გვიჩვენებს, რომ შაჰ აბასის მიერ საქართველოდან წაყვანილი ათობით ათასობით ადამიანთა შორის იყვნენ ასევე სომხები, რომლებიც ქართველებთან ერთად დაასახლეს ისპაჰანთან - ფაჰრაჰანის ჭაობებში (არაქელ დავრიჟეცი, სომხეთის ისტორია, გვ 132-133).

1795 წ. აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოსევის დროს ქართველი ხალხის უბედურება გაიზიარეს   სომხებმაც. თბილისსა და მის შემოგარენში უამრავი სომეხი იქნა მოკლული ან ტყვედ აყვანილი. ერთ-ერთი ცნობის თანახმად, ამ შემოსევის დროს იქნა მოკლული დიდი სომეხი პოეტი საიათნოვა (იხ. საიათნოვა, გამოც. აკად. წევრ კორესპონდ. მ.ჰასრათიანის, ერევანი, 1963, გვ XXXVI).

უნდა აღინიშნოს, რომ სომხები და ქართველები, ერთი ბედის ეს ორი ერი, მონურად არ დამორჩილებია სპარსეთ-თურქეთის შევიწროებას. ისინი ყოველთვის გმირულად იბრძოდნენ განთავისუფლებისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ორი ხალხების განმათავისუფლებელი გეგმები, მათი მისწრაფებები ყოველთვის იმავე გზით მიდიოდა. ცნობილია, რომ 1679 წელს, როდესაც ჰაკობ ჯუღაეცი მიემგზავრა ევროპაში ქრისტიანი ქვეყნების დახმარების სათხოვნელად, გამგზავრებამდე ის წავიდა საქართველოში, მოლაპარაკებები გამართა ქართულ განმათავისუფლებელ რაიონებთან, თავისი გეგმები შეათანხმა მათთან, შემდეგ გაემგზავრა კოსტანტინოპოლში - ევროპაში გადასასავლელად. თუმცა, როგორც ცნობილია, ეგ მოლაპარაკება დასრულდა წარუმატებლად (ლეო, სომხეთის ისტორია, ერევანი, 1946, გვ 347): მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ისრაელ ორი მოსკოვში იმყოფება და მოლაპარაკებებს მართავს მეფის კართან, სომხეთის განთავისუფლების საკითხი განიხილება საქართველოსთან, რა გზით შეუძლია რუსულ ჯარს საქართველოში და სომხეთში შესვლა? რა საბრძოლო ძალა შეუძლიათ გამოყონ ადგილობრივებმა და ა.შ.(Г.А. Эзов, Сношения Петра Великого с армянским народом, გვ. 75 და სხვა გვერდები). ცნობილია, რომ 1722 წელს სიუნიქელების თხოვნით, ვახტანგ VI-მ და მისმა ვაჟმა შაჰნავაზმა, სიუნიქის განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზებისათვის მცხეთადან იქ გაგზავნეს დავით-ბეკი, მისი თანამებრძოლებით, რომელთა გმირობა სომეხი ხალხის ისტორიაში ოქროს ასოებით აისახა. 1722 წელს, როდესაც პეტრე დიდმა დაიწყო სპარსეთის ცნობილი ლაშქრობა და დერბენდამდე მიაღწია, წინასწარ მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთის და საქართველოს ჯარები უნდა შეხვედრილიყვნენ შამახიში. იმ დროის ერთ-ერთი ისტორიკოსი ესაი ჰასან ჯალალიანი აღწერს იმ სიხარულსა და ენთუზიაზმს, რომლითაც შთაგონებულნი იყვნენ პეტრეს დასახვედრად გამართული სომხური და ქართული სამხედრო შენაერთები (Г.А. Эзов, Сношения Петра Великого с армянским народом, გვ.336). და რაოდენ დიდი იყო მათი იმედგაცრუება, როდესაც გაირკვა, რომ პეტრე დიდი დერბენტიდან უკან დაბრუნდა (Г.А. Эзов, Сношения Петра Великого с армянским народом, გვ.337).

