1geo

ბზობა: იესოს დიდებით შესვლა იერუსალიმში

ბზობა: იესოს დიდებით შესვლა იერუსალიმში

 

წმინდა აღდგომის წინა კვირა დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს   ბზობის დღესასწაულს, რომელიც განასახიერებს ქრისტეს დიდებით  შესვლას იერუსალიმში. სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ II-მ   ბზობის დღესასწაული გამოაცხადა ბავშვების კურთხევის დღედ, იმ გარემოების  გათვალისწინებით,   რომ უფლის იერუსალიმში  შესვლის დროს    ბავშვები შეეგებნენ მას, შეძახილებით „კურთხეულ იყოს ძე დავითისა“,  (მათ. 21:15), იესუ მოვიდა ღარიბების საქადაგებლად,   ტკივილების მოსაშუშებლად, ტყვეების გასათავისუფლებლად და უსინათლოთათვის   მხედველობის დასაბრუნებლად.  მოსახლეობა იესოს ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9) და სხვა.  ეკლესიის მამათა სწავლების თანახმად,   იესოს  ფეხებქვეშ  ტანსაცმლის გაგება  ცოდვებისაგან გათავისუფლების სიმბოლოა.   რტოების ჩუქება კი - პატივისცემის გამოხატულება.      ზეთისხილის და პალმის ტოტების ჩუქება ქრისტესთვის, რომელმაც ლაზარე აღადგინა მკვდრეთით, სიმბოლურად სიკვდილზე გამარჯვებაა.   
ბზობის წინა შაბათ დღეს სრულდება ბზობის წინასადღესასწაულო ცერემონია, იხსნება  საკურთხევლის ფარდა    და მეორე დღეს, ღვთისმსახურების შემდეგ აღევლინება საღმრთო ლიტურგია. ბზობის დილით ეკლესიაში აკურთხებენ ზეთისხილის ან ტირიფის ტოტებს და ურიგებენ მორწმუნეებს. ტირიფის ტოტები, რომლებიც    უნაყოფოა,  განასახიერებენ კერპთაყვანისმცემლებს, რომლებმაც ნაყოფი გამოიღეს მხოლოდ ქრისტესათვის ჩუქების შემდეგ.  რტოების სირბილე სიმბოლოა ქრისტეს მიმდევრების თავმდაბლობისა.

აღნიშნის თარიღი

16.03.2008
05.04.2009
28.03.2010
17.04.2011
01.04.2012
24.03.2013
13.04.2014
29.03.2015
20.03.2016
09.04.2017
25.03.2018
14.04.2019
05.04.2020
28.03.2021
10.04.2022
02.04.2023
24.03.2024
13.04.2025
29.03.2026
21.03.2027
09.04.2028
25.03.2029
14.04.2030

დიდი ორშაბათი

დიდი ორშაბათი

 

დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენიებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ ჰპოვა. ეკლესია დიდ ორშაბათს ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებს.  როდესაც იესო იერუსალიმიდან დაბრუნებისას ახმობს უნაყოფო ლეღვის ხეს და ამბობს:  "ყველაფერს, რასაც თქვენ ლოცვაში რწმენით   ითხოვთ,   მიიღებთ" (მათე 21:22)

აღნიშნის თარიღი

17.03.2008
06.04.2009
29.03.2010
18.04.2011
02.04.2012
25.03.2013
14.04.2014
30.03.2015
21.03.2016
10.04.2017
26.03.2018
15.04.2019
06.04.2020
29.03.2021
11.04.2022
03.04.2023
25.03.2024
14.04.2025
30.03.2026
22.03.2027
10.04.2028
26.03.2029
15.04.2030

დიდი სამშაბათი

დიდი სამშაბათი

 

(მათ. 25:1-13) დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ. ამ დღეს წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ. ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ.    
ვნების კვირის  სამშაბათს საღამოს ღვთისმსახურების დროს ეკლესიაში გამოდის ათი ბავშვი.  ხუთ მათგანს დანთებული სანთელი აქვს ხელში,  რაც სიმბოლურად გონიერ ქალწულებს განასახიერებს, დანარჩენ ხუთს - ჩამქრალი  სანთლები, უგუნურ ქალწულთა განსასახიერებლად.

