1geo

"ღირსეული ჯილდო და შევსება" PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

234566262017 წელი ნაყოფიერი იყო საქართველოს სომეხი მწერლებისთვის. სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის და სომხეთის მწერალთა კავშირის დადგენილებით, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის  წევრი ჰოვანეს მარიკიანი დაჯილდოვდა მედლით „მშობლიური ენის დესპანი“, ჯავახეთის სექტორის ხელმძღვანელი ალბერტ ისოიანი და ჯავახეთის სექტორის პოეზიის განყოფილების გამგე გევორგ ჰაიასა   მიიღეს სომხეთის მწერალთა კავშირში და მათ გადასცეს წევრობის ბარათები.     

მედლისა და წევრობის ბარათების გადაცემას მიეძღვნა ღონისძიება ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“    საგანმანათლებლო და კულტურულ  ცენტრში, რომელიც გაიმართა 11 ნოემბერს.

ღონისძიება გაიხსნა, სტუმრებს მიესალმა და ჯილდოები გადასცა ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის  თავმჯდომარემ ჟორა სნხჩიანმა.  

კურთხევის და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის23415197 ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის და რაიონის სომხების სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი.

დამსწრეებმა მოისმინეს ინფორმაცია დაჯილდოებული მწერლების განვლილ შემოქმედებით გზაზე, გამოქვეყნებულ წიგნებზე, სომხური იდენტობის შენარჩუნების საქმეში წარმატებებზე,   სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობის აგიტაციის საქმეში შესრულებულ სამუშაოებზე.

ალბერტ ისოიანმა (სათხა), გევორგ ჰაიასამ (სოფელი მერენია) და ჰოვანეს მარიკიანმა (ჰეშტია), თავიანთ გამოსვლებში    ღრმა მადლიერება გამოუხატეს ზემდგომ უწყებებს და „ვერნატუნ“ კავშირს ჯილდოსა და ნდობისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხი  მწერლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, რაიონის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 23415159ცენტრის ჯგუფების ხელმძღვანელები, აღსაზრდელები. მათ - სამველ ირიციანმა, კორიუნ ბასენციანმა, დივინ ქაშანიანმა, ჰმაიაკ გრიგორიანმა და სხვებმა თბილად მიულოცეს ღირსეულებს მაღალი ჯილდოს მიღება.  

ღონისძიების მხატვრულ  ნაწილში გამოვიდნენ მხატვრული კითხვის სტუდიის აღსაზრდელები   (ხელმძღვანელი: სათენიკ სნხჩიანი),  გუნდი და სოლისტები  (ქორმაისტერი:   ირინა ღარსლიანი), წაიკითხეს საქართველოს სომეხ მწერალთა ნაწარმოებები, შეასრულეს გუნდური და ეროვნული სიმღერები.   

ღონისძიების ბოლოს დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)