1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში საზეიმოდ აღინიშნა მთარგმნელთა დღე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
პარასკევი, 21 ივნისი 2013 12:52

tt

20 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიამ ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში აღნიშნა სომეხთა ეკლესიის კალენდრით განსაზღვრული მთარგმნელთა დღე - წმინდა საჰაკ პართევისა და წმინდა მესროპ მაშტოცის ხსოვნის დღე. სადღესასწაულ ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“

ცენტრის სომხური ენის სწავლების წმინდა გრიგორ ნარეკაცის და წმინდა ეღია წინასწარმეტყველის სახელობის საკვირაო სკოლების აღსაზრდელები, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ’ ცენტრის სამეურვეო საბჭოს წევრი, ქველმოქმედი, ბიზნესმენი ალექსანდრ უთმაზიანი, სასულიერო დასი, მშობლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები.

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით აღევლინა სადღესასწაულო წირვა. წირვა აღავლინა წმინდა ეჯმიაწინ ეკლესიის მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, მან იქადაგა საჰაკ პართევსა და მესროპ მაშტოცზე, როგორც სომხური დამწერლობისა და საეკლესიო ლიტერატურის ფუძემდბლებზე.

წირვის დასასრულს წინამძღვარმა მორწმუნეებს მიულოცა სომხური ეკლესიის ეს ლამაზი დღესასწაული - მთარგმნელთა დღე. ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა დიასპორაში სომხური ენის შენარჩუნებასა და თაობების სომხური სულისკვეთებით აღზრდის შესახებ, მაღალი შეფასება მისცა საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის წმინდა გრიგორ ნარეკაცის სახელობისა და წმინდა ეღია წინასწარმეტყველის სახელობის სკოლების მოღვაწეობას, რაც შესაძლებლობას იძლევა, სომხურს დაშორებულ სხვადასხვა ასაკის სომეხ ახალგაზრდებს ისწავლონ მშობლიურო ენა, დაახლოვდნენ მათ ფესვებ.

საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის საგანმანათლებლო განყოფილების პასუხისმგებელმა ევგენია მარკოსიანმა სომხურით ცხოვრების, სომხურ ეკლესიასთან ახლოს ყოფნის მოწოდებით აღნიშნული სკოლების მეორე კლასდამთავრებულებს გადასცა სკოლის დამთავრების მოწმობები.

კურსდამთავრებულებს მიულოცეს და მშობლიური ენის შენარჩუნება მოუწოდეს ქველმოქმედმა ალექსანდრე უთმაზიანმა, სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა. დასასრულ "ჰაიარტუნ“ ცენტრის დავით გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოს კონსულის ანაჰიტ ბარსეღიანის ამ ბოლო დროს გარდაცვლილი მამის სახელზე ორგანიზებული წვეულება ბავშვებისათვის.

IMGP5944