1geo

fb you od

სებასტიელი ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღნიშნა საღმრთო ლიტურგიით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1

სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია დიდი მარხვის მეოთხე კვირას აღნიშნავს სებასტიაში წამებული ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღეს.

2018 წლის 10 მარტს, სებასტიელი ორმოცი წმინდა ყრმის  ხსენების დღეს, თბილისის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა. ეკლესიაში აინთო ყვავილებით შემკული სანთელი, წამებული ორმოცი ყრმის ხსოვნის ნიშნად.   1

40 ყრმის ისტორიის მაგალითით, ღირსმა მღვდელმა დამსწრეებს მოუწოდა ცხოვრების ყველა სიძნელის დროს ერთგულნი იყონ ქრისტეს რწმენისადმი, იცხოვრონ სიყვარულით, იყონ კეთილი და  ცხოვრების სიძნელეების დროსაც კი ერთგულნი იყონ ქრისტიანული რწმენისა, მზად იყონ  მსხვერპლის გასაღებად და  გადალახონ 2ვნებები, რომ დაიმსახურონ    ზეციური გვირგვინი.

ქრისტიანული რწმენის ერთგულნი, მათ მოწამებრივად დაასრულეს სიცოცხლე. მათი ნაწილები დასვენებულია სებასტიაში, სადაც შემდგომში ააშენეს „40 ყრმის“ სახელწოდებით 40 გუმბათოვანი  ტაძარი, რომელიც თემურ-ლენგის შემოსევამდე იდგა.  

საღმრთო ლიტურგიის დროს ეკლესიაში 40 დანთებული სანთელი სიმბოლო იყო მოწამეთა ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულებისა,   3მათი    წამება კი -   ჩანს   ნათლის გვირგვინებით: გარიჟრაჟზე  ყველა მოწამე გამოჩნდა ნათლის   გვირგვინით შემკობილი.  იმ მოწამის სანთელი კი, რომელმაც ვერ გაუძლო წამებას, ყვავილის გარეშე დარჩენილი,  მიგვანიშნებს იმაზე, რომ მან ვერც მიწიერი სიცოცხლე შეინარჩუნა, ვერც ზეციერს ეღირსა.  

საღმრთო ლიტურგიის ბოლოს,  სულიერი მამების მიერ შესრულდა   მცენარეული ზეთის   ტრადიციული  კურთხევა, რომელიც მორწმუნეებმა წაიღეს   თავიანთ სახლებში.

29027834 551392358576691 974142541723074560 n 29026229 551392341910026 9130665421173686272 n 29028006 551392368576690 1629015760330293248 n

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)