აღნიშნის თარიღი

18.03.2008
07.04.2009
30.03.2010
19.04.2011
03.04.2012
26.03.2013
15.04.2014
31.03.2015
22.03.2016
11.04.2017
27.03.2018
16.04.2019
07.04.2020
30.03.2021
12.04.2022
04.04.2023
26.03.2024
15.04.2025
31.03.2026
23.03.2027
11.04.2028
27.03.2029
16.04.2030

(მათ. 25:1-13) დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ. ამ დღეს წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ. ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ.    

ვნების კვირის  სამშაბათს საღამოს ღვთისმსახურების დროს ეკლესიაში გამოდის ათი ბავშვი.  ხუთ მათგანს დანთებული სანთელი აქვს ხელში,  რაც სიმბოლურად გონიერ ქალწულებს განასახიერებს, დანარჩენ ხუთს - ჩამქრალი  სანთლები, უგუნურ ქალწულთა განსასახიერებლად.

იერუსალიმის წმინდა პატრიარქ კირილეს, წმინდა კირილე ეპისკოპოსის და მისი დედის წმინდა ანას ხსენების დღე

იერუსალიმის წმინდა პატრიარქ კირილეს, წმინდა კირილე   ეპისკოპოსის და   მისი დედის წმინდა ანას ხსენების დღე

 

წმინდა კირილე   დაიბადა იერუსალიმში 315 წელს. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე მღვდელმონაზვნად აღიკვეცა, ხოლო 346 წელს პრესვიტერად აკურთხეს. იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ. ამით არიოზის მიმდევარი ეპისკოპოსების რისხვა დაიმსახურა. არიანელებმა მოახერხეს კირილეს ტახტიდან ჩამოგდება და იერუსალიმიდან გაძევება. იმპერატორ იულიანეს დაღუპვის შემდეგ წმინდა კირილე კვლავ დაუბრუნდა კათედრას, მაგრამ იმპერატორ ვალენტის   მეფობის დროს მესამედ იქნა გადასახლებული. მხოლოდ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის   დროს წმინდა კირილე დაუბრუნდა სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. 381 წელს წმინდა კირილემ მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელმაც დაგმო მაკედონიუსის ერესი და ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო დაამტკიცა.

წმინდა კირილეს უამრავი თხზულებაა ნათარგმნი სომხურ ენაზე. 351 წლის სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო განრთხმული. კირილემ ამ გამოცხადების შესახებ შეატყობინა არიანელ იმპერატორ კონსტანცის   და ეცადა მის მოქცევას მართლმადიდებლობაზე. ამ წერილს დღემდე კითხულობენ სომხურ ეკლესიებში.   განსაკუთრებით ცნობილია 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: „განღრვეულისათვის“ და „წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის კანას გალილეაში“. წმინდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს.

გადმოცემის თანახმად, იერუსალიმის წმინდა იაკობის ეკლესიის წმინდა სტეფანოსის სამლოცველოში მდებარეობს ის აუზი, სადაც მოინათლა წმინდა კირილე პატრიარქი. წმინდა კირილე პატრიარქის სახელი სომეხთა ეკლეისაში მოიხსენიება ორჯერ, დიდი მარხვის მეორე შაბათ დღეს და 12 ვარდაპეტთან ერთად - ოქტომბრის ბოლო შაბათს.

