1geo

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 9 აპრილს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურთა, ეპარქიის პერსონალის და1 1 მრევლის სახელით ყვავილებით შეიმკო   1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად, სომეხი ხალხის სახელით თბილისის ავლაბრის "სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული ხაჩქარი.
     
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გამართულ მშვიდობიან  მიტინგზე დაღუპულთა სულების სიმშვიდისთვის  1 2საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მღვდელმსახურების, მღვდელ  ვირაპ ღაზარიანის და მღვდელ  მანუკ ზეინალიანის ხელმძღვანელობით შესრულდა პარაკლისი. აღევლინა1 3 ლოცვა „ჰოგვოც“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის დაღუპულ 21 უდანაშაულოთა ხსოვნას.  

შემდეგ   საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამშრომელთა წარმომადგენლები  და სულიერი მსახური მღვდელი კირაკოს სიმონიანი ეწვივნენ 29 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ადგილს და გვირგვინით შეამკეს     საქართველოს     პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე აღმართულ 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)