1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიამ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების მე-40 წლისთავი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 25 დეკემბერს, საქართველოში საზეიმოდ აღინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების  მე-40 და დაბადების 85-ე წლისთავი.

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ მიულოცა   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს დიდებული იუბილე.

საქართველოს სომეხთა ეპარქიამ აღნიშნა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-1პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის  აღსაყდრების   მე -40 წლისთავი და სომხურ-ქართულ ათასწლეულების მეგობრობას მიუძღვნა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც      მონაწილეობა მიიღეს  ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა მუსიკოსებმა.  კონცერტი გაიმართა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში.   

დარბაზში ხალხმრავლობა იყო. ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი მუსიკის მოყვარული  საზოგადოების წარმომადგენლები.2

ღონისძიებას თავიანთი კურთხეული დასწრებით პატივი დასდეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა  და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა  და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორმა მიქაელ ავაგიანმა მოკლედ წარმოადგინა ათასწლეულების ისტორიის მქონე სომეხთა სამოციქულო   და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანამშრომლობა და ისტორია. ისტორიის მანძილზე ორი მორწმუნე ერი წინამძღვრების 3ძმური სიყვარულით ქმნიდა ქრისტიანულ კულტურას და ავრცელებდა იესოს ნათელ სახარებას.    

გამომსვლელმა ციტირება გააკეთა ილია მეორის ხატოვანი გამონათქვამით იმის შესახებ, რომ    სომხეთი და საქართველო ამ რეგიონში ორი ქრისტიანული ოაზისია, ხაზი გაუსვა იმას, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი აი უკვე 40 წელია ქართველ ხალხში ნათლად ამყოფებს  რწმენის ლამპარს.   მიქაელ ავაგიანმა წაიკითხა სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მილოცვის ტექსტი.

ღონისძიების გამართვისთვის მადლობა გადაიხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის იუბილეების მსგავსი ფორმით აღნიშვნას, ისაუბრა სომხურ-ქართულ მეგობრობაზე, რომელსაც საუკუნეების ისტორია აქვს და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა ახალი მუხტით ფიქსირდება დღევანდელი კათალიკოსების წინამძღვრობით.4

კლასიკური მუსიკის კონცერტზე პიანისტმა მამიკონ ნაჰაპეტიანმა,    კლარნეტისტმა დიმიტრი ბოქოლიშვილმა და მუსიკოსმა ჰოვანეს ჰამბარცუმიანმა შეასრულეს არამ ხაჩატრიანის, შუბერტის, კრაისლერის, შუმანის და ჰოვანეს ჰამბარცუმიანის ნაწარმოებები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)