ამის შედეგად ვახტანგმა დაკარგა ტახტი, და აღმოსავლეთი სომხეთი სასტიკად და აღუწერლად აოხრდა ჯერ თურქების, შემდეგ სპარსელების მიერ და საბოლოოდ, XVIII საუკუნეში ჰოვსეფ ემინს, საქართველოში ჩამოსვლით მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდა - საქართველოში ჩამოეყალიბებინა სომხებისა და ქართველების ერთი დიდი და კარგად შეიარაღებული არმია და მისი მეშვეობით გაეთავისუფლებინა თავისი სამშობლო (А.З.Иоаннисян,Иосиф Эмин,Ереван,1945,ნაშრონმი). სომხეთის და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა გათავისუფლებისათვის გაგრძელდა ერეკლეს დროს. სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია შაჰამირ სულთანუმ შაჰამირიანი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა მეფე ერეკლესთან, ყოველგვარად ცდილობდა დაერწმუნებინა ის ეკისრა აღმოსავლეთი სომხეთის გათავისუფლების საპატიო მისია. 1787 წლის 15 ოქტომბერს ერეკლესთვის მიწერილ წერილში შაჰამირიანი მას ურჩევს არა მარტო გაათავისუფლოს სომხეთი, არამედ სპარსეთის ხელისუფლების დაქსაქსული მდგომარეობა გამოიყენოს, დაამხოს ის და ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს. შაჰამირიანს მიაჩნია, რომ ერეკლეს ამისთვის აქვს ყველა სამართლებრივი საფუძველი (სსწ, ხელნაწერი 2949, ფ. 277 ბ). შაჰამირიანის აზრით, გაბატონების შემდეგ მართვა ადვილი იქნება,  მხოლოდ თუ ხალხს თავისუფლება მიეცემა და რელიგიურ შემწყნარებლობას გამოიჩენენ. რაც შეეხება დასავლეთ სომხეთს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუ ერეკლე გააუქმებს ბატონყმობას და ქვეყანაში  წესრიგი დამყარდება (სსწ, ხელნაწერი 2949, ფურც. 278), დასავლელი სომხები ნებაყოფლობით მოვლენ და შემოვლენ მის მფარველობაში.

საქართველოში რომელ ადგილებში იყო სომხური დასახლებები? დაახლოებით რამდენი   სომეხი ცხოვრობდა იქ? ამის შესახებ, სამწუხაროდ, პირველწყაროები მწირია და გარკვეულ ცნობებს არ იძლევა. გარდა ამისა, შუა საუკუნეებში, სხვადასხვა დროს, იცვლებოდა როგორც მოსახლეობის რაოდენობა, ისე საცხოვრებელი ადგილები.

საქართველოში ყველაზე უმსხვილესი თემი თბილისში იყო. XIII საუკუნის მოგზაური მარკო პოლო, თავის „მოგზაურობაში“   თბილისის აღწერისას, შემდეგ საინტერესო ინფორმაციას გადმოგვცემს მისი მოსახლეობის შესახებ: „ამ ქვეყანაში (ანუ საქართველოში - ა.ა) ერთი მშვენიერი ქალაქი არის - თბილისი, რომელიც გარშემორტყმულია მრავალი გარეუბნებნით და საფორტიფიკაციო ციხე-სიმაგრეებით. მოსახლეობა ქრისტიანული სარწმუნოებისაა, სომხები და ქართველები, არის რამდენიმე სარაკონისელი და მცირე რაოდენობით ებრაელი" (Путишествие Марко Поло, перевод И. Минаева, СПБ, 1873, გვერდი 30). ამ ცნობაში სომხები, როგორც ხედავთ, მოიხსენიებიან როგორც ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი მაცხოვრებლები.