წმინდა კირილე პატრიარქის თანამედროვეა წმინდა კირილე ეპისკოპოსი   (ყოფილი სახელწოდება იუდა). ისტორიული წყაროების თანახმად, იგი დაეხმარა ელენეს მოეძებნა ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვარი და როცა დაინახა წმინდა ჯვრის   სასწაულებრივი ძალა, დედამისთან - ანასთან ერთად მოინათლა და შეიცვალა სახელი - გახდა კირილე.   იგი დედამისთან ერთად სასტიკად აწამეს იულიანე განდგომილის დევნის დროს. მათი ხსენების დღეს სომხური ეკლესია აღნიშნავს კირილე ეპისკოპოსის ხსენებასთან ერთად, დიდი მარხვის მეორე შაბათ დღეს.

აღნიშნის თარიღი

16.02.2008
07.03.2009
27.02.2010
19.03.2011
03.03.2012
23.02.2013
15.03.2014
28.02.2015
20.02.2016
11.03.2017
24.02.2018
16.03.2019
07.03.2020
27.02.2021
12.03.2022
04.03.2023
24.02.2024
15.03.2025
28.02.2026
20.02.2027
11.03.2028
24.02.2029
16.03.2030

უძღები შვილის კვირა

უძღები შვილის კვირა

 

 სომეხთა სამოციქულო ეკლესიას მორწმუნეთათვის დაწესებული აქვს მონანიებისა და მარხვის პერიოდი, რომლის ყოველ კვირა დღეს, ბიბლიის რომელიმე ისტორიის შესაბამისად,  აქვს თავისი სახელწოდება. დიდი მარხვის მესამე კვირა დღეს  უძღები შვილის კვირა ეწოდება, ლუკას სახარების    უძღები შვილის შესახებ იგავის შესაბამისად (იხ. ლუკა 15:11-32), ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. უმცროს შვილს მისი თხოვნით მამამ ქონებიდან თავისი წილი მისცა. ის წავიდა შორეულ ქვეყანაში, დაიწყო იქ უწესოდ ცხოვრება და გაფლანგა ყველაფერი. მალე იმ ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ის ღორის მწყემსად დაუდგა ერთ იქაურ კაცს და მოხარული იქნებოდა, ღორების საჭმელი რომ მაინც ჰქონოდა თავისთვის, მაგრამ იმასაც არ აძლევდნენ. გაჭირვებამ ჭკუა ასწავლა: გაახსენდა მამა, სინანული იწყო და გადაწყვიტა, მამასთან დაბრუნებულიყო და მოჯამაგირედ მაინც დასდგომოდა. ასეც მოიქცა. როცა მამამ ის შორიდან დაინახა, შეებრალა, მიეგება, გადაეხვია და კოცნა დაუწყო. შემდეგ მოსამსახურეებს უბრძანა, შეემოსათ იგი საუკეთესო ტანსაცმლით, ბეჭედი წამოეგოთ თითზე, ფეხსაცმელი ჩაეცმიათ და ლხინი გაემართათ.   უფროსმა შვილმა   იწყინა და არ უნდოდა სახლში შესვლა. გამოვიდა მამა მის დასაძახებლად, მაგრამ მან უპასუხა: „შენ ჩემთვის ერთი თიკანიც არ მოგიცია არასდროს, რომ მეგობრებთან მომელხინა, ხოლო მისთვის, რომელმაც თავისი ქონება გაფანტა უწესოდ, დაკალი ნასუქი ხბო“. მამამ უთხრა: „შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და ყოველივე ჩემი შენია. ჩვენ ის უნდა გვიხაროდეს, რომ შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. უფროსი და უმცროსი შვილები სამართლიანი და  ცოდვილი სულებია, და როგორც მამა იღებს უძღებ  შვილს, ისევე ღმერთი იღებს ცოდვილს, რომელმაც მოინანია.

