1geo

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა სამცხე-ჯავახეთში მონაწილეობა მიიღო აღდგომის დღესასწაულში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის პირველ აპრილს, ბრწყინვალე აღდგომა განსაკუთრებული პომპეზობით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ  ვიკარიატში. ამ დღეს, ეკლესიის კანონიკის შესაბამისად, რეგიონის მოქმედ ეკლესიებში აღევლინა    საღმრთო ლიტურგია და  ჩატარდა  რელიგიური რიტუალები.
ამ დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქში  იყო ჩასული საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოთა თანამდებობის პირთა თანხლებით მონაწილეობა მიიღო ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიის სადღესასწაულო ცერემონიაში.   
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს   ბრწყინვალე აღდგომა დიდი პომპეზობით  აღინიშნა   ახალციხეშიც. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალციხის სასულიერო ინსპექციამ ქალაქის კულტურის სახლში მოაწყო ლამაზი საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი სომხური სკოლის, ახალგაზრდული ცენტრის SFN 7900სიმღერის  გუნდმა და ცეკვის ანსამბლმა, ახალციხისა და მიმდებარე სოფლების 600-ზე  მეტმა სომეხმა.    
წლევანდელი აღდგომის დღესასწაული ორიგინალურად აღნიშნეს ნინოწმინდის სოფელ სათხაში. საქართველოს პარლამენტის წევრის, ჰენზელ  მკოიანის, ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ლოცვა-კურთხევით სოფელში იყვნენ ჩასული  ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები,  რაიონების საკრებულოთა დეპუტატები, თემების ხელმძღვანელები,  განათლების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ხალხმრავლობა იყო სოფლის „სურბ ნერსეს მეწ“ ეკლესიაში. რაიონის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი სათანადოდ იყო მომზადებული ეპარქიის წინამძღვრის და სტუმრების მისაღებად.   
ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით შესრულდა საკვირაო ღვთისმსახურება, რომლის შემდეგაც წინამძღვარმა მიმართა სათხის მორწმუნე ხალხს, ხელმძღვანელობას, თბილისიდან ჩასულ   სტუმრებს,   ყველა დამსწრე პირს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის,  გარეგინ მეორის კურთხევა და მამობრივი სიყვარული.
მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ჰენზელ   მკოიანის ინიციატივას, რომელიც უპრეცედენტოა სამცხე-ჯავახეთის და წალკის   რეალობაში  ბოლო წლების განმავლობაში.
1ეპარქიის წინამძღვარმა ქართველ ხალხს მიულოცა ბზობის დღესასწაული,   მადლიერება გამოუხატა საქართველოს მთავრობას, რომლის კეთილი ნებითაც საქართველოს სომხობა თავისუფლად აღნიშნავს სასულიერო და ხალხურ დღესასწაულებს.   
საეკლესიო ცერემონიის შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა სოფელ სათხის დღესასწაულთა დარბაზში მონაწილეობა მიიღეს წვეულებაში.    
სახალხო დღესასწაული, რომელიც გაგრძელდა გვიან საღამომდე,  დამშვენებული იყო   მხატვრული ნომრებით.

29939168 799191896946911 597132940 n 30118694 799191876946913 1624097577 n

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)