სომხეთის მატენადარანის ერთ-ერთი ხელნაწერის სამახსოვროში მწერალი სთხოვს მკითხველს ახსოვდეს რვა მღვდელი, რომელთაც სახელებით ჩამოთვლის, მაგრამ შეიძლება, რა თქმა უნდა, თბილისში ასევე ყოფილიყვნენ სხვა მღვდლებიც, რომლებიც არ არიან ნახსენები მის მიერ. ეს ჩანაწერები გარკვეულ შესაძლებლობას გვაძლევს სომხური თემის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ გამოთვლები ჩავატაროთ. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ თითოეული მღვდელი ვალდებული იყო ემოძღვრა 150-200 კომლი, მაშინ რვა მღვდელი უნდა ყოფილიყო 1400-დან 1600 კომლის მოძღვარი, თუ ყოველ კომლში საშუალოდ, ჩავთვლით 5 სულს, მაშინ თბილისში იმ პერიოდში იყო   7000-8000 სომეხი.

XVIII საუკუნეში ტურენფორის ცნობით, თბილისის მოსახლეობა შეადგენდა 20,000 ადამიანს, რომელთაგან 12 ათასი სომეხი იყო É (М.Полиетков и Г. Натадзе, Старый Тифлис в известиях современников, თბილისი, 1929, გვ. 30).

სომეხი მოსახლეობის ერთი დიდი სეგმენტი ცხოვრობდა ქალაქ გორში. XVII საუკუნეში სომეხი მოსახლეობის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ეჯმიაწინმა საჭიროდ მიიჩნია საქართველოში ახალი ეპარქიის შექმნა - ეპარქიალური წინამძღვარის ცენტრით დაბა უფლისციხეში. კათოლიკოს ჰაკობს 1660 მიმართვა აქვს დაწერილი ამ ეპარქიის სომხური თემისთვის:   "უფლისციხის წმინდა ნიშნის ნეტარ ეპარქიისა და თემის სომეხ მღვდლებს, დივლათორებს, მამასახლისებს და ხალხს ზოგადად ..." (მღვდელი გ.აღაიანი,( „ტარაზ“ 1919 წ., N 1-12, გვ. 44)). სომხური მოსახლეობის ერთი საკმაოდ დიდი ნაწილი იყო ფოთში. ჯერ XV საუკუნის ერთი ევროპელი ვაჭარი ამბროსიუს კონტარინი ამბობს, რომ 1473-1477 წლის მოგზაურობის დროს საქართველოს ქალაქ ფოთთან დაინახა და ახსოვს ცხრა სომხური სოფელი (ჰ. ჰაკობიანი, სამოგზაურო ჩანაწერები, ერევანი, 1932, გვ. 244). სომეხი მოსახლეობის ერთი დიდი სეგმენტი   ცხოვრობდა შამშოლდეშიც. აკადემიკოს ა.ჰოვანისიანის გამოყენებული ერთი წყაროდან ჩანს, რომ შამშოლდეში XV საუკუნეში იყო 20 ათასამდე სომეხი მოსახლეობა (ა. ჰოვანისისანი, ეპიზოდები სომხური განმათავისუფლებელი აზრის ისტორიისა, II წიგნი, გვ. 327) . კათოლიკოსი სიმეონი 1763-1767 წწ. დაწერილ მიმართვებში მოიხსენიებს თბილისს, გორს, კახეთს, ქისეყს და თელავს, როგორც სომხურ კოლონიებს (მღვდელი გ.აღაიანი,( „ტარაზ“ 1919 წ., გვ.164)). მისი შედგენილი ერთი სტატისტიკური ჩამონათვალიდან ჩანს, რომ საქართველოში სომხები ცხოვრობდნენ თბილისში, გორში, სურამში, კრცხულაში, ახალგორში, საირისთაში, ანანოთში, დუშეთში, აინუს ხეობაში, საარსათიანისში, კახეთში, თელავში და ქისეღში.

