1geo

fb you od

საქართველოში დაიწყო ახალი სასწავლო წელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 10:37

IMGP06241

16 სექტემბერს საქართველოში დაირეკა ახალი, 2013-2014 სასწავლო წლმაუწყებელი პირველი ზარი. დღე საზეიმო იყო ასევე თბილისის სომხური მოსახლეობისთვის, რომელთა შორის არიან ისეთები, ვისი შვილებიც სომხურ სკოლებში სწავლობენ.

ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო ასევე თბილისის 104-ე საჯარო სკოლაში. ამ სასწავლო დაწესებულების მოსწავლეები, პედაგოგიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და მშობლების მოსალოცად მივიდნენ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პრეზიდენტ მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი კარინე მანუკიანი, პოეტ-მთარგმნელი ანაჰიტ ბოსტანჯიანი, ტელეკომპანია „ობიექტივის“ სომხური გამოშვების წამყვანი გოგა ელიბეკოვი.

ახალი სასწავლო წლის პირველი ზარის ზეიმს ესწრებოდნენ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის კანდელაკი მღვდელი მანუკ ზეინალიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების პასუხისმგებელი ევგენია მარკოსიანი, წმიდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის მასწავლებელი ნარინე ღუშჩიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი და ეპარქიის ვებ-გვერდების ტექნიკური მომსახურების ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი.

გამომსვლელებმა მიულოცეს მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, მათ წარმატებები უსურვეს სწავლაში და ისაუბრეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების როლსა და მნიშვნელობაზე ეროვნული სახის შენარჩუნების საქმეში, ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყნის სახელმწიფო ენის ფლობის აუცილებლობას. გამოსვლებში აღინიშნა ხელისუფლების ყურადღება არაქართულენოვანი სკოლების მიმართ. ხაზი გაესვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობას სომხური სკოლების შენარჩუნებისა და მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის მიმართულებით. ამ სასწავლო წელს სომხურ სკოლაში შევიდა წმიდა მოვსეს ხორენაცის ახელობის საბავშვო ბაღის 10 აღსაზრდელი. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლას დაჰპირდნენ ყურადღებისა და მხარდაჭერის უწყვეტად გაგრძელებას.

შემდეგ მე-12, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ლიკა მარკარიანმა და ლიზა თოროსიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლასა და 24 პირვლკლასელს. გაისმა 2013-2014 სასწავლო წლ დაწყების მაუწყებელი პირველი ზარი, მოსწავლეები გაეშურნენ საკლასო ოთახებისკენ.

IMGP0567  IMGP0555  

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)