1geo

fb you od

რელიგიათა საბჭოს მიმართვა ხელისუფლებისადმი თანდოიანცის ეკლესიის თაობაზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glavni logoგვსურს გამოვეხმაუროთ თბილისში, აღმაშენებლის N38-ში მდებარე ისტორიული სომხური ტაძრის, თანდოიანც სურბ ასტვაწაწინის (თანდოიანცის ღვთისმშობლის ეკლესია) საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს.

როგორც ცნობილი გახდა, 2017 წელს სახელმწიფომ სომხური ტაძარი საკუთრებით გადასცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. არა ერთი ისტორიული წყარო და ფაქტი ადასტურებს, რომ საბჭოთა ოკუპაციმადე ნაგებობა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა. დღეს ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც ცვლის ძეგლის იერსახეს და შლის ჩვენი სომეხი თანამოქალაქეების ისტორიულ კვალსა და ღვაწლს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ თანდოიანცის ეკლესიის საკითხი არ არის ცალკე აღებული შემთხვევა და ის რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის გადაუჭრელი პრობლემის ნაწილი და თვალსაჩინო მაგალითია.

რელიგიათა საბჭოს წევრები არა ერთი წელია გულისტკივილით ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო არ იჩენს ნებას, დაუბრუნოს რელიგიური ნაგებობები ისტორიულ მესაკუთრეებს. ამასობაში, ძეგლების დიდი ნაწილი ინგრევა, იცვლება მათი იერსახე, იშლება არაერთი რელიგიური ჯგუფის უმნიშვნელოვანესი კვალი საქართველოს ისტორიაში და ირღვევა მრავაფეროვნობით მდიდარი ქართული კულტურის მთლიანობა.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას:

* დაუყოვნებლივ შეწყდეს თანდოიანცის ეკლესიაზე მიმდინარე ზემოქმედება;

* სამართლიანად გამოიკვლიოს აღნიშნული ეკლესიის ისტორია და უზრუნველყოს მისი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიისათვის დაბრუნება;

* უმოკლეს დროში გადადგას რეალური ნაბიჯები რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საკუთრების დასაბრუნებლად;

* ხელი შეუწყოს საქართველოს სიმდიდირის - რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და წარმოჩენას;

* მოუფრთხილდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და მის თვალსაჩინო ნაწილს - სხვადასხვა კონფესიების საკულტო ნაგებობებს.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები:

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)