1geo

fb you od

ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს მომლოცველობა მიეძღვნა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

glxavor

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს უცვლელად აღნიშნავს 8 სექტემბერს. მიმდინარე წელს ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მომლოცველობა მიეძღვნა.

2017 წლის 8 სექტემბერს, დილით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხეული წინამძღოლობით, მომლოცველების ჯგუფი თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“  ეკლესიიდან მოსალოცად გაემართა   თეთრიწყაროს რაიონის   სოფელ პატარა დაღეთში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისკენ.  

თბილისელმა სომეხმა მომლოცველებმა, ეპარქიის წინამძღვრის და სულიერი მამების ხელმძღვანელობით, ლოცვა აღავლინეს და სანთლები დაანთეს სამშვილდის მე-19 საუკუნის „სურბ ფრკიჩ“ სომხურ უძველეს ტაძარში.

პატარა დაღეთის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში მომლოცველებმა მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც აღავლინა ბოლნისისა და   თეთრიწყაროს სომხური თემების  სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა. საღმრთო ლიტურგიის დროს     ჰარმონიულად ჟღერდა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული საგალობლები..  

საღმრთო ლიტურგიის დროს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ იქადაგა დღის საიდუმლოზე -  ანასა და იოაკიმისგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადებაზე, განმარტა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ერთგულება რწმენისადმი,  ვინც ბევრი განცდა გადაიტანა,  მაგრამ არასოდეს არ დაიხია და არ შეეწინააღმდეგა უფლის ნებას, ვინაიდან გაიაზრა უფლის   მისიის   მნიშვნელობა . მეუფე ვაზგენმა დამსწრეებს მოუწოდა   ღვთისმშობლის სათნოებით, მორწმუნე დედის სინათლით შთაგონებულებმა გააგრძელონ სიცოცხლე, ქრისტიანული მცნებებით და ეკლესიის  რჩევა-დარიგებით.  

 მეუფემ აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან 1991 წელს ბერად აღკვეცის და 40-დღიანი  მზადების პერიოდის გავლის შემდეგ, ამ დღეს, 8 სექტემბერს თავისი პირველი ღვთისმსახურება აღავლინა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში.

მორწმუნეებმა  ინტერესით მოისმინეს დღის ქადაგება და მიიღეს ზიარება.

დაღეთი, დაღეთ-ხაჩენი სომხებით  დასახლებული სოფელია საქართველოს თეთრიწყაროს რაიონში. სოფელი დააარსეს ყარაბაღის ხაჩენის    პროვინციიდან ჩამოსულმა სომხებმა. სოფელს ჰქონდა მე -18 საუკუნეში აშენებული „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია,   ათწლეულების განმავლობაში დახურული იყო და ავარიულ მდგომარეობაში. დაღეთში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები არსენ აღამირიანის, სეირან ფერიხანიანის, არტიომ არუშანიანის და ლევონ კარახანიანის ქველმოქმედებით  ღვთის სახლი აღდგენილ იქნა და    საზეიმოდ ხელახლა  იქნა ნაკურთხი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მიერ.

1 2 3 DSC00944

 DSC00962

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)