1geo

fb you od

საიათ ნოვა - სიყვარულის ლირიკის ოსტატი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ოთხშაბათი, 29 მაისი 2013 09:31

Batumi

26 აპრილს ბათუმის რ.ლაღიძის სახელობის სკოლის მუზეუმ შედგა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, მიღვნილი სიყვარულის დიდი მგოსნისა და აშუღის - საიათ ნოვას ხსოვნისადმი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის კონსულის მოადგილე არმენ გრიგორიანი, „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მორწმუნენი, სომხური ინტელიგენციის, სპორტის წრმომადგენლები,

მშობლები, სტუმრები.

საღამოზე სხვადასხვა ენაზე გაიჟღერა საიათ ნოვა ლექსებმა და სიმღერებმა, ასევე დიდი აშუღისადმი მიძღვნილმა ლექსებმა.

კონცერტში მონაწილეობდნენ ეკლესიის ბავშვთა გუნდი „აღბიურ“ და ბათუმის სომხური სკოლის მოსწავლეები. საღამოს მსვლელობისას მადლიერების სიტყვები მიმართეს „ XXI საუკუნის გიმნაზია-სასწავლებლის“ მასწავლებელს მარიეტა ჰაბეთიანს, ასევე სომხური სკოლის მასწავლებელ საენიკ დანიელიანს, რომელთა ძალისხმევით მოსწავლეები გამოვიდნენ საიათ ნოვას სხვადასხვა ენაზე დაწერილი ბრწყინვალე ლექსებით.

საღამო ლამაზი გამოსვლებით დაამშვენეს ბათუმის სომხური სკოლის მოსწავლეებმა - ლუსინე და ეთერი არშაკიანებმა, ტიგრან პოღოსიანმა, მარიამ მნოაინმა, მარინა ხაჩატრიანმა და კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილემ მარგარიტ დანიელიანმა.

დამსწრეებს საიათ ნოვას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ესაუბრა "სურბ ფრკიჩ“ საეკლესიო და „აღბიურ“ ბავშვთა გუნდების ხელმძღვანელი რუზანა ჰოვანისიანი.

აუდიტორიის ოვაციები დაიმსახურეს "სურბ ფრკიჩ“ საეკლესიო და „აღბიურ“ ბავშვთა გუნდების მიერ საიათ ნოვას სიმღერები უბადლო შესრულებებმა.

კონცერტი ინიციატორმა - ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა აკურთხა ყველა დამსწრე და ღონისძიება შეაფასა ნათელ ვარსკვლავად, რომელმაც მისი ადგილი ჰპოვა ყოველი მონაწილის გულში.