1geo

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

2017 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 1 ნოემბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, მეუფე ვაზგენი აშშ-ის სომეხთა დასავლეთ  ეპარქიაში მონაწილეობას მიიღებს  უზენაესი სასულიერო  საბჭოს მორიგი კრების სამუშაოებში.  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა   ასევე მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ეპარქიის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარი  დაბრუნდება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში და განაგრძობს ეპარქიის წინამძღვრობას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)