1geo

ხარების დღესასწაული თბილისში აღინიშნა სირიელ სომხებთან ერთად PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა განსაკუთრებული სიხარულით. 1საქართველოს  სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის  მოწვევით და სირიელ სომეხთა კავშირის ქალთა ჯგუფის ინიციატივით საქართველოს სომეხთა ეპარქიის     "ჰაიარტუნ" ცენტრში სტუმრობდა ერევნიდან ჩამოსული  50-ზე მეტი  სირიელი სომეხი.  
სტუმრებმა, რომლებიც წინა  დღეს იყვნენ ჩამოსული,    2018 წლის 7 აპრილს,  დილით ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“   ეკლესიაში  მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც დღესასწაულს მიეძღვნა, შემდეგ გადაინაცვლეს „ჰაიარტუნ“  ცენტრის 2გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში.  
სტუმრებს მისასალმებელი და კეთილი მობრძანების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“  ცენტრის   კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, მათ მიულოცა ხარების დღესასწაული, ცენტრისა და სირიელ სომეხთა კავშირის თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შემდეგ საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა მადლობა DSC04172გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს,  მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ამ პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის  კურთხევა, მილოცვა და კეთილი სურვილები. მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა ხაზი გაუსვა სირიელთა გამძლეობას,    შრომისმოყვარეობას  და რწმენისა და ერისადმი  ერთგულებას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა  საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არტურ სარგსიანი. ამ უკანასკნელმა სირიელ ქალბატონებს გადასცა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუბენ სადოიანის მილოცვა და პარტნიორობის გაგრძელებისა და თანამშრომლობის მხარდაჭერა შესთავაზა.
IMG 1023დარბაზში დამსწრე უამრავი არაბი ლტოლვილის და საქართველოს ლთოლვილ ქალთა მხარდაჭერის ასოციაციის სახელით, სირიელ ქალბატონებს მიესალმა ორგანიზაციის თავმჯდომარე მაკა ჩიჩუა, ვინც განაცხადა, რომ ორგანიზაცია გეგმავს არაბ ლტოლვილ ქალთა ვიზიტს სომხეთის რესპუბლიკაში.  
სტუმრებისთვის დღე სადღესასწაულო გახადეს და მათ სიმღერითა და ცეკვით მიულოცეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის დოლისა და დუდუკის IMG 1148ჯგუფებმა (ხელმძღვანელები: რობერტ კაშავანიძე, და ივანე მკრტჩიანი), სოლისტებმა ნინა კარაპეტიანმა, ანა ბადალიანმა და ჰენრიხ პეტროსიანმა.   
სირიელ სომეხთა კავშირის ქალთა ჯგუფის ხელმძღვანელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ვანი ნალბანდიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირს თანამშრომლობისთვის, და გადასცა   სამადლობელო წერილი.
სულ რამდენიმე თვის წინ დაწყებული პარტნიორობის ფარგლებში „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოეწყო სირიელი სომხების ხელნაკეთი  ნამუშევრების   გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში ხალხი გამოფენა-გაყიდვაზე მოდიოდა დასათვალიერებლად, ასევე იძენდნენ ნიჭიერი სირიელი სომხების ნამუშევრებს, ამ დღის ლამაზი მოგონების ნიშნად. გამოფენა-გაყიდვა გაგრძელდა საღამომდე, შემდეგ  კი  საეპისკოპოსო გაუმასპინძლდა სტუმრებს.   
 ხარების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა   თბილისის “სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში. დედაქალაქის 103-ე ქართულ-სომხური საჯარო სკოლის სომხური სექტორის სომხური IMG 1184ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, გაიანე მხითარიანის, ინიციატივით სკოლის სხვადასხვა კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დედასა და დედის დღეს.    
“სურბ გევორგ“ საკათედრო   ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა მოსწავლეებს და ეკლესიაში შეკრებილ მშობლებს  გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მილოცვა.  მამა სამველმა მაღალი შეფასება მისცა მასწავლებლს და მოსწავლეებს, სადღესასწაულო ღონისძიების საჭირო დონეზე  მომზადებისა და ლამაზად წარდგენისათვის. მოსწავლეებმა ყვავილები აჩუქეს დამსწრე ქალბატონებს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)