1geo

ფილმის "გვერდიგვერდ“ დახურული ჩვენება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a12017 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოში მოქმედი „ალიქ“ მედია-პლატფორმის ინიციატივით და გერმანული DVV International ორგანიზაციის მხარადჭერით გადაღებული ფილმის “გვერდიგვერდ“ დახურული ჩვენება.

ღონისძიებას ესწრებოდა გადამღები ჯგუფი, მთავარი რედაქტორის, არსენ ხარატიანის და რედაქტორის, პაველ ოგანეზოვის, ხელმძღვანელობით.

მედია-პლატფორმის მთავარმა რედაქტორმა დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ფილმის გადაღების მიზანზე. არცახსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე 1ფაქტობრივი საომარი მდგომარეობის პარალელურად, საქართველოს სოფლების - წოფქისა და ხოჟორნის მცხოვრებლები, ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები თანაცხოვრობენ, ეთნიკური დისკრიმინაციის გარეშე, მხიარულობენ ერთად, ერთმანეთს მხარში უდგებიან სიძნელეში, წინაპრებისგან მემკვიდრეობად მიღებული წეს-ჩვეულებებით და ტრადიციებით. წოფქი და ხოჟორნი ის უნიკალური სოფლებია, სადაც სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვები ერთად თამაშობენ, ერთად უსხდებიან მერხებს, ახალგაზრდებს უყვარდებათ ერთმანეთი და ზოგჯერ ქორწინდებიან კიდეც.

2ფილმში ასახულია თანასოფლელთა შეხედულებები და აზრები ომისა და მშვიდობის, სომხების და აზერბაიჯანელების პრობლემების, სომხური და აზერბაიჯანული მედიასაშუალებების გავლენაზე ამ თემების მცხოვრებლებზე და სხვა საკითხები.

დამსწრეებმა ყურადღებით უყურეს ფილმს, გამოხატეს კმაყოფილება თანამედროვე პერიოდში ძალზედ მნიშვნელოვანი და რეალისტური ფილმის გადაღებისთვის, რომლის მიზანი საომარი მოქმედებების დაგმობა და საყოველთაო მშვიდობის სურვილის წარმოჩენაა.3

ღონისძიება გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში. დასმული შეკითხვები ეხებოდა ფილმში აზერბაიჯანული მეტყველების არარსებობას, სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. ასევე დაფიქსირდა სამუშაო ასოციაციების შექმნის, დღესასწაულების აღნიშვნის და ერთმანეთის ტრადიციების პატივისცემის მაგალითებით ფილმის გამდიდრების სურვილი.

გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ფილმის გადაღებისა და მონტაჟის პროფესიონალურ შესრულებაზე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)