1geo

აღდგომის დღესასწაული არაგოვას „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის  6 აპრილს, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის არაგოვას „სურბ გევორგ“1 ეკლესიასთან მოქმედი „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, დირექტორის, ნარინე ტერ-მკრტჩიანის, ხელმძღვანელობით და მასწავლებლის, ლუსინე ჰოვანისიანის, თაოსნობით, მომზადებული ჰქონდათ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება.  
ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა 2ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. არაგოვასა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის თადეოს ტერ-მკრტჩიანის და დიაკვან გევორგ ანტონიანის თანხლებით. ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები, სტუმრები ახალქალაქიდან და მიმდებარე სოფლებიდან.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა დეტალურად წარმოადგინეს დღესასწაულის საიდუმლო, გამოვიდნენ სააღდგომო სიმღერებით და ლექსებით. 3
სადღესასწაულოდ გაფორმებული დარბაზმა, პატარების გაბედულმა, სწორმა და ლამაზმა მეტყველებამ შთამბეჭდავი გახადეს ღონისძიება, რომელიც დაუვიწყარ  და ლამაზ მოგონებად დარჩა დამსწრეთა მეხსიერებაში.   
4ღონისძიება ლოცვა-კურთხევით შეაჯამა და ორგანიზატორებს და საბავშვო ბაღის პერსონალს მადლიერების სიტყვით მიმართა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ.   
აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ზეიმის დასასრულს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს პატარა საჩუქრები და ტკბილეული.   
აქვე დავძენთ,  რომ არაგოვას „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღი   დაარსდა 2008 წელს და თავდაპირველად მხოლოდ არაგოვას  ბავშვები იყვნენ  ჩართულნი მასში.  წლების მანძილზე საბავშვო ბაღმა გააფართოვა საქმიანობა, ჩართო მიმდებარე სოფლების ბავშვებიც. ამჟამად საბავშვო ბაღში დადის 35 აღსაზრდელი   სოფლებიდან - არაგოვა, გომანი, ზაკი,  კორხი, თოთხამი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)