საქართველოში სომხური დასახლებების შესახებ საუბრისას უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ჰქონდათ მათ სომხურ-ქართულ კულტურათა ურთიერთქმედების სფეროში. საქართველოში დიდი ხანი მცხოვრებმა სომეხმა მემატიანემ ან სომეხმა ოსტატმა ადგილობრივებს გადასცა ის საუკეთესო, რაც მან ჩამოიატანა თავის სამშობლოდან - სომხეთიდან და, პირიქით, ადგილობრივებისაგან აიღო და თავის სამშობლოს გადასცა ის ყველაფერი, რაც მოეწონა მას, რაც მას თავის გულთან ახლოს მიაჩნდა.

სომხურ-ქართული კულტურული კონტაქტების პირველ ეტაპად მიიჩნევა V-VIII საუკუნეები, საკონტაქტო ასპარეზი - ქვემო ქართლი და პალესტინის სომხურ-ქართული კოლონიები. უნდა აღინიშნოს, რომ უცხოეთში მცხოვრები  ორი ერის წარმომადგენლები, როგორც იმავე სარწმუნოებისა და ახლო მეზობლები, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრებით კულტურის სფეროში მნიშვნელოვნად ზემოქმედებდნენ ერთმანეთზე. ამ პერიოდში სომხურ-ქართული მწერლობის ურთიერთგავლენა   შესამჩნევია ძირითადად რელიგიური და კანონიკური ლიტერატურის სფეროში. სომხურ- ქართულ კულტურათა დაახლოების პერიოდი იყო მწერლობის მეორე ეტაპი ანუ, როგორც ამბობენ, ტაო-კლარჯეთის პერიოდი, ანუ, როცა ტაო და კლარჯეთი გადადის საქართველოს ბატონობის ქვეშ, და შექმნილ ხელსაყრელ პოლიტიკურ სიტუაციაში აღდგენილიქნა ოდესღაც გახუნებული იშხანის, შატბერდის, მიჯნაძორისა და სხვა მნიშვნელოვანი ცენტრები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სომხურ-ქართულ ლიტერატურათა მაღალი ხარისხის ნაწარმოებებით განვითარების მიმართულებით. ამ პერიოდში სომხურიდან ქართულზე ითარგმნა სომეხ ისტორიკოსთა ნაშრომებიდან ზოგიერთი თავი და ნაწყვეტი - აგათანგეღოსიდან, მოვსეს ხორენაციდან, ფავსტოს ბიუზანდისა და სხვა ავტორების   ნაწარმოებებიდან. ქართულიდან სომხურზე ითარგმნა ეპიფანე კიპრელის, გრიგორ ნიუსელის ნაშრომები, ასევე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები,    რომლებიც თავმოყრილია ცალკე კრებულში (ლ. მელიქსეთ-ბეკი, სომხურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიიდან, „ეჯმიაწინი“, 1957 წ., N 7-8, გვ.39).

ქართული ლიტერატურის განვითარებაში განსაკუთრებით დიდი იყო XI საუკუნის ერთი დიდი ქველმოქმედის - გრიგორ ბაკურიანის როლი. ეს უკანასკნელი იყო ტაიქის მთავართაგან, იყო ქალაქ ანის ამირსპასალარი, მოგვიანებით მსახურობდა ბიზანტიის სამეფო კარზე, გამოირჩეოდა როგორც კარგი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მამული მიიღო ბულგარეთის ქალაქ ბუჩკოვოში და მის მამულში დააფუძნა ქართველ და სომეხ მღვდელმსახურთაგან შემდგარი კონგრეგაცია. XI-XIII საუკუნეებში აქ აყვავდა ქართული კულტურის ერთი მშვენიერი კერა, რომელმაც მოგვცა მეცნიერების ისეთი გამოჩენილი წარმომადგენელი, როგორიცაა ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი (Н.Я.Марр, Аркаун, СПБ, 1905, გვ 19-21).

