1geo

ჰაიასტან ისპირიანს გადაეცა "კომიტასის" მედალი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 29 ოქტომბერს, ნინოწმინდის კულტურის სახლში გამართული საზეიმო ცერემონია მიეძღვნა ცნობილი   მომღერლის,  ჰაიასტან ისპირიანისთვის „კომიტასის“ მედლის გადაცემას.

ჰაისატან ისპირიანს სამართლიანად უწოდებენ 1ჯავახეთის ბულბულს. მან სომხურ ვოკალურ ხელოვნებას მიუძღვნა  35 წელი, ასრულებს ხალხურ, აშუღურ და პატრიოტულ  სიმღერებს და ეწევა მათ პოპულარიზაციას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის სხვადასხვა რეგიონში.    ნიჭიერ და საყვარელ  მომღერალს ჩვენს ქვეყანაში, სომხეთსა და საზღვარგარეთ, მრავალ პრესტიჟულ კონკურსებში მიუღია მონაწილეობა. ამ საქმიანობის შედეგად საქართველოს სომეხთა ეპარქიის „რაფაელ ჯავახ“    საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის და საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის რეკომენდაციით, საყვარელი მომღერალი ამ დღეებში   დაჯილდოვდა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს „კომიტასის“ მედლით.  

ღონისძიება აკურთხა საქართველოს სომეხთა  ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატის ნინოწმინდის რაიონის სომხების სულიერმა მოძღვარმა და „სურბ სარგის“ეკლესიის მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა.

2მაღალი ჯილდო მომღერალს გადასცა „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის დირექტორმა ჟორა სნხჩიანმა.  

სიტყვით გამოვიდნენ მომღერლის მეგობრები, აღსაზრდელები, კულტურის სფეროს მუშაკები, საკონცერტო ნაწილში - მისი აღსაზრდელები, რაიონის ცნობილი ხელოვანები. თვითონ - ჰაიასტან ისპირიანმა თავისი ტკბილი ხმით აღაფრთოვანა თავისი მაყურებელი მშვენიერი სომხური სიმღერების შესრულებით, მადლობა გადაიხადა მაღალი ჯილდოსთვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)