1geo

საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის ვირაპ ღაზარიანის მიერ გაზეთ „თბილისი თაიმს“ -ის თვის მიცემული ინტერვიუს ტექსტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სტატიები

IMGP0308 

  • ვიცით, რომ ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაულს მხოლოდ სომხური ეკლესია აღნიშნავს. გვიამბეთ, ამ დღესასწულის არსსა და დანიშნულებაზე. რატომ მიიღო მან სომხური ეროვნული ზეიმის სახე?

ვარაგის წმინდა ჯვრის დღე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული და ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. ამ დღესასწაულს აღნიშნავს მხოლოდ სომეხთა ეკლესია და მას ეროვნული დღესასწაულის სახე აქვს. არსებობს ლეგენდა ამ დღესასწაულის შესახებ. იგი წარმოიშვა ძირითადად გაიანე და რიფსიმე ქალწულთაგან. ისტორიაში რომ ჩავღრმავდეთ, ვნახავთ, რომ ისტორიის დასაწყისი არის იაკობის - უფლის ხორციელი ძმის ხელიდან წმინდა ჯვრის ერთი პატარა ნაწილი, რომელსაც საჩუქრად იღებს იმპერატრიცა პატრონიკეა. წმინდა ჯვრის ნაწილი მემკვიდრეობით გადადის თაობიდან თაობაზე და აღწევს ქალწულ რიფსიმემდე, რომელიც იმპერატორ კლაუდიუსის და იმპერატრიცა პატრონიკეას საგვარეულოდან იყო.

როდესაც იწყება იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის პერიოდი, დევნას განიცის ასევე ქალწული ჰრიფსიმე, რომელმაც უარი განაცხადა იმპერატორ დიოკლეტიანეს ცოლად გაყოლაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი აღარ იყო ქრისტიანი. ეს ფაქტი კიდევ უფრო აღაშფოთებს იმპერატორ დიოკლეტიანეს და იგი კიდევ უფრო აძლიერებს ქალწულ რიფსიმეს დევნას. შედეგად, გაიანე და რიპსიმე ქალწულები, 70 ქალწულთან ერთად, ტოვებენ იმპერიას და სომხეთისკენ გაემართებიან.

როცა აღწევენ ვან-ვასპურაკანის მთებს, ქალწული რიფსმე ცხოველმყოფელი ჯვრის ერთი ნაწილი, რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებდა, ინახავს და აგრძელებს გზას სომხეთისკენ.

  • გვიამბეთ თავად ვარაგის ჯვრის ისტორია. როგორც ცნობილია „სურბ ნშანის“ ეკლესიაში ინახებოდა 1915 წლამდე, სად არის დაბრძანებლი დღეს?

მოგვიანებით, ჰოველ და თოდიკ განდეგილები, დაახლოებით იგებენ რა, რომ სასწაულმოქმედი ჯვარი დაბრძანებულია ვარაგის მთაზე, ლოცვითა და განდეგილებით ადიან მთაზე და პირობას დებენ, რომ არ დაბრუნდებიან, სანამ არ იპოვიან ჯვარს. ეს მოვლენები ხდებოდა მე -7 საუკუნის შუა ხანებში.

დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ რა მთაზე მარხვითა და ლოცვით, 12 ნათელი სვეტის გამოსახულებით ნიშანს ხედავენ, რომელიც მათ აჩვენებს სასწაულმოქმედი ჯვრის ადგილს და ამ ნიშნით პოულობენ ჯვრის წმინდა ნაწილს. ეს ამბავი შეიტყო კათოლიკოსმა ნერსეს აღმაშენებელმა. კათოლიკოსი, მთავარ რშტუნისთან ერთად, ავიდა ვარაგის მთაზე. ამ სასწაულის პოვნის შემდეგ, ვარაგის მთაზე აშენებენ ორ ტაძარს, რომლებიც ატარებენ სახელწოდებას „სურბ ნშან“. აქედან მომდინარეობს გამოთქმა ვარაგის ჯვარი და დღესასწაული, რომელიც შედის სომეხთა სამოციქულო ეკლესიის კალენდარში. ამ დღესასწაულს აღნიშნავს მხოლოდ სომეხთა ეკლესია.

მართალია, 1915 წლამდე ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი ინახებოდა სურბ ნშან ეკლესიაში, მაგრამ დღეს ჩვენთვის უცნობია, სად არის ახლა ის.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ეკლესიები, რომლებიც დღეს ატარებენ „სურბ ნშან“ სახელს, შესაძლებელია, რომ შეიცავდნენ ამ ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილებს.

  • გაქვთ თუ არა რაიმე სახის ტრადიციები ამ დღესასწულის აღნიშვნასთან დაკავშირებით ? როგორ ზეიმობთ ამ დღეს?

ეს დღესასწაული აღინიშნება საყოველთაოდ, ყველა ეკლესიაში აღევლინება საღმრთო ლიტურგია, და რადგან ეს ამბავი მოხდა ვანში, ხალხმა მას უწოდა ასევე ვანელების დღესასწაული და ის განსაკუთრებული ზარზეიმით აღინიშნებოდა ვანში. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა თავისი ტრადიციები, რომლებიც უკვე დავიწყებას მიეცა.

- და ბოლოს, რას უსურვებდით სომხური ეკლესიის მრევლს თქვენთვის ასეთ მნიშვნელოვან დღესასწულზე ?

მე მინდა, რომ უფრო დიდი პატივისცემა გვქონდეს მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრისადმი, იმიტომ, რომ ის ყველაფერი, რაც უკავშირდება ჯვარს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თაყვანისცემის ღირსი. დავსძენ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვუყურებთ ჯვარს, ჩვენ ვხედავთ ჯვარცმულ მაცხოვარს.

წმინდა ჯვრის ყოველი ნაწილი მაცხოვრის ჯვრის ერთი პატარა ნაწილია, რომელზეც დაიღვარა მაცხოვრის სისხლი. ბევრი ეკლესია აშენდა უფლის სასწაულმოქმედი ჯვრის ნაწილზე, ატარებს წმინდა ჯვრის სახელს, რითაც ხაზი ესმევა ჯვრის მიმართ ჩვენი - ქრისტიანების, პატივისცემასა და სიყვარულს.

ღირსი მღვდელი მამა ვირაპ ღაზარიანი

საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)