1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მილოცვის წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

ilia 2თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასის, პერსონალის და მრევლის სახელით სიყვარულით გილოცავთ  აღსაყდრების 40 და დაბადების 85 წლის იუბილეს.   ათასწლეულების ისტორიის მქონე ჩვენმა ხალხებმა და ეკლესიებმა ადამიანთა გულებში სიყვარულის, სიკეთის, სინათლის დანერგვით და მწუხარეთა სულების  ნუგეშით, ამიერკავკასიაში ერთად დაამკვიდრეს ქრისტიანული კულტურა და ერთად გაავრცელეს იესოს ნათელი სახარება. თქვენი უწმინდესობის  აღსაყდრების 40 წელიწადი გახდა გაგრძელება ჩვენი ეკლესიების ძმობისა და ერთობის. თქვენ ნათელჰყავით  ყოველთა სომეხთა კათალიკოსის,  ცხონებული ვაზგენ პირველის ხსოვნა, და ჩვენი ნათელი პატრიარქების დამკვიდრებული ერთიანობის გზისადმი ერთგულებით, გააგრძელეთ ლოცვა-კურთხევა სომხეთისა და სომეხი ხალხის    მშვიდობისათვისაც. ჭეშმარიტად, თქვენი უწმინდესობის სიტყვები იქცა ხატოვან გამონათქვამად, რომ    საქართველო და სომხეთი ამ რეგიონში ორი ქრისტიანული ოაზისია. ჩვენთვის ნუგეშია, რომ თქვენი უწმინდესობა - საქართველოში, და უწმინდესი და უნეტარესი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი  გარეგინ მეორე -  სომხეთში, აგრძელებთ ამ ოაზისების შენარჩუნებისა და უსაფრთხოების დაცვის მამაც სულიერ მოძღვრებად დარჩენას.  თქვენ დღეს აგრძელებთ ამიერკავკასიაში  უძველესი ქრისტიანული ტრადიციებისა, და ღვთისმოსავი წესჩვეულებების, ოჯახური სიწმინდის, ხალხში რწმენის ლამპრის შენარჩუნებას. თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს სომეხთა ეპარქია, სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად,  სულიერი პატრიარქის   თქვენს დამსახურებულ იუბილეებს უძღვნის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 25 დეკემბერს გასამართ კლასიკური მუსიკის კონცერტს. ჩვენ ვლოცულობთ თქვენი დღეგრძელობისა და ქართული და სომხური ეკლესიების ურყევი მეგობრობისთვის და  გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. ვლოცულობთ ჩვენი ეკლესიების ძმობისთვის, დაე თქვენი კურთხევა მუდამ იყოს მფარველი, როგორც ქართველი ხალხისა, ასევე საქართველოში მცხოვრები სომხური სათვისტომოსი.   გამოვითხოვთ თქვენი უნეტარესობის ღვთისსარწმუნო ლოცვა-კურთხევას და ვეამბორებით თქვენს მარჯვენას უღრმესი კრძალვით.
 
ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიან სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)