1geo

სუსანა მკრტჩიანის მინიატურული ფერწერა ბიბლიურ თემებზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a2017 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის     „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში   გაიხსნა სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ, მხატვარ სუსანა  მკრტჩიანის   პერსონალური გამოფენა.IMG 5911

ცნობილი მრავალ ჟანრში მოღვაწე   მხატვარი ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წინაშე წარსდგა ქსოვილზე შესრულებული მინიატურული ნამუშევრებით, რაც მისი უსაზღვრო ნიჭის მშვენიერი გამოვლინებაა. ქსოვილზე ფართო პალიტრით  წარმოდგენილი იყო მაცხოვრის ცხოვრება, მისი ამ ქვეყნად მოვლინების ხარებიდან  ზეცაში ამაღლებამდე,    გამოფენის სახელწოდების ჰარმონიაში - “ ხარებიდან ამაღლებამდე, ანუ დიდ მარხვამდე“.   

IMG 5954დარბაზში ხალხმრავლობა იყო. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატი, სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, ხელოვნების მოყვარულნი,    უცხოელები, დედა სამშობლოდან ჩამოსული  მრავალი სტუმარი: სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის აკადემიის დირექტორი,   გენერალი ჰოვანეს ვარიანი, ერევნის საკათედრო „სურბ ასტვაწაწინ“ და „სურბ ანნა“ ეკლესიების სულიერი მოძღვარი მღვდელი ზენონ ბარსეღიანი, არტაშატის „სურბ ჰოვანეს“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი, მღვდელი თათულ ასპარიანი.    

თავისი დასწრებით გამოფენას პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის IMG 5976წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

სუსანა   მკრტჩიანი უცნობი არ იყო  თბილისის სომხური სათვისტომოსთვის. მხატვრის ნამუშევრები ქანდაკების და ფერწერის   უნიკალური სინთეზია, ოსტატურად შესრულებული პრინციპულად რთული და შრომატევადი პროცესის მშვენიერი ნიმუშები. ბარელიეფური ნამუშევრების შემდეგ დამთვალიერებელს ჰქონდა მხატვრის შემოქმედებით სამყაროსთან შეხების დიდი სურვილი, რაც განხორციელდა ქალბატონი სუსანას განზრახვით სპეციალურად თბილისელი სომეხი დამთვალიერებლისთვის შესრულებული    მინიატურული ფერწერით.

IMG 6009წარმოდგენილი იყო 25 ნაუმშევარი. მაცხოვრის განვლილი გზა, უნიკალური ინტერპრეტაციით, რაც იყო სუსანა მკრტჩიან- ქრისტიანის დიდი მარხვის პერიოდი, ქმნილების ტანჯვით და ამაღლების სიხარულით.

გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორმა   ლევონ ჩიდილიანმა, წარმოადგინა  მხატვრის შემოქმედებითი ფართო სამყარო, ბუნებით მინიჭებული ნიჭი.   

საქართველოში  სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველმა მდივანმა არტურ IMG 6045სარგსიანმა,   მინიატურისტმა მერუჟან შაუმიანმა, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატრიანმა, მხატვარმა-კერამიკოსმა ლევონ ოსიპოვმა დააფასეს სუსანა მკრტჩიანის  მრავალჟანროვანი ხელოვნება, ერთდროულად ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის, აბრეშუმზე შესრულებული სურათების, ქაღალდის კოლაჟების მიმართულებით მუშაობის ღვთით მინიჭებული ნიჭი.  

სუსანა მკრტჩიანი, ვისი ნამუშევრები გამოფენილი ყოფილა მსოფლიოს ორმოცამდე ქვეყანაში,  მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ   ცენტრს,     მისი ნამუშევრების ამ ცენტრში მეორედ გამოფენისთვის. ნიჭიერმა მხატვარმა დიდი სიყვარულით ეპარქიას აჩუქა მისი ხელით დამზადებული    ბაირაღი, მეუფე ვაზგენს და ლევონ ჩიდილიანს კი  „ნარეკის“ ბოლო გამოცემა.   

IMG 6255გამოფენა  კურთხევისა და შეფასების სიტყვით შეაჯამა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა აღნიშნულ კულტურულ   მენტალიტეტს, რომელიც ასე აუცილებელია ქვეყნის   განვითარებისათვის  და მადლობა გადაუხადა მკრტჩიან ხელოვანს, მისი  მაღალმხატვრული ნამუშევრების, გიუმრის ესთეტიკის ცენტრის შექმნისთვის, რომელიც იქცა მრავალი თაობის ესთეტიკური განათლების  კერად.  მეუფე ვაზგენმა მხატვარს შესთავაზა გამოფენის ბათუმის „ალექსანდრ მანთაშიანც“, ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრებში გამოფენა და სუსანა მკრტჩიანს აჩუქა სამენოვანი ალბომი „დედოფალი შუშანიკი“.

დიდი პასუხისმგებლობით და განსაკუთრებული სიყვარულით მომზადებულ გამოფენაზე მხატვარი ჩამოვიდა თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და  იმედი გამოთქვა, რომ   კვლავ შეხვდება თბილისის ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას, ამჯერად ზეთის საღებავებით შესრულებული ტილოებით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)