1geo

ნაქარგი ხელნაწერების ჩვენება ცენტრში „ოვანეს თუმანიანის სახლი" PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a12017 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ  ცენტრს სტუმრობდა ბიეტა აბშილავა, თავისი უნიკალური შემოქმედებითი სამყაროთი. ნიჭიერი პოეტი წლების მანძილზე თავის სიყვარულს   პოეზიის, ქართული ლიტერატურისადმი  გამოხატავდა ქართული ლიტერატურის და ხელოვნების  სხვადასხვა ავტორთა ხელნაწერების რეპროდუქციით,  ნემსისა და ძაფის მეშვეობით აფიქსირებდა ქსოვილზე, რითაც ქმნიდა ნაქარგი ხელნაწერების ნამდვილ ნიმუშებს. ცენტრში გაიხსნა  ბიეტა აბშილავას ნაქარგი ხელნაწერების გამოფენა.1

ღონისძიება მიეძღვნა ქართველი   კლასიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 200 წლის იუბილეს. გამოფენა ერთობლივად იყო ორგანიზებული  საქართველოს სომეხთა ეპარქიის ,,ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული ცენტრისა და საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ.

დარბაზში ხალხმრავლობა იყო. სომეხი და ქართველი მწერლები, მხატვრები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ხელოვნების მოყვარულები. ყველა  ინტერესით და გაკვირვებული ათვალიერებდა ნიჭიერი  ქალბატონის ხელნაკეთ  ნამუშევრებს, რომლებიც ჭეშმარიტად ხელოვნების ნიმუშებია.

2ღონისძიება გახსნა ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა, ვინც მიესალმა დამსწრეებს, ხაზი გაუსვა    ღონისძიების მნიშვნელობას,  რომელიც შეესაბამება ოვანეს თუმანიანის სახლის მისიას - განავითაროს და ახლებური ელფერი შესძინოს სომხურ-  -ქართულ ლიტერატურულ და კულტურულ  ურთიერთობებს.

ცნობილმა ქართველმა მწერალმა   და მთარგმნელმა მაყვალა   გონაშვილმა გამოფენის ამ ცენტრში ორგანიზების   კომენტირებისას, დააფიქსირა ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენების საქმეში ილია ჭავჭავძესა და აკაკი წერეთელთან ერთად თავისი წვლილი აქვს ასევე ოვანეს თუმანიანს.    

მადლობის და მადლიერების სიტყვით გამოვიდნენ  "რუსთაველის" ასოციაციის თავმჯდომარე დავით შემოქმედელი, მწერლები ვაჟა-ეგრისელი-დურბაია, მზია ჩხეტიანი, 3ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები ნუგზარ წერეთელი, თეიმურაზ შაშიაშვილი და სხვები. გამომსვლელებმა ისაუბრეს  ბიეტა აბშილავას მდიდარ  შემოქმედებით სამყაროზე, რომელიც გამოიხატება არა მხოლოდ პოეტური სიტყვით, არამედ  ხელოვნების ნიმუშების შექმნითაც. ყველა გამომსვლელმა   ხაზი გაუსვა თუმანიანის სახლის სტუმართმოყვარე ატმოსფეროს, სადაც თავის დროზე იკრიბებოდნენ და სხვადასხვა საკითხებს განიხილავდნენ როგორც სომეხი, ასევე ქართველი   ინტელიგენციის ცნობილი პირები,   აღინიშნა, რომ თუმანიანის ყოფილ ბინაში შექმნილი ეს ცენტრი ნამდვილად სიყვარულის და ძმობის  ახალ გვერდს გადაშლის სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობების ქრონოლოგიაში.       

ბიეტა აბშილავას ხელნაკეთი უნიკალური ნამუშევრები ოვანეს თუმანიანის სახლ-ცენტრში   გამოფენილი იქნება 18 ნოემბრამდე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)