1geo

წმიდა აღდგომის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის პირველ აპრილს, ჩვენი უფლის  იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში   აღნიშნა უამრავი  მორწმუნის მონაწილეობით და სომეხთა ეკლესიის კანონიკისა და ცერემონიების შესაბამისად.   როგორც „ჭრაგალუიცის“ საღამოს,29662907 1638219782961494 6469953001460891383 o წმინდა აღდგომის დღესაც თბილისში,   ბათუმში, სამცხე-ჯავახეთში, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს რაიონებში მრევლის მონაწილეობით შესრულდა წმინდა ცერემონიები.
29664818 1638219452961527 226381457922029012 oმორწმუნეებით სავსე იყო თბილისის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია, ეკლესიის ეზო და   მიმდებარე ტერიტორია. ეკლესიაში ჩატარდა ღვთისმსახურება, შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა  ვაზგენ მირზახანიანმა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს საღმრთო ლიტურგია აღავლინა. საღმრთო 22853285 402812766796937 6260735875892187898 n-1522603405ლიტურგიას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, საელჩოს დიპლომატები,   პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, სათემო მოღვაწეები, განათლებისა და კულტურის მოღვაწეები, უამრავი მორწმუნე.   
29662712 1584609601659029 3128588016698906833 o-1522602216სომეხთა ეკლესიაში ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ესწრებოდნენ და ყველას მიულოცეს დღესასწაული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ,   თბილისის მერი კახი კალაძე, საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი,საქართველოს    პარლამენტის წევრები დავით ჭიჭინაძე, რუსლან პოღოსიანი, რომან კაკულია, სერგო რატიანი, გიგა ბოკერია, ნაციონალური მოძრაობის წევრი  ზაალ უდუმაშვილი,ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და სხვები.   29664923 2100257170197858 3825975824787640607 o
საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მეუფემ წაიკითხა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ 29873139 2100258360197739 4856536024505798195 oმეორის სააღდგომო მოლოცვა.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვარმა  მორწმუნეებს მიულოცა წმინდა აღდგომის  - როგორც სიკეთის ბოროტებაზე, სინათლის წყვდიადზე გამარჯვების დღესასწაული.
შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის  "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა მიღება, რომლის დროსაც მეუფე ვაზგენმა კიდევ ერთხელ მიულოცა დამსწრეებს 29683400 1655271017888605 3190477973370923931 nბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მიულოცა   საქართველოს ქრისტიანებს, რომლებიც დღეს   ზეიმობენ ბზობას.
29873471 1655224534559920 4109639413376777345 oსაზეიმო მიღების შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი გაემგზავრა ჯავახეთში -   ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში, სადაც   ერის ღირსეული შვილების მიერ დიდი პომპეზობით აღინიშნება სააღდგომო  დღესასწაული.
იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე საღმრთო ლიტურგია აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში. ყველგან  სომეხი მორწმუნეების მოსალოცად იყვნენ მოსული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ეროვნების მორწმუნეები. აღდგომის დღესასწაული, რომელიც აღინიშნა სომხური საეკლესიო კალენდრით, გაშუქდა     სხვადასხვა ქართულ და სომხურ  მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)