1geo

fb you od

"ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა „ვერნატუნ“ წელიწდეულის მე-9 ნომრის პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ხუთშაბათი, 11 ივლისი 2013 12:55

vernatun

7 ივლისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა საქართველოს სომ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის ამავე სახელწოდებით წელიწდეული პრეზენტაცია. საქართველოს სომეხ შემოქმედთა დამაკავშირებელმა აღნიშნულმა სტრუქტურამ დაახლოებით ათი წლის წინ შექმნა წელიწდეული, რომლის ფარგლებში ორ წელიწადში ერთხელ სომხურ, რუსულ, წელს ასევე, ქართულ ენებზე აქვეყნებენ კავშირის წევრების და არა მხოლოდ წევრების, ნამუშევრებს და თარგმანებს.

წელიწდეულის მე-9 ნომრის ბეჭდვა, სომხური ბეჭვითი სიტყვის 500 წლისთავის ღონისძიებათა ფარგლებში, დაფინანსა სრ დიასპორის სამინისტრომ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც "ვერნატუნ" კავშირის თბილისის ორგანიზაციის წევრები, ასევე კავშირის წევრები ჯავახეთიდან - ახალქალაქის რაიონის სოფელ მერენიიდან, ნინოწმინდის რაიონის სოფლებიდან - განძასა და ჰეშტიიდან, უფროსი, საშუალო და ახალგაზრდა თაობის შემოქმედები, ინტელიგენციის, კითხვის მოყვარული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

პრეზენტაცია გახსნა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ ჟორა სნხჩიანმა. მან გაიხსენა კავშირის შექმნის ძნელი წლები და იმ პერიოდის პრობლემები, ორგანიზაციის სათავეებთან მდგომი და ამჟამად გარდაცლილი მწერალი-მეგობრები, დააფასა მოაზროვნე მწერალთა მიდგომა საქართველოს სომხური შემოქმედებითი აზროვნების განვითარების, შემოქმედთა გაერთიანების და მათი მოღვაწეობის კოორდინაციის გაწევის, ორგანიზაციის ახალი წევრებით შევსების, ლიტერატურის მთარგმნელობითი მიმართულების განვითარების საქმეში.

წელიწდეულის გამოცემას მიესალმნენ გაზეთ "ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, მწერალ-მთარგმნელი ანაჰიტ ბოსტანჯიანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატემა ახტიანი, მწერალ- მთარგმნელ გივი შაჰნაზარი, პოეტები ნარინე სირაკანიანი, გევორგ ჰაიასა, ჰოვანეს მარიკიანი და სხვები. გამომსვლელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წელიწდეულის გამოცემას შემოქმედთა ნაწარმოებების მკითხველისთვის წარდგენის საქმეში, მათ შენიშნეს, რომ საჭიროა წელიწდეული ცენზურა, სადაც ნამუშევრები შეფასდება, ასევე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ წელიწდეული უნდა განხილულიქნეუფრო ვიწრო წრეებში, ლიტერატურის სფეროს მოღვაწეთა და სპეციალისტთა მიერ.

შეკრებილებზე ნათელი შთაბეჭდილება დატოვა წარსულში "ვერნატუნ“ კავშირის წევრის, ამჟამად სრ მწერალთა კავშირის წევრის პოეტ მიქაელ ახტიანის გამოსვლამ. იგი მიესალმა დამსწრეებს და მოუწოდა ბევრი წერონ, არ მოსწყდნენ დედა-სამშობლოს და გამჩენ ხალხს. ბატონმა მიქაელმა გამოსვლა დაასრულა საკუთარი ლექსის კითხვით.

შეკრებილები დალოცა სოქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა დამსწრეებს მიულოცა სომხური ეკლესიის კალენდრით მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული - ვარდავარი. ეპარქიის ლიდერმა დადებითად შეაფასა სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის მოღვაწეობა და წელიწდეულის გამოცემა. მან მოუწოდა წინაპრების შექმნილი „ვერნატუნ“ ორგანიზაციის ტრადიციების ცვისა და საქართველოში სომხური აზროვნების განვითარების გაგრძელებისკენ.

საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის ლიტერატურის პროპაგანდისა და მასობრივი ღონისძიებების განყოფილების ხელმძღვანელი როზა ზორაბიანის ძალისხმევით პრეზენტაციის მსველობისას წელიწდეულიდან ნაწყვეტები და ასევე ლექსები წაიკითხეს თბილისის 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანი აღეკიანმა, ვიქტორია დანიელიანმა, მერი ხლღათიანმა, ლიზა თოროსიანმა, არამ მელიქიანმა და სხვა. „არევიკ“ ბავშვთა ფონდის სახელით ვერნატუნელებს მისი დადგმული საცეკვაო ნომრით მიულოცა ანა მიქაელიანმა.

ღონისძიებას ამშვენებდნენ მევიოლინე მარიანა კირაკოზოვას, პიანისტების ეთერი წკიფურიშვილის და კარენ მირზოიანის, „ვანქ“ ცეკვის ანსამბლის (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე), № 104 სკოლის "პატარა სომხები“ გუნდი (ხელმძღვანელი: მარინა არშაკიანი) ლამაზი შესრულებები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)