სომხურ-ქართულ კულტურათა დაახლოების საუკეთესო პერიოდი იყო XI-XIII საუკუნეები, როდესაც საქართველოში შეიქმნა ერთიანი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო, და როდესაც ქართული ფეოდალური კულტურა იყო თავის განვითარების უმაღლეს ხანაში. ამ პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევია სომხეთში მოქმედი პღნძაჰანქის (ამჟამად ახტალას) ლიტერატურული კერის როლი. აქ ქართულიდან სომხურზე ითარგმნა ბევრი ისტორიული და ფილოსოფიური ღირებული ნაშრომი. XII-XIII სს. ქართულიდან სომხურზე შესრულებულ თარგმანებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია „ქართლის ცხოვრებას“, რომელიც ამიერკავკასიის ხალხთა ისტორიის ღირებული პირველწყაროთაგანია. ის შეიცავს უამრავ ცნობას როგორც ქართველი, ასევე მისი მეზობელი ერების ისტორიის შესახებ. "ქართლის ცხოვრება", როგორც ცნობილია, შედგება რამდენიმე ქართული ისტორიული ნაშრომისაგან, რომელთაგან უძველესი ნაწილის ავტორია XI საუკუნის ისტორიკოსი ლეონტი მროველი. "ქართლის ცხოვრების" უძველესი ხელნაწერი არის სომხეთის მატენადარანში.  ის გადაწერილია XIII საუკუნის მე-2 ნახევარში. გამოქვეყნებულია ორჯერ (1884 წელს ვენეციაში, ა. ვ.თირიანის რედაქტირებით, მეორედ გამოცემულია პროფესორი ი.აბულაძის მიერ, 1953).

სახელმწიფოებრიობის გაძლიერების პერიოდში საქართველოში იყვნენ სომეხი პოეტები და მწერლები, რომლებმაც   მათი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ქართულ ლიტერატურაში. ასეთ ავტორთაგანია, მაგალითად, სარგის თმოგველი, რომელიც ცნობილია   "დირალ გევ" ლექსით (სარგის თმოგვეცი), მას კარგი რეპუტაცია ჰქონდა როგორც "მცოდნე ფილოსოფოსსა და ორატორს“. ბიბლიოგრაფიული ცნობების თანახმად, ის ქართულ სამეფო კარზე მოქმედი ზაქარიანების ნათესავი იყო.

საქართველოს მიწაზე მოგვიანებით მოქმედი, ეთნიკურად სომეხი ქართველი მწერალთაგანია ფეშანდ ფაშვი-ბერდვაძე, რომელიც ქართული ლიტერატურის ისტორიაში მიიჩნევა პირველ ავტორად, რომელმაც პოემათა სიუჟეტი აირჩია უშუალოდ ქართული სინამდვილიდან და ამით დასაბამი მისცა რეალიზმს.

XVII საუკუნეში საქართველოში მოქმედი, დიდი დამსახურების მქონე ავტორთაგანია ბეკთაბეკი, საქართველოს მეფე გიორგის მდივანი, რომელმაც გადაიწერა მთელი რიგი ქართული ხელნაწერი. მისი გადაწერილია გენიალური პოეტის - შოთა რუსთაველის, უძველესი და საუკეთესო ხელნაწერები, რომლებიც შესრულებულია 1680 წელს. ჩვენამდე მოღწეულ ყველა ხელნაწერთაგან ეს ხელნაწერი საუკეთესოდ მიიჩნევა.

ქართულ ისტორიოგრაფიასა და ენათმეცნიერებაში XVII საუკუნეში მოქმედ ავტორებს შორის გამორჩეული სომეხთაგანია ფარსადან გორგიჯანიძე. იგი ავტორია რამდენიმე ისტორიული და ფილოლოგიური ნაშრომებისა. მის კალამს ეკუთვნის "საქართველოს ისტორიისადმი" მიძღვნილი ერთი ვრცელი ნაშრომი. მან სპარსულიდან ქართულზე თარგმნა მაჰმადიანური კოდექსი, სათაურით „ჯაჰმი აბასი“. და ბოლოს, გორგიჯანიძემ შეადგინა ქართულ-არაბულ-სპარსული ვრცელი ლექსიკონი.

