1geo

საქართველოს სომეხმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში „არი ტუნ“ (სახლში მოდი) PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

ari tun 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) აქტიური მონაწილეობა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ახალგაზრდებისათვის სამშობლოს გაცნობის 2016 წლის პროგრამაში „არი ტუნ“. 19 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით საქართველოს სომეხთა ეპარქიის 85 აქტიური ახალგაზრდა (თბილისიდან 60, მარნეულის, ბოლნისის რაიონებიდან და ბათუმიდან - 25) ჩაერთო პროგრამის სამ ეტაპში.

დროულად და კარგად განხორციელებული მოსამზადებელი და ორგანიზაციული სამუშაოს შედეგად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჯგუფები გამოირჩეოდნენ მაღალი დისციპლინით, ხალხური კულტურის, სულიერი ღირებულებების ცოდნით და სამაგალითო ქცევით. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა ჩართვა პროგრამის ეტაპებში ხორციელდებოდა განყოფილების დირექტორის თანდასწრებით და უშუალო ზედამხედველობით, მონაწილეებსა და მათ მშობლებთან ჩატარებული განმარტებითი სამუშაოების, შეხვედრების და კრებების ჩატარების შედეგად. ახალგაზრდებს შორის მეგობრული ატმოსფეროსა და გუნდური სამუშაოს ჩვევების განვითარების მიზნით, გამგზავრებამდე თბილისში მოეწყო მხიარული თამაშების კონკურსი.

13-18 წლის საქართველოს სომეხი ახალგაზრდები ორკვირიანი ეტაპებით სტუმრობდნენ სომხეთში მცხოვრებ ოჯახებს, დაათვალიერეს სომხეთის სულიერი და კულტურულ ღირსშესანიშნაობები, გაეცნნენ მრავალ ღირებულებას, წაღკაძორში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის საბანაკო ეტაპში, კოცონის დანთებაში.

„არი ტუნ“ პროგრამის ხელმძღვანელობამ შეაფასა საქართველოს სომეხი ახალგაზრდების ორგანიზებულობა და აქტიურობა. საპასუხოდ სანიმუშო დისციპლინისა, ახალგაზრდების ჯგუფები ეწვივნენ მაკარავანქსა და ოძუნის ტაძარს.

დედა სამშობლოს სიყვარულმა და სითბომ მონაწილეთა მიმართ, სომხეთის ისტორიის გაცნობამ, ეროვნულ კულტურასთან, საზოგადოებრივ ცხოვრებასთან, სულიერ და ოჯახურ ტრადიციებთან დაახლოებამ, ახალმა მეგობრებმა და მეგობრულმა ურთიერთობებმა პატრიოტიზმის ახალი მუხტი გამოიწვია ახალგაზრდებში.

საქართველოს სომეხი ახალგაზრდები „არი ტუნ“ პროგრამიდან დაბრუნდნენ იქედან ჩამოტანილი თბილი და კეთილი მოგონებებით სომხეთში გატარებულ დღეებზე.

13509631 13669732 13686514 13843518 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)