1geo

მოსავლის და ნობათის ოქროს შემოდგომის ზეიმი ბათუმის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a12017 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის    ბათუმის  ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული   ცენტრის     „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღში    გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით "მოსავლის და ნობათის ოქროს  1 1შემოდგომა".

ღონისძიებას თავიანთი  დასწრებით  პატივი დასდეს ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სარგსიანმა, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა.

1 2მშობლებით, პედაგოგებით და სტუმრებით სავსე დარბაზში  სადღესასწაულო მაღალი განწყობა იყო.

ღონისძიება გახსნა  კულტურის ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ წელიწადის დროებში შემოდგომა ყველაზე სევდიანი და ცივია, მაგრამ პატარა ბავშვების სამყაროში, მხიარულ სიმღერებსა და ცეკვაში შემოდგომა მხიარულია, ნაირფერი და მაღალი განწყობის გადმომცემი.   1 5

საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მხიარული მზერით, ლამაზი და სწორი მხატვრული კითხვით, მომხიბვლელი სიმღერით აღაფრთოვანეს მშობლები და დამსწრეები.   

1 4ღონისძიების დასასრულს კურთხევის სიტყვით გამოვიდა მღვდელი არარატ გუმბალიანი. ადგილობრივ სომხებს მამა არარატმა გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი სიყვარული და კეთილი სურვილები, შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა ზეიმის სათანადო დონეზე ჩატარებისთვის, გამამხნევებელი სიტყვები თქვა როგორც აღსაზრდელების, ასევე პედაგოგების მისამართით.   

ბავშვების სწორი სომხური მეტყველების, ლექსების ლამაზი კითხვის და მხიარული სიმღერის შესახებ თავისი აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის რესპუბლიკის კონსულმა ბატონმა ეღიშე სარგსიანმა.    

ღონისძიების დასასრულს,  სიმღერა „ღაფამის“ ჰანგებით,  დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ  შემოდგომის ნობათით და სომხური ღაფამით.

1 6 1 3 1 7

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)