აღნიშნის თარიღი

17.02.2008
08.03.2009
28.02.2010
20.03.2011
04.03.2012
24.02.2013
16.03.2014
01.03.2015
21.02.2016
12.03.2017
25.02.2018
17.03.2019
08.03.2020
28.02.2021
13.03.2022
05.03.2023
25.02.2024
16.03.2025
01.03.2026
21.02.2027
12.03.2028
25.02.2029
17.03.2030

უძღები შვილის კვირა

იერუსალიმის პატრიარქი წმინდა იოანეს, სომეხთა კათოლიკოსის წმინდა ჰოვანეს ოძნელის (ოძუნელის), ვარდაპეტების წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცისა და წმინდა გრიგორ ტათევაცის ხსენების დღე

იერუსალიმის პატრიარქი წმინდა იოანეს, სომეხთა კათოლიკოსის წმინდა ჰოვანეს ოძნელის (ოძუნელის), ვარდაპეტების  წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცისა და წმინდა  გრიგორ ტათევაცის ხსენების დღე

 

დიდი მარხვის მესამე შაბათ  დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია  აღნიშნავს გამოჩენილი თეოლოგების - სასულიერო პირების წმინდა ჰოვანეს ოძნელი კათოლიკოსის, წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცის და წმინდა  გრიგორ ტათევაცი ვარდაპეტის ხსენების დღეს. წმინდა ჰოვანეს ოძნეცი, რომელსაც ასევე „იმასტასერს“ უწოდებდნენ, სომეხთა ეკლესიის წმინდანად შერაცხილი ერთ-ერთი კათოლიკოსია. ისტორიკოსების ცნობების თანახმად, გარდა სულიერი და ინტელექტუალური სრულყოფისა, ის   გამოირჩევა ასევე ელეგანტურობით. კათოლიკოსობის  11 წელი (717-728 წწ.) წმინდა ჰოვანეს ოძნეცი კათოლიკოსი უმკლავდებოდა  არაბულ  და ბიზანტიურ შევიწროებებს, იბრძოდა   სექტანტობის   წინააღმდეგ. წმინდა კათოლიკოსმა ჰოვანეს ოძნეციმ  დაგვიტოვა    მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მისი „სომხურ კანონთა კრებული“ სომხურ სინამდვილეში პირველი დიდი იურიდიული    კრებულია, სადაც თავმოყრილია საეკლესიო  კანონები, იგი ასევე ცნობილია როგორც ავტორი  მრავალი საეკლესიო თხზულებისა.   წმინდა ჰოვანეს კათოლიკოსის  მთავარ  ინიციატივად ითვლება 726 წლის დვინის კრება შეკრებილი   სომხური ეკლესიის კეთილმოწყობისათვის, ასევე იმავე წლის მანაზკერტის კრება, რომელიც შეიკრიბა სომხურ  და სირიულ  ეკლესიებს შორის კავშირის გასამტკიცებლად.  კათოლიკოსის   წმინდა ჰოვანეს ოძნეცის საფლავი მდებარეობს თავის მშობლიურ ოძუნთან - სოფელ არდვის სრბანეს (სურბ ჰოვანეს) ეკლესიის ეზოში,   რომელიც გახდა სანუკვარი მოსალოცი ადგილი მორწმუნე სომეხთათვის.  
ერთმანეთთანაა დაკავშირებული   წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცი (1315-1388)   და წმინდა  გრიგორ ტათევაცი (1346-1410) ვარდაპეტების  სახელები.  წმინდა  გრიგორ ტათევაცი, სომეხთა ეკლესიის   სწავლული და უდიდესი თეოლოგი, სწავლობდა  წმინდა ჰოვჰან ვოროტნეცისთან, შემდგომში  განავითარა  თავისი მასწავლებლის   მიერ დაარსებული ცნობილი ტათევის სკოლა. იგი ავტორია უაღრესად ღირებული სასულიერო ნაშრომებისა და ქადაგებებისა, რომელთაგან გამოირჩევა „გირქ ჰარცმანც“ და ქადაგებების წიგნები. ტათევაცის ჩანაწერების წყალობით მოაღწია ჩვენამდე წმინდა ჰოვანეს ვოროტნეცის  ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ. ჰოვჰან კათოლიკოსი ცნობილი მქადაგებელი იყო.

