1geo

fb you od

ნინოწმინდის რაიონის სოფელ მამზარაში ჩატარდა „სურბ მესრობ მაშტოც“ ეკლესიის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ორშაბათი, 08 ივლისი 2013 07:18

m

6 ივლისს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით და ნინოწმინდის სულირი მოძღვრის მღვდელ არმაშ პოღოსიანის, ახალქალაქის სულიერი მიძღვრის მღვდელ ტათევ მარუქიანის, სასულიერო პირების მონაწილეობით ჩატარდა ნინოწმინდის რაიონის სოფელ მამზარის „სურბ მესრობ მაშტოც“ ეკლესიის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია. წმიდა ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოთა წარმომადგენლები და სოფლის საზოგადოება.

ეკლესია აშენდება ამავე სოფელში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები ჰაკობ ხაჩატრიანის ქველმოქმედებით.

ცერემონია დაიწყო „მამაო ჩვენოთი“. ფსალმუნებისა და „შარაკანების“ გალობის თანხლებით, ჯერ წყლითა და ღვინით აკურთხეს საძირკვლის 16 ქვა, შემდეგ წინამძღვარმა აკურთხა საძირკველი. 16 ქვა ასაშენებელი ეკლესიის საძირკველში მოათავსეს თემის ლიდერებმა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა.

საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალის დასასრულს კურთხევით და მისალოცი სიტყვით გამოვიდა წინამძღვარი, მან იმედი გამოთქვა, რომ ეკლესიის საფუძვლის ჩაყრითა და აშენებით შეიცვლება სოფლის სასულიერო ცხოვრება. ეკლესია შემოტანა პოზიტიურ ცვლილებებს. წინამძღვარმა მოუწოდა სკოლის დირექციას, სულიერ მოძღვარს და თემის ხელმძღვანელობას, რომ კიდევ უფრო განავითარონ სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო და სულიერი ცხოვრება.

წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა მღვდელ არმაშ პოღოსიანის შესრულებულ სამუშაოს და ეპარქიის საეკლესიო ცხოვრების მხარდაჭერა რაიონის ხელმძღვანელობისა და დეპუტატის მიერ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ასევე დალოცა ჰაკობ ხაჩატრიანის მშობლები და ოჯახის წევრები, მაღალი შეფასება მისცა მათ საქმიანობას - შესრულებულს ეკლესიის და ერის სიყვარულით.

ცერემონიაში მონაწილეობდნენ რაიონიდან არეული საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ჰენზელ მკოიანი, რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი, რაიონის გამგეობის თავმჯდომარე გაგიკ ღარსლიანი, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სამეურვეო საბჭოს წევრი, ქველმოქმედი არამ სანოსიანი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი და სხვები.

სოფლის დაარსების შესახებ ცნობები ეკუთვნის მე-16 საუკუნეს, მაგრამ ძირითადი მოსახლეობა აქ გადმოსახლდა 1829-30-იან წლებში ერზრუმის რაიონის სოფელ მამზარიდან. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში არის 1830-იან წლებში აშენებული, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ( "წმინდა გრიგოლ განმანათლებელი") ეკლესია, თემმა ახალი ეკლესიის აშენება გადაწყვიტა, მომავალში „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის აღდგენის პერსპექტივით. სოფელი ცნობილია ასევე სახელწოდებით ნამზარა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)