1geo

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი სიტყვით გამოვიდა საქართველოს რელიგიის საკითხთა სააგენტოს საანგარიშო კრებაზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 7 მარტს, 12 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ: საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, 1საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ანგარიში წარადგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით - ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მუდმივად უხეშად ირღვევა მკვიდრი მოსახლეობის - ქართველების უფლებები რელიგიის, გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლების თვალსაზრისით. ასევე, მიმდინარეობს ქართული სასულიერო კულტურის ძეგლების თვითნებური „რესტავრირება“ , რათა წაიშალოს ქართული 2კვალი.

სააგენტოს თავმჯდომარე შეეხო „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლებისთვის ჩატარებულ ტრენინგებს „სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის“ თემაზე. ასევე, ისაუბრა სააგენტოს საქმიანობაზე საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და სხვა.

საანგარიშო კრებაზე გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. მეუფე ვაზგენმა დადებითად შეაფასა რა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, აღნიშნა, რომ სააგენტოს სამწლიანმა საქმიანობამ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული სააგენტოს დაფუძნების მნიშვნელობა, ვინაიდან სააგენტო გახდა სტრუქტურა, რომელსაც რელიგიურ თემებს შეუძლიათ მიმართონ პრობლემების გადაწყვეტის საკითხით. თუმცა აღნიშნა სააგენტოს უფლებამოსილებების გარკვეული გაფართოების საჭიროება. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზი გაისვა რელიგიური თემების მიმართ თანაბარი და სამართლიანი მიდგომის საჭიროებას, რათა რელიგიური თემები ერთმანეთს არ ედავებოდნენ თავიანთ ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ ერთობლივი ძალებით ჩაებნენ 3ქვეყანაში სულიერი, მორალური ატმოსფეროს გაჯანსაღების წმინდა საქმეში, - აღნიშნა მეუფე ვაზგენმა და შეეხო რელიგიის შესახებ კანონის დამუშავების საჭიროებას და მოქმედ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საკითხს, რომელიც გაითვალისწინებს რელიგიური და ეროვნული თემებისთვის საგადასახადო და სხვა მნიშვნელობის თანაბარი პრიველეგიების და ვალდებულებების მინიჭებას.

რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციის ლიდერი შეეხო საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიმღები რელიგიური ორგანიზაციების რიცხვის გაზრდას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)