1geo

"არევიკ" ბავშვთა ფონდის 15 წლის იუბილე "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 2 დეკემბერს,  საბავშვო განწყობა სუფევდა საქართველოს სომეხთა   ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში. ლამაზი ბაფთებით და ფერადი ბუშტებით მორთული  გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი მომზადებული იყო საქართველოს „არევიკ“ ბავშთა ფონდის მე-15 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

დარბაზის პირველ რიგებში ადგილები ეკავათ თბილისის სომხური სათვისტომოს საპატიო წევრებს, ესწრებოდნენ მღვდელმსახურები, მასწავლებლები, მშობლები, სტუმრები.   1

ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ღონისძიება  გაიხსნა საუფლო ლოცვით და ეპარქიის წინამძღვრის  კურთხევით. შემდეგ შესრულდა „არევიკ“ ფონდის ჰიმნი, დედაქალაქის 104-ე საშუალო სკოლის „არევიკ“ გუნდის შესრულებით, ქორმაისტერ მარინე არშაკიანის ხელმძღვანელობით.   

ფონდის თავმჯდომარე ემა ახტიანმა ისაუბრა ფონდის ისტორიის, მისი შექმნის იდეის 2შესახებ, წარმოადგინა 15 წლის საქმიანობის მიმართულებები, მადლიერების სიტყვით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორისა და კულტურის სამინისტროებს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, სხვადასხვა ქვეყნების    ინდივიდუალურ ქველმოქმედებს, ვისი მხარდაჭერითაც მოქმედებს ფონდი. ხაზი გაუსვა „არევიკ“ ფონდის საქმიანობას, საბავშვო ნახატის და ლექსების წარმოჩენასა გაზეთ „არევიკის“ გვერდებზე, რომელიც საბავშოა, მაგრამ ზრდასრულთა საყვარელი გაზეთიცაა. ის ასრულებს  სკოლის მოსწავლეების ცხოვრებაზე რეაგირების, თანატოლთა გაცნობის, მათი დაახლოების ფუნქციას.    

ფონდის თანათავმჯდომარეებმა ინგა აღეკიანმა და აიდა ბარსეღიანმა დამსწრეებს3 შეახსენეს ის გამოფენები, საზეიმო ღონისძიებები, კონკურსები და   შემოწირულობები, რომლებიც საქმიანობის პერიოდში განახორციელა ფონდმა, საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობით, თავის გარშემო  სომხებით დასახლებული სოფლებისა და ქალაქების ბავშვების კონსოლიდირებით.  

საზეიმო ღონისძიება  ლამაზად მიჰყავდა ანა მიქაელიანს, პარალელურად წარმოადგენდნენ „არევიკ“ ფონდის საქმიანობის შესახებ ვიდეომასალას, სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული მილოცვებით. სიმღერით, ცეკვით, დეკლამაციით  ფონდს იუბილე მიულოცეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის 4სოლისტებმა ანი ჰოვანისიანმა, აიდა ბაზოიანმა, ჰენრიხ პეტროსიანმა, ედუარდ ქოჩარიანმა, ანა ანანოვამ, ლიანა მარგარიანმა, დუდუკისა და დოლის წრეების წევრებმა.   

ფონდს იუბილე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს პოეტმა   და მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ესგ-ის პროგრამების კოორდინატორმა კარინა მანუკიანმა, საქართველოს სომეხ ბიზნესმენთა კავშირის თავმჯდომარე სამველ აღეკიანმა, პეტროს ადამიანის5 სახელობის სომხური დრამატული თეატრის მსახიობმა რომეო მათიაშვილმა.   

დამსწრეებს კურთხევისა და დაფასების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ვინც მაღალი შეფასება მისცა ფონდის ნაყოფიერ საქმიანობას, მაღალი შეფასება მისცა ზეიმის მხატვრული ნაწილის გამოსვლებს, რომლებიც დაიწყო პატარებით, შემდეგ გაიზარდნენ, ჩამოყალიბდნენ და განვითარდნენ ამ ცენტრში, შემდეგ 6სიამაყით წარმოადგენენ სომხურ ხელოვნებასა და კულტურას.   მეუფე ვაზგენმა წინსვლა, წარმატებები უსურვა პატარების მრავალმხრივ, კერძოდ სომხური სულისკვეთების შენარჩუნებისკენ მიმართულ,  საქმიანობას.   

ღონისძიებას ამშვენებდნენ რობერტ ნერსესოვის სამხატვრო წრის აღსაზრდელების, გარი არუშანიანის და იური არუტიუნივის ნამუშევრები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)