1geo

თბილისელი ქალბატონების ვიზიტი ცენტრში „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1საქართველოს სომეხ ქალთა  "შუშანიკ" კავშირის ინიციატივით, შაბათ-კვირა დღეებში მოეწყო თბილისელ ქალბატონთა ვიზიტი ჰოვანეს თუმანიანის ყოფილ ბინაში, ამჟამად  ცენტრში „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“.  
მართალია, თითქმის ერთი წელია, რაც დედაქალაქ თბილისში მოქმედებს სრულიად სომეხთა პოეტის სახლში მოწყობლი ცენტრი, მაგრამIMG 6107 ჯერჯერობით ყველა თბილისელმა სომეხმა ვერ შეძლო ესიამოვნა იქ შექმნილი შთამაგონებელი ატმოსფეროთი. და ვინაიდან ბევრი იყო თუმანიანის განახლებული და ცენტრად ქცეული სახლის ხილვის მსურველთა რაოდენობა, გადაწყდა ვიზიტის ორ - შაბათ და კვირა, დღეებზე   გადანაწილება.   
2018 წლის 9-10 ივნისს,  ორი ჯგუფი, ყოველ ჯგუფში ოცამდე ქალბატონი, რომელთა შორის იყვნენ სომხური ენისა და ლიტერატურის ყოფილი პედაგოგები, სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, არმენოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები, და უბრალოდ  თუმანიანის შემოქმედების გულშემატკივრები, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ" კავშირის თავმჯდომარის, სუსანა ხაჩატრიანის ხელმძღვანელობით, ეწვია ცენტრს „ჰოვანეს თუმანიანის IMG 6177სახლი“.    
ორივე დღეს ვიზიტორებს დახვდა ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი, წარმოადგინა სახლის ისტორია, საქმიანობის მისია და მომავლის ხედვა. ყველამ დიდი ინტერესით, მადლიერების დიდი გრძნობით  დაათვალიერა აღდგენილი, თუმანიანის სულისკვეთება შენარჩუნებული, ძველებურად მოწყობილი ოთახები და განიცადა დიდი პოეტის სახლში ყოფნის, შემოქმედი ატმოსფეროს გრძნობის სიხარული.   
ამჯერედაც არ დაირღვა თუმანიანის სახლში ჩაით გამასპინძლების ტრადიცია, სტუმრებმა ადგილები დაიკავეს მშვენიერ აივანზე გაშლილ სუფრასთან. ცენტრის IMG 6204თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი, არმენ ჰოვანისიანი, მსახიობ აშოტ სიმონიანთან ერთად, გაუმასპინძლდა „ვერნანუშებს“, როგორც მათ უწოდებდა დიდი პოეტი, ამავდროულად ყვებოდნენ საინტერესო ისტორიებს და მოგონებებს. სასიამოვნო სიურპრიზის სახით სტუმრებს მიაწოდეს პატარა პერგამენტები, თუმანიანის ფილოსოფიური შინაარსის ტაეპებით, ნაწყვეტებით პოეტის შემოქმედებიდან.  
სტუმრები კითხულობდნენ ტაეპებს, რომლებიც მათ ხვდათ წილად, წვდებოდნენ თუმანიანის  ნაწარმოებების თითქოსდა მარტივ, მაგრამ ამავდროულად  ასე ღრმა შინაარსის მქონე ნაწარმოებების სიღრმეს. ბევრმა მათგანმა წაიკითხა არა მხოლოდ სტრიქონები, არამედ მთელი ნაწარმოებები უკვდავი პოეტის შემოქმედებიდან, შეასრულეს მისი ლექსების სიტყვებით დაწერილი სიმღერები.
ჯგუფური სურათის გადაღების შემდეგ, ქალბატონებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და დიდი მადლიერებით დატოვეს თუმანიანის სახლი,  თან გაიყოლეს თუმანიანის  მდიდარი ლიტერატურის  ახლებურად აღქმის  შეგრძნება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)