1geo

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a2017 წელს 25 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის ოფისში გაიმართა   სასულიერო პირებისა და პერსონალის   ერთობლივი კრება. მას  თავმჯდომარეობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

საუფლო ლოცვის შემდეგ, გაიხსნა კრება, რომელზეც განიხილებოდა ორი საკითხი:

ა) ვიკარიატში განსახორციელებელი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები;

ბ)  სამცხე-ჯავახეთსა და წალკაში მსახურებაში მყოფი მღვდელმსახურების და საერო პერსონალის საქმიანობა, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ კრების მონაწილეებს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მამობრივი კურთხევა და სიყვარული, უწმინდესს მუდმივი ყურადღების ცენტრში ჰყავს საქართველოს სომეხთა ეპარქიის,    კერძოდ სამცხე-ჯავახეთის და წალკის ვიკარიატის საქმიანობა, თანაგრძნობით და ზრუნვით უდგება იქ მიმდინარე მოვლენებს. მეუფე ვაზგენმა წარმოადგინა ეპარქიის  მართვის ახალი სტრუქტურა, საეპისკოპოსოს და სამწყემსოების   კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრების კოორდინირებული საქმიანობა,  ასევე მათი  თანამშრომლობის ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები. მეუფემ მოუწოდა ეკლესიების ეზოებში რელიგიური და ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავად ზეიმების მოწყობისკენ, მათში  საზოგადოების ფართო მასების ჩართვით.  

ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა ეკლესიაში   ჩატარებული კანონიკური ღვთისმსახურებების, საღმრთო ლიტურგიების და რიტუალების   საზეიმოდ  ჩატარების მნიშვნელობაზე.    კულტურულ-საგანმანათლებლო   და ახალგაზრდული ორგანიზაციების  თანამდებობის პირებს დაავალა სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, ეპარქიის ყველა ცენტრთან   თანამშრომლობით.   

ეპისკოპოსმა ვაზგენმა ვიკარიატის სასულიერო პირებს და პერსონალს აუწყა, რომ სხვა 22906570სამსახურში გაწვევასა და ვიკარიატში მოსალოდნელი სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით,  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკრიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა   არქიმანდრიტ ბაბგენის თექვსმეტი წლის  მსახურებას სამცხე-ჯავახეთში და იმედი გამოთქვა, რომ არქიმანდრიტი ბაბგენი ახალი მსახურების ადგილას უფრო ეფექტურ საქმიანობას ეწევა, ჯავახეთში დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით, სომეხთა ეკლესიის და მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის   ინტერესებიდან გამომდინარე.

კრების დასასრულს არქიმანდრიტმა ბაბგენმა მადლიერების სიტყვით მიმართა ეპარქიის წინამძღვარს, სასულიერო პირებს და    თანამდებობის პირებს, მრავალი წლის მანძილზე გაწეული ერთობლივი სამუშაოსთვის,  და პირობა დადო, რომ,  როგორც მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის საძმოს  წევრი,   ახალი მსახურების ადგილას გააგრძელებს  საქმიანობას იმავე ენთუზიაზმით და ერთგულებით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)