1geo

სომეხი სტუდენტების ვიზიტი ცენტრში "ოვანეს თუმანიანის სახლი“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ორმოცდაათზე მეტი სომეხი სტუდენტი,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის 1სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდენტების, ჰარუთიუნ მალხასიანის და სტეფან ევაჯიანის ორგანიზებით,  განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის და ოპრეატორ გევორგ პოღოსოვის თანხლებით, ეწვივნენ  "ოვანეს თუმანიანის სახლი“  სამეცნიერო და კულტურულ ცენტრს.

ახალგაზრდების ჯგუფი მიიღო ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა, ვინც 2ახალგაზრდებს წარუდგინა ოვანეს თუმანიანის თბილისის ბინის შეძენის ისტორია, თბილისის სომხური სათვისტომოსთვის მისი დაბრუნების ქრონოლოგია, კერძოდ ხაზი გაუსვა საქველმოქმედო ორგანიზაციების და პიროვნებათა წვლილს, ვისი მხარდაჭერით და ეროვნული ქველმოქმედებით სრულიად სომეხთა პოეტის ბინა საკუთრებაში დაუბრუნდა სომხურ სათვისტომოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახით.   

შემდეგ ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც წარმოადგენს თუმანიანის სახლის მდგომარეობას თემისთვის დაბრუნებამდე და გარემონტებულ და კეთილმოწყობილი მდგომარეობაში თემისთვის დაბრუნების შემდეგ.

თუმანიანის სულისკვეთებით შთაგონებულმა ახალგაზრდებმა ენთუზიაზმით 3წარმოადგინეს სახალხო პოეტის ნაწარმოებებიდან დასწავლილი ნაწყვეტები.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სირაკ პეტროსიანმა კი გაიხსენა სრულიად სომეხთა პოეტის ტიტულთან დაკავშირებული თუმანიანის და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის შეხვედრის ისტორია. მან სიტყვა დაასრულა „სომეხთა მწუხარება“ ლექსის ლამაზი დეკლამაციით.  

4ცენტრის ხელმძღვანელმა ამ უკანასკნელს აჩუქა ერევნის თუმანიანის სახლ-მუზეუმის მიერ გამოქვეყნებული წიგნი „თუმანიანის შვილები: არტავაზდ თუმანიანის წერილები“.   

ახალგაზრდების ჯგუფმა დაათვალიერა ცენტრი, ბიბლიოთეკა,  ისიამოვნა თუმანიანის   შემოქმედების სულისკვეთებით, რითაც გამსჭვალულია აქ ახლად შექმნილი ბიბლიოთეკა, დარბაზები.

შეხვედრა გაიმართა ისეთ თბილ ატმოსფეროში,   როგორიც შეეფერება დიდი პოეტის    შემოქმედებას და ხსოვნას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)