აღნიშნის თარიღი

23.02.2008
14.03.2009
06.03.2010
26.03.2011
10.03.2012
02.03.2013
22.03.2014
07.03.2015
27.02.2016
18.03.2017
03.03.2018
23.03.2019
14.03.2020
06.03.2021
19.03.2022
11.03.2023
02.03.2024
22.03.2025
07.03.2026
27.02.2027
18.03.2028
03.03.2029
23.03.2030

მნეს კვირა

მნეს კვირა

 

დიდი მარხვის მეოთხე კვირას მნეს კვირა ეწოდება, დღის საიდუმლო  აიხსნება უსამართლო მნეს არაკით.   ამას მოიხსენიებს მხოლოდ ლუკას სახარება.   არაკის შინაარსი შემდეგია: ერთ მდიდარ კაცს ჰყავდა მნე. ამბავი მოუტანეს, რომ მნე ანიავებდა მის ქონებას. დაიბარა და ანგარიში მოსთხოვა. მნე ფიქრობდა: „რა ვქნა, პატრონი მართმევს სამნეოს“. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე   და მათ დაუთმო   ვალის ნაწილი.   შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. ერთი შეხედვით, თითქოს, წინააღმდეგობა არის ამ ქებაში. მაგრამ, უსამართლო მმართველმა       მოვალეებს უბოძა ის, რაც თავის სასარგებლოდ ეწერა, ვალის ბოძებით არანაირი ზიანი არ მიაყენა პატრონს.  რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში.  და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში.  მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა.   ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ?  და თუ სხვისას არ უერთგულებთ, თქვენსას ვინ მოგცემთ?  არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“. სანაქებოა  უარის თქმა, რაც  ზუსტად მარხვის აზრია.  
მარხვა ადამიანს სძენს რაიმე  ცდუნებაზე უარის თქმის უნარს,   საიდანაც იწყება თვითშეკავება. არაკის   ალეგორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მდიდარი კაცი უფლის განსახიერებაა, მნე კი - ცოდვილის, ვინც დიდი დროის მანძილზე ანიავებს უფლის ბოძებულს იქამდე, სანამ უფალი მას პასუხსაგებად არ იბარებს.   უსამართლო მმართველი ასახიერებს ყველა იმას, ვინც მოინანია,   მიუტევა მევალეებს   და გახდა   ანგელოზთა და სამართლიანთა საყვარელი.

აღნიშნის თარიღი

24.02.2008
15.03.2009
07.03.2010
27.03.2011
11.03.2012
03.03.2013
23.03.2014
08.03.2015
28.02.2016
19.03.2017
04.03.2018
24.03.2019
15.03.2020
07.03.2021
20.03.2022
12.03.2023
03.03.2024
23.03.2025
08.03.2026
28.02.2027
19.03.2028
04.03.2029
24.03.2030

განზოგება (გაშუალედება)

განზოგება (გაშუალედება)

 

განზოგებაზე დიდი მარხვა არ წყდება, ანუ ვინც მარხულობს, აგრძელებს მარხვას.  მალაქია ორმანიანის თანახმად, სახელწოდება განზოგება  ეწოდება დღეს, რომელიც აშუალედებს დიდ მარხვას, რომელსაც სადღესასწაულო მნიშვნელობა არა აქვს. განზოგებაა დიდი მარხვის მეოთხე ოთხშაბათი ანუ 24-ე დღე.  განზოგებიდან დაწყებული სიმშვიდის ღვთისმსახურების დროს ასრულებენ “სტეღის” საგალობლებს.
ხალხური ტრადიციის თანახმად, ამ დღეს დიასახლისები აცხობენ ბაღარჯს (კვერს), რომელშიც ათავსებენ მონეტას. მას, ვისაც შეხვდება მონეტა, იმ წელს წარმატება ექნება.

