1geo

მერობის კანდიდატი ეწვია თბილისის სომხურ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

12017 წლის 7 ოქტომბერს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას ეწვია პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის  მერობის კანდიდატი კახა კალაძე. კანდიდატი და მისი თანმხლები პირები დაესწრნენ საღამოს ღვთისმსახურებას.

საეკლესიო ცერემონიის შემდეგ, სტუმრებს კეთილი მობრძანების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა 2ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.  ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა მე-19 საუკუნეში აგებული „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ისტორიაზე, ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების  კეთილგანწყობას და პატივისცემას ქვეყანაში მცხოვრები არაქართველების მიმართ, რომელთა შორის ათასწლეულების ისტორიის მქონე ქართულ-სომხური მეგობრობის ხიდად ქცეული საქართველოს სომხური სათვისტომოა. ქვეყნის ხელისუფლების დემოკრატიული საწყისების მქონე მიდგომა არაქართველებს შესაძლებლობას აძლევს შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა და ტრადიციები, სულიერი და კულტურული ფასეულობები, ეკლესიები და ტაძრები.

3მეუფე ვაზგენმა დამსწრეებს მიულოცა ქალაქის ტრადიციული დღესასწაული - თბილისობა, და აღნიშნა, რომ კოლორიტული ქალაქის ლამაზი დღესასწაულის სიხარულს ქართველებთან ერთად იზიარებს სომხეთიდან, რუსეთიდან და არცახიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი, რომელთა ნაკადი დღის განმავლობაში საგრძნობია სომხურ წმინდა ტაძარშიც.

შემდეგ  ქალაქის მერობის კანდიდატი და მისი თანმხლები პირები ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ  „ჰაიარტუნ“  4ცენტრს. ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა სტუმრებს წარმოუდგინა ცენტრის შექმნის ისტორია, საქმიანობის მიმართულებები, აქ მოქმედი საბავშვო ბაღი და საკვირაო სკოლები, შემოქმედებითი ჯგუფები. „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა კახა კალაძეს აჩუქა სამენოვანი ალბომი საიათნოვა.  სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის დარბაზები, დაესწრნენ დუდუკის ჯგუფის მეცადინეობას.    

წინამძღვრის „ჰაიარტუნ“ ცენტრის რეზიდენციაში მერობის კანდიდატს და სხვა სტუმრებს გაუმასპინძლდნენ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)