1geo

წმინდა გიორგის ხსენების დღე სოფელ პატარა პამაჭში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 6 მაისს, დილიდან საზეიმო განწყობა იყო სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური 1ვიკარიატის ახალციხის რაიონის სოფელ პატარა პამაჭის წმინდა გიორგის სამლოცველოში. ადგილობრივი მცხოვრებლები და  ჩამოსული სტუმრები სამლოცველოში  საზეიმო ღონისძიების აღსანიშნავად იყვნენ მისულნი.   
ღონისძიება დაიწყო საღმრთო ლიტურგიით, რომელიც აღავლინა ახალციხისა და მიმდებარე რაიონების სომხების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა. წირვის დროს მწირველმა მღვდელმა სათანადოდ განმარტა დღის 2საიდუმლო.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს ახალციხის სულიერმა ინსპექტორმა მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა და სულიერმა მოძღვარმა თორგომ ვარდანიანმა მრევლს მიულოცეს დღესასწაული.   
ახალციხის სულიერ ინსპექციას მომზადებული ჰქონდა საკონცერტო პროგრამა, რომლის დაწყებამდე სულიერმა ინსპექციამ აკურთხა შესაწირი, რომელიც დაურიგდა დამსწრეებს.   3
დღის განწყობას და მასპინძლობას თან ახლდა მხიარული ცეკვა და სიმღერა, რომელიც უზრუნველყო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა “ახალციხე“, ახალციხის სომხურმა საშუალო სკოლამ და ახალციხის სომხური საგანმანათლებლო-კულტურულმა ცენტრმა.  ღონისძიების ორგანიზატორებს მონაწილეთათვის მომზადებული ჰქონდათ სიურპრიზები. ღონისძიების დასასრულს სულიერმა ინსპექციამ ქველმოქმედთა სახელით ზემოაღნიშნულ მონაწილეებს გადასცა ფულადი პრემიები, თვითოეულს 100 ლარი.
ღონისძიების მონაწილეები და დამსწრეები მაღალი განწყობით დაბრუნდნენ სახლში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)