აღნიშნის თარიღი

27.02.2008
18.03.2009
10.03.2010
30.03.2011
14.03.2012
06.03.2013
26.03.2014
11.03.2015
02.03.2016
22.03.2017
07.03.2018
27.03.2019
18.03.2020
10.03.2021
23.03.2022
15.03.2023
06.03.2024
26.03.2025
11.03.2026
03.03.2027
22.03.2028
07.03.2029
27.03.2030

ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღე

ორმოცი წმინდა ყრმის  ხსენების დღე

 

IV საუკუნის დასაწყისში  წამებული ორმოცი მოწამე პატარა ჰაიქის (მცირე ჰაიქის) სხვადასხვა ქალაქებიდან   იყო და ქალაქ სებასტიის საიმპერატორო ჯარის სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. როცა იმპერატორი ლუკინიუსის ბრძანებით დუქსმა ლუსიასმა დაკითხა სამხედროები - ჯარში ქრისტიანი ჯარისკაცების გამოვლენის მიზნით, 40 მათგანი, რწმენის ერთგულნი, გაბედული პასუხებით    აღიზიანებენ მოსამართლეს  და მათ აპატიმრებენ.    ზამთრის ცივ ღამეს, ისინი ჩაყარეს სებასტიის მახლობლად მდებარე ტბაში, ერთმა მათგანმა ვერ გაუძლო წამებას, ამოვიდა ტბიდან და გაიქცა იქვე   მახლობლად მდებარე ქოხში, თუმცა აღასრულა სიცოცხლე, ვერც მიწიერი სიცოცხლე შეინარჩუნა, ვერც ზეციერს მიაღწია.     გარიჟრაჟზე  ყველა მოწამე გამოჩნდა ნათლის   გვირგვინით შემკობილი. მცველ ჯარისკაცთაგან ერთმა ეს რომ დაინახა,  ქრისტეს რწმენით აღივსო,  ტბაში ჩავარდა და მათსავით გვირგვინოსანი გახდა.   ღვთაებრივი   სასწაულით ზამთრის ყინვას გაუძლეს მოწამეებმა, დილით კი ისინი აწამეს. მათი ნაწილები დასვენებულია სებასტიაში, სადაც შემდგომში ააშენეს „40 ყრმის“ სახელწოდებით 40 გუმბათოვანი  ტაძარი, რომელიც თემურლენგის შემოსევამდე იდგა.   წმინდა მოწამეთა ამბავი მოგვიწოდებს -  ცხოვრების  ყველა სირთულეშიც კი ერთგულნი ვიყოთ ქრისტეს რწმენისა, გავუმკლავდეთ    ვნებებს, რათა გვეღირსოს   ზეციური გვირგვინი.

აღნიშნის თარიღი

01.03.2008
21.03.2009
13.03.2010
02.04.2011
17.03.2012
09.03.2013
29.03.2014
14.03.2015
05.03.2016
25.03.2017
10.03.2018
30.03.2019
21.03.2020
13.03.2021
26.03.2022
18.03.2023
09.03.2024
29.03.2025
14.03.2026
06.03.2027
25.03.2028
10.03.2029
30.03.2030

მსაჯულის კვირა

მსაჯულის კვირა

 

დიდი მარხვის მეხუთე კვირას  მსაჯულის კვირა ეწოდება.  დღის საიდუმლოს ხსნის ქვრივი ქალისა და მსაჯულის იგავი (ლუკა 18:1-5).    იგავი იმის შესახებაა, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. „ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: „დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან“. დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: „მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს“. თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?“

აღნიშნის თარიღი

02.03.2008
22.03.2009
14.03.2010
03.04.2011
18.03.2012
10.03.2013
30.03.2014
15.03.2015
06.03.2016
26.03.2017
11.03.2018
31.03.2019
22.03.2020
14.03.2021
27.03.2022
19.03.2023
10.03.2024
30.03.2025
15.03.2026
07.03.2027
26.03.2028
11.03.2029
31.03.2030

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საშინელი წვალებებისა და ხორ ვირაპში (მიწისქვეშა საპყრობილეში) შესვლის ხსენების დღე

