1geo

fb you od

ქალაქ ერევნის დელეგაცია "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor

2017 წლის 8  სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრს სტუმრობდა ერევნის „ერებუნი“ ადმინისტრაციული რაიონის დელეგაცია, რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, არმენ ოსიპიანის, ხელმძღვანელობით.    დელეგაციის შემადგენლობაში  იყვნენ რაიონის გამგეობის   განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი სიმა ბაღდასარიანი,   სოციალური, სოციალურად დაუცველი ოჯახების, ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი სტელა ავაგიანი და საზოგადოებასთან ურთიერთობის პასუხისმგებელი არტურ ოსიპიანი.  ვიზიტის მიზანი იყო  საქართველოს სომეხთა ეპარქიის     განათლების განყოფილების და  "ჰაიარტუნ" ცენტრის საქმიანობის გაცნობა.

სტუმრებმა დაათვალიერეს „ჰაიარტუნ“ ცენტრი, გაეცნენ სომხური    ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის საქმიანობას, ცენტრის  შემოქმედებითი ჯგუფების მუშაობას, ნახეს საკლასო ოთახები, საბავშვო ბაღი.   

 განათლების განყოფილების დირექტორმა, „სურბ მოვსეს ხორენაცი“   საბავშვო ბაღის გამგემ ევგენია მარკოსიანმა  სტუმრებს გააცნო განათლების სფეროში მიმდინარე სამუშაოები, ხაზი გაუსვა მშობლიურის შენარჩუნების მიმართულებით საბავშვო ბაღის საქმიანობას, რომლის მიზანი თბილისელი სომეხი ბავშვების მშობლიურ ენაზე განათლებაა, მათი სომხური სულისკვეთებით აღზრდა. განყოფილების დირექტორმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღს ამ მიმართულებით ყოველწლიურად პროგრესი აქვს, სომხურ სკოლაში უძღვება სულ უფრო   მეტ ბავშვს.  

შემდეგ, გამართული ნაბიჯით დარბაზში შემოვიდნენ და წკრიალა ხმით სტუმრებს მიესალმნენ საბავშვო ბაღის წლევანდელი გამოშვების ბავშვები, რომლებიც ერთ კვირაში პირველი კლასის მოსწავლეები გახდებიან. პატარების სიმღერა, ცეკვა, მხატვრული კითხვა იმ მარაგის ჩვენება იყო, რაც დააგროვეს საბავშვო ბაღში სიარულის წლებში. მათმა გამოსვლებმა დაიმსახურა სტუმრების მაღალი შეფასება.   

ერებუნის ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობას, კერძოდ, საბავშვო ბაღის მშობლიური ენის სწავლების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას, ბავშვებს მიულოცა სკოლაში მისვლა და თითოეულ მათგანს აჩუქა დედა სამშობლოდან  ჩამოტანილი სასკოლო ჩანთა, სასკოლო ნივთებით.

სტუმრებმა ასევე მაღალი შეფასება მისცეს და მადლობა გადაუხადეს „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის კანდელაკს მღვდელ მანუკ ზეინალიანს და საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორს,   ლევონ ჩიდილიანს.

სტუმრებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. მათ მიესალმა და კურთხევის სიტყვა თქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნების და სომეხთა ეკლესიის განვითარების საქმეში საქართველოს სომეხთა სასულიერო თემის როლის და მასში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის დამსახურების აღსანიშნავად არმენ ოსიპიანმა მის ყოვლადუსამღვდელოესობას გადასცა ლუსიკ აგულეცის ფერწერული ტილო.  

შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ  გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს თანამშრომლობა     "ჰაიარტუნ" ცენტრსა და ერებუნის რაიონის გამგეობას შორის.

სტუმრები ასევე ეწვივნენ  "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო - კულტურულ  ცენტრს, თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს და „სურბ გევორგ“ ეკლესიის საეპისკოპოსოს.

IMG 1446 IMG 1566 IMG 1571 IMG 1572

IMG 1584 IMG 1610 IMG 1634 IMG 1663

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)