1geo

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ჭადრაკის საიუბილეო ტურნირი დაიწყო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების    ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, საქართველოს  სომხებით დასახლებულ რეგიონებში იმართება  ჭადრაკის ტურნირი 17 წლამდე ასაკის ჭადრაკის მოყვარულთა შორის.   ტურნირი ეძღვნება საქართველოსა და სომხეთის პირველი რესპუბლიკების 100 წლის იუბილეს.30441768
2018 წლის პირველ აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში   დაიწყო ტურნირის პირველი ეტაპი.
მონაწილეებს მიესალმა განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი და წარადგინა ტურნირის ფორმატი, განმარტა, რომ ტურნირი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი ადგილობრივი სულიერი მოძღვრებისა და ახალგაზრდული ცენტრების მხარდაჭერით ჩატარდება საქართველოს სომხებით დასახლებულ ყველა პუნქტში:   ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის  რაიონებსა და მიმდებარე სოფლებში, ბათუმსა და რუსთავში. მიუხედავად   მონაწილეთა რაოდენობისა, ყოველი პუნქტიდან იქნება ერთი გამარჯვებული, ვინც      შემდეგ თბილისში მონაწილეობას მიიღებს ტურნირის ფინალურ ეტაპში.  
ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების დირექტორის და პროგრამების კოორდინატორის მიერ შესრულებული ორგანიზებული მოსამზადებელი სამუშაოს შედეგად, ჭადრაკის დაფასთან  30414772პაექრობა დაიწყო  ტურნირში მონაწილეობის განაცხადის  წარმდგენმა  თბილისის სხვადასხვა სკოლების, თბილისის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის,   ჭადრაკის სკოლის მოსწავლეებს შორის.  
თბილისში გამართული ტურნირის პირველ ეტაპში პაექრობდა  ჭადრაკის მოყვარული და სხვადასხვა კონკურსისა და ტურნირის მონაწილე 14 მოსწავლე. ტურნირის გამარჯვებული გახდა და ფინალურ ეტაპზე გადავიდა ახალგაზრდობის სასახლის ჭადრაკის წრის მოწაფე, მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლე დენიელ საფაროვი.
სომხებით დასახლებულ  რეგიონებში ტურნირის პირველი ეტაპის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ეტაპში, რომელიც გაიმართება   თბილისში, "ჰაიარტუნ" ცენტრში.
 ტურნირის გამარჯვებული პირველი სამი ადგილისთვის გაიცემა პრიზები და ფულადი  პრემიები.
ტურნირის  ორგანიზატორებმა ჭადრაკის ტურნირის მონაწილეებს  წარმატებები უსურვეს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)