1geo

წმიდა მახარებლების დღესასწაული აღინიშნა სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩაც“ (წმინდა მახარებელთა) სამლოცველოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a2017 წლის 21 ოქტომბერს, წმინდა მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე მახარებლების ხსენების დღე   დღესასწაულად იქცა  ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ წითელის მაცხოვრებლებისთვის. ადგილობრივები, დიდი თუ პატარა, შეკრებილნი იყვნენ სოფლის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში, დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად.   

დღის საიდუმლოსთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით მოეწყო თბილისელი სომეხი მორწმუნეების მომლოცველობა წმინდა 1 1სამლოცველოში. მალე მორწმუნეებს შეუერთდა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის მორწმუნეთა ჯგუფი, ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისისა და თეთრიწყაროს სომხების სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის, ჰუსიკ ჰარუთუნიანის   თაოსნობით.

სოფელ წითელში იყო ჩასული საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მღვდელმსახურთა თანხლებით. სოფლის ცენტრში ეპარქიის ლიდერი ესაუბრა ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებსა და ერის ღირსეულ შვილებს.    

მორწმუნეებით სავსე „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით საღმრთო ლიტურგია აღავლინა თბილისის  „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა.

1 2საღმრთო ლიტურგიის დროს, დღის საიდუმლოზე სათანადოდ იქადაგა მეუფე ვაზგენმა. მახარებელთა დღესასწაულზე საუბრისას, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ისაუბრა მახარებელთა საქმიანობაზე, სიმბოლოებზე,   პარალელებით დააკავშირა მახარებელთა ეპოქა თანამედროვეობას.

საღმრთო ლიტურგიის დროს საგალობლებს ასრულებდა    თბილისიდან ჩასული „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდი.

ღვთისმსახურების დროს სოფლის პატარები არ სცილდებოდნენ ეპარქიის წინამძღვარს რიტუალების დასრულებამდე და ბოლოს მორწმუნეებთან და მომლოცველებთან ერთად მიიღეს წმინდა ზიარებაც.

მარნეულის რაიონის სოფელ წითელში 200 კომლი ცხოვრობს, სოფელს   100 წლის ისტორია აქვს.   აქ ძირითადად დასავლეთ სომხეთიდან აყრილი სომხების    შთამომავლები ცხოვრობენ. მათ შენარჩუნებული აქვთ ენა, სარწმუნოება და ეროვნული ღირებულებები.1 3

2012 წელს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით და ადგილობრივების დაფინანსებით აქ აშენდა და საზეიმოდ იქნა ნაკურთხი  „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველო.

„სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში მღვდელმსახურები პერიოდულად საღმრთო ლიტურგიას აღავლენენ და საეკლესიო ცერემონიებს ასრულებენ. სოფლის ღირსეული შვილების მხარდაჭერით, სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით  აქ აღმართეს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)