1geo

სუსანა მკრტჩიანის მინიატურული ფერწერა „რაფაელ ჯავახ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

DSC 7621ნიჭიერი მხატვრის,  სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ, მხატვარ სუსანა  მკრტჩიანის  ხელოვნებით დატკბობის შესაძლებლობა ჰქონდა ნინოწმინდის ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებასაც. ახალქალაქის შემდეგ,  2018 წლის 17 თებერვალს,   “ ხარებიდან ამაღლებამდე ანუ დიდ მარხვამდე“ სახელწოდებით გამოფენა გაიხსნა ნინოწმინდაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "რაფაელ ჯავახ“    კულტურულ, DSC 7614საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში.

ცენტრის კედლებს ამშვენებდა   ბიბლიურ თემაზე  შესრულებული   20-ზე მეტი მინიატურული ნამუშევარი, რაც მრავალ ჟანრში მოღვაწე  ხელოვანის უსაზღვრო ნიჭის მშვენიერი გამოვლინებაა.   ფართო პალიტრით  წარმოდგენილი იყო მაცხოვრის ცხოვრება, მისი ამ ქვეყნად მოვლინების ხარებიდან  ზეცაში ამაღლებამდე,    გამოფენის სახელწოდების ჰარმონიაში.   

დარბაზში ხალხმრავლობა იყო. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიანი, ნინოწმინდის რაიონის საკრებულოს DSC 7677თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის, ხელოვნების მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და ხელოვნების მოყვარულები.

თავისი დასწრებით გამოფენას პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის სულიერი მსახურების - მღვდელ არმაშ პოღოსიანის და მღვდელ ტათევ მარუქიანის თანხლებით და დიაკვნების თანდასწრებით.   

გამოფენის გახსნას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ გიუმრიდან ჩამოსული ავტორი - სუსანა მკრტჩიანი.

გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის დირექტორმა ჟორა სნხჩიანმა, ვინც  დააფასა მინიატურის საშუალებით სულიერი ცხოვრების გამოხატვის და ხილულად და გასაგებად ქცევის მნიშვნელობა, გამომსვლელმა დააფიქსირა სუსანა მკრტჩიანის თავისებური მიდგომა სასულიერო ეპიზოდებისადმი, სხვადასხვა ელემენტების საშუალებით  ბიბლიური იდეების მეტად გასაგებად ქცევის მიზანი.DSC 7634

მისასალმებელი და მისალოცი სიტყვით გამოვიდა ასევე დეპუტატი ჰენზელ მკოიანი.

ნიჭიერმა მხატვარმა სუსანა მკრტჩიანმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ   შინაგანი ბიძგით, 48 დღიანი დიდი მარხვა გამოხატა ამ მინიატურების შექმნით, რაც მიზნად ისახავდა თაობებისათვის ხილულად ექცია ღვთის შვილის განვლილი ცხოვრების გზა, კაცობრიობის გადასარჩენად  მისი ჯვარცმა.   ნიჭიერმა მხატვარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, გამოფენის ორგანიზატორებს, ადგილობრივ სულიერ მოძღვარს და „რაფაელ ჯავახ“ ცენტრს, მისი ხელოვნების სომხებით დასახლებულ ამ რეგიონში წარმოდგენისა  და დაფასებისთვის.    

DSC 7606გამოფენა  კურთხევისა და დაფასების სიტყვით შეაჯამა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა დამსწრეებს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის თბილი  სიყვარული და კეთილი სურვილები. მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა სუსანა მკრტჩიანის ხელოვნებას,  მისი ოსტატი ხელებით შექმნილი ნამუშევრების მეშვეობით არა მხოლოდ მშვენიერის, მომაჯადოებლის და დიადის ჩვენების უნარს, არამედ სულიერით აღზრდის, ბიბლიით გათბობის და კეთილის ქმნის მოწოდებას. წინამძღვარმა დაფასების სიტყვით მიმართა ადგილობრივი სულიერი მწყემსობის, კულტურული ცენტრის და ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ თანამშრომლობას, რაიონში სულიერი და კულტურული ცხოვრების განვითარების სასიკეთოდ.   

სუსანა მკრტჩიანის  მინიატურული ნამუშევრები   ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრში გამოფენილი იქნება ერთი თვის განმავლობაში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)