1geo

"ვერნატუნ" კავშირი 20 წლისაა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a12017 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში გაიმართა საიუბილეო ღონისძიება და პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის 20 წლის იუბილეს და იმავე სახელწოდების წელიწდეულის მე-11 ნომრის გამოქვეყნებას.   

საქართველოს სომხური ლიტერატურული, სათარჯიმნო და  საგამომცემლო აზრის კონსოლიდაციით და შემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციით დაკავებული კავშირისადმი მიძღვნილი ღონისძიება ინიცირებული იყო "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული ცენტრისა და საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის მიერ.  

საპატიო პრეზიდიუმში იყვნენ  პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, საქართველოში სომხეთის საელჩოს  მრჩეველი არტაკ გრაბსკი, მწერალი, მთარგმნელი მაყვალა გონაშვილი 1და საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი.   

დარბაზში   ხალხმრავლობა იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს პირველი მდივანი არტურ სარგსიანი, საქართველოს სომეხ ბიზნესმენთა   კავშირის თავმჯდომარე სამველ აღეკიანი, სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, მწერლები, პოეტები, მასწავლებლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები. ჩამოსული იყო „ვერნატუნ“ კავშირის ჯავახეთის ფილიალის დელეგაცია.  

ღონისძიება გახსნა ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა. მან ისაუბრა   ოვანეს თუმანიანის სახლის ისტორიაზე, მადლიერება გამოხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის სახლის დაბრუნების საქმის ინიციატორებს, მხარდამჭერებს, ქველმოქმედებს.  

ღონისძიებას უძღვებოდა მწერალი, „ვერნატუნ“ კავშირის დამფუძნებელი ჟორა სნხჩიანი, ვინც ისაუბრა დამოუკიდებლობის გზაზე მყოფ პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებში მწერლების 2კოორდინაციით დაკავებული ეროვნული ორგანიზაციების ქონის დროის საჭიროებაზე, კავშირის შექმნის ერთგულ ადამიანებსა და თუმანიანისეული სულისკვეთებით შთაგონებული, „ვერნატუნ“ სახელწოდებით ამ ორგანიზაციის შექმნაზე. დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ 25 მეგობარს, ვინც ერთგულნი იყვნენ კავშირისა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი შემოქმედებით, სათარჯიმნო, საგამომცემლო, ბეჭდვით, ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი აზრის განვითარების სამუშაოებში.       

მართლაც, "ვერნატუნ" კავშირის საქმიანობა მრავლისმომცველი და შინაარსიანი იყო. 175 საავტორო წიგნი, თარგმანები და წელიწდეული „ვერნატუნ“. ჰქონდათ ნდობა, მოლოდინი და დაფასება. დიდი დრო არ იყო გასული შექმნიდან, როდესაც კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანმა, პოეტებმა მიქაელ ახტიანმა და ჰენრიხ საჰაკიანმა მიიღეს სამთავრობო მაღალი ჯილდო - „ღირსების ნიშანი“.  

კავშირის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი სომხეთისა და საქართველოს მწერლების დაახლოებაა, სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირების განვითარება, სათარჯიმნო საქმიანობა. ამ მიზნის განხორციელების, ორი ხალხების ლიტერატურათა განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირმა ოქროს მედლით დააჯილდოვა პოეტი, თარჯიმანი მაყვალა გონაშვილი, რის შესახებაც განაცხადა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა, ღონისძიების წამყვანმა კი 3იგი გადასცა სომეხი ხალხის დიდ მეგობარს.  

შემდეგ წარმოადგინეს „ვერნატუნ“  წელიწდეული, რომელიც წლების განმავლობაში თავის გვერდებზე თავს უყრიდა, რედაქტირებას ახდენდა და მკითხველს წარუდგენდა კავშირის წევრების ნაწარმოებებს - პოეტურსა თუ პროზაულს, თარგმანებს, სტატიებს, რეცენზიებს, პუბლიცისტურ ნაშრომებს. სომეხ მკითხველს აწვდიდნენ ქართველი, რუსი და უცხოური ლიტერატურის კლასიკოსთა და თანამედროვე ნაწარმოებებს, წარმოადგენდნენ ორი მეგობარი ხალხების კულტურულ ცხოვრებას.     ჟორა სნხჩიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა სომხეთის  რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს,  საქართველოში სომხეთის საელჩოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიას და მის წინამძღვარს, ინდივიდუალურ ქველმოქმედებს, ვისი მხარდაჭერითაც კავშირი აღწევს დასახულ მიზნებს.  

„ვერნატუნ“ კავშირს მე-20 წლის იუბილე მიულოცეს გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, პოეტმა გურამ ჭავჭანიძემ, პოეტმა, მთარგმნელმა არტემ კირაკოზოვმა, ჟურნალისტმა მიხაილ აიდინოვმა, პროფესორმა ემა ახტიანმა და სხვებმა. „ვერნატუნ“ კავშირის წევრებმა ლუსინე ვანოიანმა, მიხაილ ანანოვმა, სლავა მელქონიანმა წაიკითხეს თავიანთი ნაწარმოებები, შესრულებული თარგმანები, „ვერნატუნ“ კავშირის ჯავახეთის ფილიალის თავმჯდომარემ პოეტმა ალბერტ ისოიანმა დამსწრეებს აცნობა სათხაში მუზეუმის მშენებლობის ისტორია, რომელიც ზაფხულში უკვე მიიღებს დამთვალიერებლებს.  

საიუბილეო საღამო შეაჯამა ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა, ვინც დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის 4წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მილოცვა, „ვერნატუნ“ კავშირის საქართველოს სომხური შემოქმედებითი აზრის მაკონსოლიდირებელი საქმიანობის  მისი დაფასება. მამა ვირაპმა ხაზი გაუსვა კითხვის სიყვარულის როლსა და მნიშვნელობას პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში, კავშირს უსურვა, რომ მხატვრული სიტყვით შთააგონონ მშვენიერი, გამოამჟღავნონ ცხოვრების უარყოფითი მხარეები, განაგრძონ    პატრიოტული და საგანმანათლებლო მუშაობა.

ღონისძიება დეკლამაციით, სიმღერით და მუსიკით  დაამშვენეს    ლიზა თოროსიანმა, ბეგლარ ახტიანმა,  ლევონ ჩიდილიანმა, ანნა ანანოვამ, და-ძმა ბაზოიანებმა.   

ღონისძიება იქცა 20 წლის ისტორიის მქონე „ვერნატუნ“ კავშირის საქმიანობის პრეზენტაციად, ფიქსირებული წარსულით, თვალსაჩინო აწმყოთი და საიმედო მომავლით. 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)