1geo

fb you od

კიზილქილისელი ქველმოქმედის მიერ თანასოფლელების მხარდაჭერა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

glxavor

კიზილქილისაში დაბადებული და ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ედგარ არამიანი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არ ცხოვრობს მშობლიურ სოფელში, არ ივიწყებს მშობელ ხალხს, მშობლიურ მიწა-წყალს და უანგაროდ შეაქვს თავისი წვლილი მშობლიური მხარის და იქ მცხოვრებთა  კეთილდღეობაში.

გასულ წელს არამიანის  ქველმოქმედებით სოფელში სპორტული სკოლა-დარბაზი გაიხსნა, სადაც    ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი დასვენების სწორად ორგანიზება, სპორტული ვარჯიშით დაკავება და სხვადასხვა შეჯიბრების მოწყობა.   

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გაიხსნა   სპორტული  დარბაზი, 2017 წლის 2 სექტემბერს  აქ გაიმართა კრივის პირველი  ტურნირის ფინალი.  ტურნირში  გამარჯვებულებს ქველმოქმედმა  პირადად გადასცა მედლები, თასები და ფულადი პრიზები.

იმავე დღეს, წალკის რაიონის სოფელ კიზილქილისაში ერის ღირსეული შვილის  შემოწირულობით თანასოფლელებისთვის გაიხსნა სამედიცინო პუნქტი, რომლის გახსნას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, წალკის სომხური თემების სულიერი მოძღვარი მღვდელი ღევონდ თოფაშიანი, ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი მღვდელი ტათევ მარუქიანი, წალკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის მოსახლეობა.  

არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის და სულიერი მამების მიერ შესრულდა სამედიცინო პუნქტის კურთხევის წესი. არქიმანდრიტმა ბაბგენმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა, მილოცვა და დაფასებისა და მადლიერების სიტყვებით მიმართა ქველმოქმედს, თანასოფლელების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და   მზრუნველობისთვის.

კიზილქილისაში დღე  დასრულდა ხალხური ზეიმით, სადაც გამოვიდა ედგარ არამიანის ქველმოქმედებით მოქმედი სოფლის ანსამბლი „კარმრავანქი“. 

1 2 3 4

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)