XVIII საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ცნობილი პირია სულხან-საბა ორბელიანი, რომელმაც მის შედგენილ "ლექსიკონში", სხვა წყაროების პარალელურად, გამოიყენა 1666 წელს ამსტერდამში გამოქვეყნებული სომხური ბიბლიის დანართში მოთავსებული ლექსიკონი   და ერემიას ლექსიკონი.

სომეხთა და ქართველთა ურთიერთობები ფართო ხასიათს იღებს  XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში. ვახტანგ VI-ისა და კათოლიკოს ანტონის დროს საქართველოში დიდი სამუშაო სრულდება სომხური ლიტერატურის გამოჩენილი ნაწარმოებების თარგმნის მიმართულებით. ამ მიზნით მოწვეულიქნა რიგი გამოცდილი მწერალი და ენათმეცნიერი, რომლებიც სამეფო კარისა და კათოლიკოსის უშუალო კონტროლით იწყებენ სათარჯიმნო ვრცელ სამუშაოებს. სომეხ მთარგმნელებს შორის განსაკუთრებული დამსახურება ჰქონდათ ზაქარია მატინიანს (მადინაშვილს), გამოცდილ ფილოსოფოს ფილიპოს ღაითმაზაშვილს, პეტროსს, სამველს და სხვებს. მთარგმნელთა ამ ჯგუფის ძალისხმევით სომხურიდან ქართულზე ითარგმნა არისტოტელეს „სტოროგუთიუნ“, კიურეღ ალექსანდრაცის „განძები“, ეფესოსის კრების ამბავი, ასურულ-რომაულად წოდებული სამართალი, მხითარ გოშის „დატასტანაგირქ“ და ა.შ. (ი. აბულაძე, ახალი ძეგლები ქართველთა და სომეხთა ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ წარსულში, "ბანბერ მატენადარანი“, 1956 წ., N 3, გვ 101-114).

სომხურიდან ქართულზე ითარგმნება სახელმძღვანელოები - მხითარ სეპასტაცის „მჭერმეტყველება“, „გრამატიკა“, „ლოგიკა“, ნაწყვეტები „ჰაიკაზიან ლექსიკონიდან“, ჩამჩიანის „სომხეთის ისტორიიდან“, ინჭიჭიანის „გეოგრაფიიდან“ და ა.შ. ვახტანგ VI-ს სამეფო კართან კავშირი ჰქონდა ნაღაშ ჰოვნათანს,   ვინც თბილისში გამოიგონა ცნობილი "საქართველოს გოზალები“. და ბოლოს, საქართველოში ცხოვრობდა და შემოქმედებდა ამიერკავკასიის გენიალური პოეტი საიათნოვა, ვინც მღეროდა სომხურად, ქართულად და აზერბაიჯანულად. ის მისი გენიალური ნაწარმოებებით ფაქტობრივად განასახიერებდა ამიერკავკასიის სამი ერების მჭიდრო და უწყვეტ მეგობრობას. საიათნოვას შემდეგ ქართულ მიწაზე შემოქმედი შემდეგი მწერალი იყო ჩამჩი მელქონი, რომელიც მღეროდა როგორც სომხურად, ისე ქართულად.

აღინიშნა მხოლოდ რამოდენიმე სახელი, დაკავშირებული უპირატესად საქართველოს სომხურ დასახლებებთან, იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს სტუმართმოყვარე ცის ქვეშ თავშეფარებული სომხები უმოქმედონი და პასიურები კი არ იყვნენ, არამედ აქტიურად მონაწილეობდენ არა მარტო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, არამედ კულტურულ ცხოვრებაში და მათი მოკრძალებული წვლილი შეჰქონდათ ამ სფეროში (გათვალისწინებულია ქართველოლოგ პარუირ მურადიანის დაკვირვებები).

"სომხები მდინარეა, რომლის წყლები რწყავენ არა მხოლოდ მის მშობლიურ მიწასა და ველს, არამედ ძლიერ ტალღებს ავრცელებენ საერთო ცივილიზაციის ოკეანისკენ" (ნ.ადონცი. არტავან არშაკუნი, ისტორიული კვლევები, გვ. 319).