1geo

fb you od

ჯვართამაღლების დღესასწაულზე ჰარისათი გამასპინძლება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

21686923 1395855837201074 1053749422726203453 o

2017 წლის 17 სექტემბერს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის მეხუთე ძირითადი დღესასწაული ბათუმელი სომხებისთვის ამ წელს ჰარისას მომზადების აღთქმას დაემთხვა.

უკვე მეოთხე წელი ზედიზედ სექტემბრის მესამე კვირა დღეს აქ მზადდება ჰარისა და იგი ეძღვნება მუსას მთიელთა გმირული თავდაცვის ხსოვნას.

დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივი სომხური სათვისტომოს, ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, მღვდელმსახურებმა, ცენტრის მასწავლებლებმა და მორწმუნეებმა გამორჩეული სიყვარულით, მხიარული განწყობით, უფლისადმი მიმართული თბილი ლოცვით მოამზადეს ცხიმიანი და გემრიელი ჰარისა.

მომდევნო დღეს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომეხთა სულიერი მოძღვრის, მღვდლის არარატ გუმბალიანის მიერ აღვლენილი ლიტურგიის შემდეგ, იკურთხა ჰარისათი სავსე ქვაბები და დაურიგდა ხალხს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ეღიშე სარგსიანი, ეკლესიის სამრევლო საბჭოს წევრები, სათვისტომოს მოხელეები, სტუმრები.

ჰარისათი გამასპინძლება მანთაშიანცის ცენტრის მხატვრული ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების გამოსვლების თანხლებით მიმდინარეობდა. დღესასწაული გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში.

102 წლის წინ ახალგაზრდა თურქების მხრიდან სომხების მასიურ გადასახლებაზე მუსას მთის ირგვლივ დასახლებულმა 7 სოფლის სომხობამ უარი თქვა. მათ მუსას მთაზე ასვლა, თავდაცვა და ბრძოლა ამჯობინეს. მუსას მთაზე, თავდაცვის დღეებში, ხორბლისა და ბატკნის ხორცის გარდა საკვები სხვა არაფერი იყო. ხორბალი და გადარჩენისთვის მსხვერპლად შეწირული ბატკნის ხორცი, წყლით არეული და მამაკაცების ხელით მომზადებული, ის სასიცოცხლო საკვები გახდა, რომელმაც ძალა მისცა მუსას მთიელებს გაეძლოთ 53 დღიან თავდაცვის ბრძოლაში მანამ სანამ სამაშველო დახმარება მივიდოდა․

21686847 1395853700534621 8970122374853116561 o 21768834 1395852187201439 8193871135791420692 o 21640825 1395854037201254 5611933896859912383 o

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)