1geo

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ჰაიოს ბენდ“ ჯგუფის სოლო-კონცერტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 11 მაისს  გაიმართა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის  „ჰაიოს ბენდ“   ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფის სოლო კონცერტი.
ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი სავსე იყო.    უმრავლესობა  ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც აქ იყვნენ მოსული, რათა   მოესმინათ და შეეფასებინათ ახალგაზრდების სიმღერები და სხვადასხვა საესტრადო საკრავზე შესრულება.    IMG 2794
კონცერტზე იმყოფებოდნენ ეპარქიის მღვდელმსახურები, ცენტრის პერსონალი, მშობლები და სტუმრები. ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით.
ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორმა    ლევონ ჩიდილიანმა. ამ უკანასკნელმა ისაუბრა ჯგუფის ჩამოყალიბების გზაზე, რომელიც პერიოდულად განახლდებოდა,  ხაზი გაუსვა ხელმძღვანელის, მუსიკოს ვლადიმირ ასატუროვის, წვლილს ჯგუფის   ჩამოყალიბებაში, ყოველ ჯერზე ახალი აღსაზრდელების მიღების და მათი საშემსრულებლო ოსტატობის დახვეწის საქმეში, ქების სიტყვით მიმართა აღსაზრდელთა მრავალეროვანი და მრავალი ჟანრის კულტურის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის.    
IMG 2821კონცერტი თავის ჟღერადობით, ოსტატური შესრულებებით და მაღალღირებული სტრუქტურით ნამდვილი სიურპრიზი იყო ჯგუფის წევრების მშობლების, მეგობრების და  საქართველოს სომეხთა ეპარქიის   პერსონალისთვის.  
სოლო კონცერტის დროს, სრულიად ახალი სახით წარსდგა ჯგუფის სოლისტი აიდა ბეზოიანი, რომელმაც მშვენივრად შეასრულა სომხური და ქართული საესტრადო    სიმღერები, რითაც მოახდინა თავისი ნიჭის დემონსტრირება. IMG 2831
შთამბეჭდავი იყო  ვოკალურ-ინსტრუმენტულ  ჯგუფში ჩართული ჰოვანეს ჟამკოჩიანის    (გიტარა), ლევონ ტერჩიანის  (ბას-გიტარა), გარიკ აკოპოვის   (კლავიშებიანი საკრავები) და  არტიუშ აკოპოვის  (დასარტყამი საკრავები) შესრულებით  მუსიკა და საესტრადო სიმღერები სხვადასხვა ენებზე. ხალხმრავალმა დარბაზმა მხურვალე ოვაციებით გამოხატა თავისი აღტაცება და კმაყოფილება.   
ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფის სოლო-კონცერტი დასრულდა საესტრადო  ჯგუფის და  "ნერსეს შნორჰალი" გუნდის მიერ არა გევორგიანის „არცახ“ მუსიკალური პოლიფონიური მუსიკის ბრწყინვალე შესრულებით.  
სოლო-კონცერტმა დაიმსახურა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მაღალი შეფასება. ეპარქიის წინამძღვარმა კმაყოფილების სიტყვით მიმართა მუსიკოს ვლადიმირ ასატუროვს სანუკვარი სამუშაოს და საქართველოში ერთადერთი სომხური საესტრადო ჯგუფის შექმნისთვის.
მეუფე ვაზგენმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა კულტურის განყოფილების   დირექტორის, ლევონ ჩიდილიანის, განათლების  განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანის, ხმის რეჟისორის, სერგეი არუთუნიანის, შემოქმედებით დიდ წვლილს ჯგუფების საქმიანობის სწორი მიმართულებით გაძღოლის, მათი ყოველდღიური მეცადინეობებისთვის სათანადო ყურადღების IMG 2903და მხარდაჭერის აღმოჩენისთვის, ასევე დაფასების სიტყვით მიმართა „ჰაიარტუნ“ ცენტრის შექმნასთან ერთად ჩამოყალიბებული „ნერსეს შნორჰალი“ სიმღერის გუნდის ქორმაისტერ  მარი აბულიანს და პიანისტ კარენ მირზოიანს, დუდუკის, დოლის ჯგუფების   მასწავლებლებს - ივანე მკრტჩიანს და რობერტ კაშავანიძეს, „ტარონ“ ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფ სურენ აბრამიანს და   "ჰაიოს ბენდ" ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელ ვლადიმირ ასატუროვს, ყველა მშობელს და ჯგუფების აღსაზრდელებს, ვისი სანუკვარი მუშაობით და სიყვარულით თბილისის სომხურ სათვისტომოში ტარდება დიდი სამუშაო სომხური მდიდარი კულტურის შენარჩუნების, განვითარების და მაღალ დონეზე თაობებისთვის გადაცემის მიმართულებით.    ეპარქიის წინამძღვარმა სიტყვა დაასრულა თბილისში სომხური კულტურის ღირსეულად წარდგენის მოწოდებით, რომლის მისია უმეტესწილად იკისრა „ჰაიარტუნ“   განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრმა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)