1geo

„ოვანეს თუმანიანის სახლის "თბილისური მოზაიკა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრი „ოვანეს თუმანიანის სახლი“ არა მხოლოდ ხალხმრავალი იყო, არამედ მრავალფეროვანი.    სასიხარულოა, რომ დამსწრეთა უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ, ძირითადად სომხები და ქართველები. ორი ერის  ახალგაზრდა შემოქმედებს ცენტრის დარბაზში და სახლის მშვენიერ აივანზე გამოფენილი ჰქონდათ თავიანთი  დინამიური და მრავლისმთქმელი ტილოები, რითაც შექმნილი იყო ღონისძიების სახელწოდების შესაფერისი თბილისური მოზაიკა.   1

საღამო ერთობლივად იყო მოწყობილი,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო და კულტურული ცენტრის  და   საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ. იგი მიეძღვნა ქართველი კლასიკოსის, საყვარელი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს.

 ღონისძიებას დასწრებით პატივი დასდეს  საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატებმა არტურ სარგსიანმა, არტაკ გრაბსკიმ და ელინა მკრტჩიანმა.   ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სომხური და ქართული ლიტერატურის, ხელოვნების, ინტელიგენციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.

მისასალმებელი სიტყვით ღონისძიება გახსნა ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე 2ჰოვსეფიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა „ოვანეს თუმანიანის სახლის“ საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას - სომხურ- ქართული მეგობრობის განვითარებას, მან ისაუბრა ღონისძიების მიზანზე - ქართველი კლასიკოსის განდიდებაზე თბილისური სულისკვეთებით შექმნილი ფერწერული ნამუშევრებით და მხატვრული სიტყვით, სომეხი და ქართველი ახალგაზრდა შემოქმედების ნამუშევრების  შერწყმით.   

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი სამველ თოროსიანი მიესალმა დამსწრეებს, მათ გადასცა საქართველოს 3სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და კეთილი სურვილები, ხაზი გაუსვა სხვადასხვა  ეროვნების ხალხებს შორის  ტრადიციულად დამკვიდრებულ  პატივისცემასა და სიყვარულს,   რომელიც უნდა გადაეცეს  მომავალ თაობებს, და მათი ცხოვრების თანამგზავრად იქცეს.

საქართველოს   "ოქროს ფონდის" თავმჯდომარემ, ცნობილმა მწერალმა   და მთარგმნელმა მაყვალა გონაშვილმა ისაუბრა ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ  ხალხებს შორის არსებულ ისეთ ურთიერთობებზე, სადაც არ იყო   ეროვნული დისკრიმინაცია, რწმენაზე ზეწოლა, ტრადიციების დაცინვა.   ქართველი ბავშვი იზრდებოდა პატარა გიქორისადმი  სიყვარულით, სომეხი ახალგაზრდა    შთაგონებული იყო "მერანის" უშიშარი ჭენებით. 4ასეთი იდეების მქადაგებლები იყვნენ  ნიკოლოზ ბარათაშვილი,  ოვანეს თუმანიანი და სხვები.  

საზეიმო ღონისძიებას   ზოგადად და კერძოდ სომხურ-ქართულ მეგობრობას გაუსვეს ხაზი თავიანთ გამოსვლებში   საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა გურამ ოდიშარიამ,   საქართველოს მწერალთა კავშირის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ჟურნალ "ცისკრის", რედაქტორმა,  მწერალმა ბაღათერ   არაბულმა,  პოეტმა და მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, მინიატურისტმა მერუჟან შაუმიანმა, გაზეთ "ვრასტანის“ რედაქტორმა  ვან ბაიბურთიანმა და სხვებმა. თუმცა, კრიტიკული სიტყვები 5ითქვა ქართული მედიასაშუალებების მისამართით, რომლებიც ინტერესს არ იჩენენ მსგავსი ღონისძიებების მიმართ და არ აშუქებენ მათ.    გამომსვლელებმა ცალსახად ისაუბრეს სომხურ-ქართული  ლიტერატურული და კულტურული კავშირების განახლების, მემორანდუმით დაფიქსირების, ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების ხშირად და უწყვეტად ჩატარების საჭიროებაზე.

6ახალგაზრდა მხატვარმა ივანე კეზუამ გივი შაჰნაზარს აჩუქა თავისი ნამუშევარი  პოეტ-მთარგმნელის  პორტრეტით.  საბერძნეთში მოღვაწე ქართველ მწერალ ელგუჯა მაღულარიას   მიენიჭა დიპლომი "კულტურის ელჩი".

საკუთარი ნაწარმოებებით დამსწრეებს მიესალმნენ ახალგაზრდა   პოეტები ქეთევან ნათელაძე, მონიკა ქურქჩიანი   და ნიკა ქვრივიშვილი.

ღონისძიებით თუმანიანის სახლი კვლავ დაუბრუნდა ოდესღაც  პოეტის    სახლისთვის დამახასიათებელ  სომხურ-ქართულ  მეგობრობის სულისკვეთებას, სიყვარულით და სითბოთი აღსავსე მშვენიერ საღამოებს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)