წმინდა  გრიგოლ განმანათლებლის საშინელი წვალებებისა და ხორ ვირაპში (მიწისქვეშა საპყრობილეში) შესვლის ხსენების დღე

 

პირველი სომეხი კათოლიკოსის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსენების დღე სამი ხსენების დღიდან ერთი-ერთია და წლის განმავლობაში - პირველი. სომეხთა სამოციქულო   ეკლესიის კალენდრით, აღინიშნება დიდი მარხვის მე-6 კვირა დღის წინა შაბათ დღეს.  დღესასწაული აღინიშნება ხორ ვირაპში წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ტანჯვის ხსენების ნიშნად.  
 ისტორიული წყაროების თანახმად, წმინდა გრიგოლ განმანათლებელი მთავარ ანაკ პართევის შვილი იყო. ანაკ პართევმა მოკლა არშაკუნიანთა მეფე ხოსროვი, შემდეგ იგი თვითონ სომეხმა   მთავრებმა მოკლეს. მისი  შვილი, გრიგოლი, გაიზარდა და განათლებას მიიღო  კესარიაში, როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტიანმა, მოგვიანებით კი გახდა ხოსროვ მეფის შვილის - ტრდატ მეფის  სამეფო კარის   მწიგნობართუხუცესი. თუმცა, როდესაც  შეიტყო, რომ გრიგოლი ქრისტიანია, თანაც მეფის მკვლელის  შვილი, ტრდატმა იგი აწამა და გამოკეტა ხორ ვირაპის მიწისქვეშა საპყრობილეში.    IV საუკუნის მსოფლიო ეკლესიის   პატრიარქი წმინდა იოანე ოქროპირი  წმინდა გრიგოლ განმანათლებელზე წერდა:    "გახსოვდეთ მისი მოთმინება   მიწისქვეშა საპყრობილეში ... სიტყვით აუწერელია მისი გაჭირვება,   ის ცხოვრობდა მორიელებსა  და მცოცავებში, სადაც   არც თანამოსაუბრე   ჰყავდა, არც მეგობარი, არც დამხმარე, არც მოსამსახურე.   დიდი თავშეკავებით, მოთმინებით,  თითქოს საფლავში ცოცხლად იმყოფებოდა, უსახლკაროდ, შიშველი, ზაფხულის სიცხესა და ზამთრის ყინვაში, იმიტომ რომ იგი ღმერთთან იყო ახლოს”. ხორ ვირაპში 13 წლის წამების შემდეგ წმინდა გრიგოლ განმანათლებელი გამოდის მიწისქვეშა საპყრობილიდან,  ქრისტეს ნათელს ავრცელებს სომეხთა ქვეყანაში, ამით ხდება სახელმწიფოებრივად აღიარებული  სომეხთა ეკლესიის პირველი პატრიარქი.  წმინდა გრიგოლ განმანათლებლის,  როგორც საერთო ქრისტიანი წმინდანის, ხსენებას აღნიშნავენ  სხვა ქრისტიანული ეკლესიებიც.

აღნიშნის თარიღი

08.03.2008
28.03.2009
20.03.2010
09.04.2011
24.03.2012
16.03.2013
05.04.2014
21.03.2015
12.03.2016
01.04.2017
17.03.2018
06.04.2019
28.03.2020
20.03.2021
02.04.2022
25.03.2023
16.03.2024
05.04.2025
21.03.2026
13.03.2027
01.04.2028
17.03.2029
06.04.2030

მეორედ მოსვლის კვირა

მეორედ მოსვლის კვირა

 

