1geo

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების და შუშის განთავისუფლების დღე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 17562018 წლის 9 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში  გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების და შუშის  განთავისუფლების დღეს. IMG 1714
დარბაზი სავსე იყო, ყველა  საზეიმო განწყობაზე იყო. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების და შუშის  განთავისუფლების დღესასწაულის აღსანიშნავად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის პატივის მისაგებად და შუშის განთავისუფლების გმირების განდიდებისთვის შეკრებილნი იყვნენ თბილისის სათვისტომოს მოღვაწეები და საზოგადოების ღირსეული წევრები.
დარბაზში საპატიო ადგილები ეკავათ საქართველოდან არცახის ომის მონაწილეებს, სტანისლავ მანუკიანს და არტურ ბეგლარიანს, შუშის განთავისუფლების „ქორწილი მთებში“ სამხედრო ოპერაციის ავტორი კომანდოსის, სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალების გენერალ-მაიორის, არკადი ტერ-თადევოსიანის დისშვილს.     
ღონისძიებას საპატიო დასწრებით პატივი დასდო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა, საელჩოს პერსონალის თანხლებით.
IMG 1879შესრულდა სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნი.
ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა,  "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა. ამ უკანასკნელმა დამსწრეებს მიულოცა მაისის გამარჯვებები, რომლის დასაწყისი იყო გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში, ხაზი გაუსვა შუშის დიდებულ გამარჯვებას, ასევე  ამ დღეებში მომხდარ სიყვარულისა და თანამშრომლობის სახალხო მოძრაობის გამარჯვებას,   სიტყვა დაასრულა სომხეთის პირველი რესპუბლიკის 100 IMG 1780წლისთავის ზეიმის მოლოდინით, მაისს უწოდა ჩვენი ხალხისთვის ოთხ დღესასწაულთა თვე.    
ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის ტელეფონით გადმოცემული დამსწრეთათვის მიმართული მილოცვა და მოწოდება გამარჯვებით გააგრძელონ წინსვლა დედა სამშობლოს  კეთილდღეობის, თავისუფალი და დამოუკიდებელი არცახის, ხალხის   წარმატებული და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის.
მაისის გამარჯვებების მილოცვის სიტყვით  გამოვიდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, ისაუბრა IMG 1803მეორე მსოფლიო ომში სომხეთის და სომეხი ხალხის მონაწილეობაზე, პატივი მიაგო შუშის განთავისუფლების გმირებს და სომეხ ხალხს უსურვა ახალ-ახალი გამარჯვებები.   
საქართველოში სომხეთის საელჩოს სამხედრო  ატაშემ,  პოლკოვნიკმა სამველ რამაზიანმა დააფიქსირა მეორე მსოფლიო ომში სომეხი ხალხის თავისუფლებისმოყვარე შვილების გმირობა, დეტალურად ისაუბრა არცახის ომის და განსაკუთრებით შუშის დიდებული გამარჯვების შესახებ. შუშის განთავისუფლება სომეხი ერის არსებობის თვითშეგნება იყო, ბრძოლის წლებში ჩამოყალიბებული გამარჯვების ნება, სამშობლოს განვითარების უმთავრესი მიზანი.  პოლკოვნიკმა სიტყვა დაასრულაIMG 1828 სამშობლოს სიყვარულის, ენის შენარჩუნების, ეროვნულობის შენარჩუნების და სომხური იდენტობის ყველგან და ყოველთვის მაღალი შეგნებით დაცვის მოწოდებით.
ღონისძიების დროს ნაჩვენები იქნა  ეპიზოდები დიდ სამამულო ომში სომხების გმირობის, არცახის საგმირო ბრძოლის და შუშის განთავისუფლებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ვიდეოფილმებიდან.  
საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის სოლისტებმა ნინა კარაპეტიანმა, ანი ჰოვანისიანმა, რუზანა მიქაელიანცმა,  დონარა არსენიანმა, სერგეი ნაზაროვმა და პეტროს ადამიანის სახელობის თეატრის მსახიობმა ჰენრიხ პეტროსიანმა შეასრულეს პატრიოტული სიმღერები, რომლებიც მიუძღვნეს სომხეთს, სომხურ არმიას, რითაც 9 მაისის გაზაფხულის დღე თბილისელი სომხებისთვის აქციეს საზეიმოდ, გამარჯვების  სულისკვეთებით აღსავსე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)