1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო და კულტურული ცენტრს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,    2017 წლის 25 დეკემბერს,  სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი  სერჟ სარგსიანი და მისი მეუღლე,    დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვივნენ "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო და კულტურულ  ცენტრს. სტუმრებს თან ახლდა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, მეუღლესთან ერთად.1

სტუმრებს დახვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და წარუდგინა ეპარქიის პერსონალი.

"ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო და კულტურული ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე 2ჰოვსეფიანმა წარმოადგინა ყოველთა სომეხთა პოეტის სახლის საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის დაბრუნების ისტორია,  მადლიერების სიტყვით მიმართა   სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და ერის ერთგულ ქველმოქმედებსა და ფონდებს, თუმანიანის სახლის შეძენის და საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის დაბრუნების საკითხის გადაწყვეტის, ცენტრის შექმნის და   კეთილმოწყობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა  ცენტრის საქმიანობაზე, რომლის მისია თუმანიანის პერიოდისთვის  ჩვეული ატმოსფეროს შენარჩუნებაა, სომხურ-ქართული მეგობრული კავშირების განვითარება და გაღრმავება, რაც გამოიხატება შემდგარი შეხვედრების, პრეზენტაციების,  დებატების,  თოჯინების თეატრის წარმოდგენებით.4

მაღალი რანგის სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრი, დარბაზები, სამუშაო ოთახები, კმაყოფილება გამოთქვეს სახლის ინტერიერით და განსაკუთრებით მოიწონეს აივანი, საიდანაც იშლება ქალაქის ლამაზი ხედი.

ყოველთა სომეხთა პოეტის სახლში, სადაც  ხშირად სტუმრობდნენ ერის ღირსეული 5შვილები, იყო ჩაით გამასპინძლების ტრადიცია და ოდინდელი ტრადიციის აღდგენის ნიშნად,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები მიიწვია ჩაიზე. თუმანიანის სახლის ოთხენოვან ბიბლიოთეკაში, ძველი თბილისური სტილით გაშლილი ჩაის სუფრის გარშემო  გაიმართა თბილი, საქმიანი საუბარი დედა სამშობლოს სახელმწიფოს მეთაურს, მის თანმხლებ პირებსა და სტუმრებს შორის. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ  ცენტრის მისიის შესრულებაში თავიანთი წვლილის შეტანა შესთავაზეს.   

სტუმრებმა ასევე უყურეს ოვანეს თუმანიანის სახლისადმი მიძღვნილ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს.6

მეთოჯინე არმენ ჰოვანესიანმა   პირველ ლედის აჩუქა თავისი ხელით გაკეთებული თოჯინა, რომელიც განასახიერებს „ახთამარ“ ლეგენდის გმირს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)