უფალი გვაუწყებს მეორედ მოსვლის შესახებ. როდის მოხდება ეს მეორედ მოსვლა არავინ იცის, მაგრამ როგორც საღვთო წერილი გვაუწყებს, ის მაშინ იქნება, როცა ადამიანი სულიერად ისე დაეცემა, რომ გაქრება სიყვარული თვით უახლოესთა შორისაც კი და სარწმუნოება დაიკარგება.  ადამიანის დანიშნულება ამ ქვეყნად მხოლოდ მიღება და მოხვეჭაა, რა თქმა უნდა, ასეცაა, მაგრამ ადამიანმა უფრო მეტი უნდა გასცეს მეორე ადამიანის და ქვეყნისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი ნეტარებისა და სიყვარულისთვისაა დაბადებული და ეს სიყვარული საქმით უნდა გამოვლინდეს.     ყველა ქრისტიანულ ეკლესიას აქვს კვირა, მეორედ მოსვლის სახელზე.

აღნიშნის თარიღი

09.03.2008
29.03.2009
21.03.2010
10.04.2011
25.03.2012
17.03.2013
06.04.2014
22.03.2015
13.03.2016
02.04.2017
18.03.2018
07.04.2019
29.03.2020
21.03.2021
03.04.2022
26.03.2023
17.03.2024
06.04.2025
22.03.2026
14.03.2027
02.04.2028
18.03.2029
07.04.2030

უფალი გვაუწყებს მეორედ მოსვლის შესახებ. როდის მოხდება ეს მეორედ მოსვლა არავინ იცის, მაგრამ როგორც საღვთო წერილი გვაუწყებს, ის მაშინ იქნება, როცა ადამიანი სულიერად ისე დაეცემა, რომ გაქრება სიყვარული თვით უახლოესთა შორისაც კი და სარწმუნოება დაიკარგება.  ადამიანის დანიშნულება ამ ქვეყნად მხოლოდ მიღება და მოხვეჭაა, რა თქმა უნდა, ასეცაა, მაგრამ ადამიანმა უფრო მეტი უნდა გასცეს მეორე ადამიანის და ქვეყნისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი ნეტარებისა და სიყვარულისთვისაა დაბადებული და ეს სიყვარული საქმით უნდა გამოვლინდეს.     ყველა ქრისტიანულ ეკლესიას აქვს კვირა, მეორედ მოსვლის სახელზე.

ლაზარეს აღდგინების ხსენების დღე

ლაზარეს აღდგინების  ხსენების დღე

 

დიდი მარხვის 41-ე დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში ლაზარეს აღდგინების ხსოვნის   დღეა. “ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-12 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი.  
უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგომის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.
როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს მას კაცი  და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.
ეს რომ უფალმა გაიგო, თქვა, სნეულება სასიკვდილო არ იყო. იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები.
სიცოცხლე არის ღმერთთან ყოფნა. სიცოცხლე არის თვით უფალი, ღმერთთან განშორება კი – სიკვდილი. ადამიანის გარდაცვალება სულის სხეულისაგან გაყრაა, ღმერთთან დაშორება სულისთვის სიკვდილია. თუ სული განეშორება სხეულს, ე.ი. ადამიანი გარდაიცვალა. თუ სული განეშორება ღმერთს ცოდვილობის გამო, ე.ი. სული მოკვდა.      ლაზარეს აღდგინების ეპიზოდს ლამაზი სათაური აქვს: „და იესო ატირდა...“ იესოს ტირილის დანახვით, ებრაელები ამბობენ : "ნახეთ, როგორ უყვარდა იგი".  ქრისტეს ტირილი შემდგომში ყველას მიმართ მისი   უსაზღვრო სიყვარულის   მოწმობაა.    უფალმა თქვა, რომ თავად ის იყო ყოველთათვის სიცოხლე: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე”.

აღნიშნის თარიღი

15.03.2008
04.04.2009
27.03.2010
16.04.2011
31.03.2012
23.03.2013
12.04.2014
28.03.2015
19.03.2016
08.04.2017
24.03.2018
13.04.2019
04.04.2020
27.03.2021
09.04.2022
01.04.2023
23.03.2024
12.04.2025
28.03.2026
20.03.2027
08.04.2028
24.03.2029
13.04.2030