1geo

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებმა იტალიაში მონაწილეობა მიიღეს კონრად ადენაუერის ფონდის კონფერენციაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 29 აპრილიდან 1 მაისამდე კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ „სოციალური  მსახურება მშვიდობისთვის“ -    "სტრატეგიული პარტნიორობის ახალი პერსპექტივები " პროექტის ფარგლებში, იტალიის ქალაქ კადენაბიაში გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მხარდაჭერის მიზნით, ასევე ეკლესიების და სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლობისთვის სამოქმედო მიმართულებების დასახვა.   
პროგრამაში მონაწილეობდნენ   სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს,   ამიერკავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის,  საქართველოში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის,  სსიპ "სრულიად საქართველოს  მუსლიმთა სამმართველოს", „ებრაული სახლი“ ორგანიზაციის წევრები.
საქართველოს სომეხთა ეპარქიას წარმოადგენდნენ ეპარქიის სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი და ეპარქიის წინამძღვრის კვერთხის მტარებელი დიაკვანი გევორგ ანტონიანი.  
ფორუმის სამუშაო პროგრამით განიხილეს „სოციალური    მსახურებისა და ტოლერანტობის" და გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
თავიანთი საქმიანობის და პროგრამების შესახებ ანგარიშით და  პრეზენტაციით გამოვიდნენ   საქართველოს საპატრიარქოს "წმიდა თამარ მეფის" უნივერსიტეტის,  სსიპ  „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“,    სსიპ საქართველოში ამიერკავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის,   ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენლები და სხვები.32392178
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელმა მიქაელ ავაგიანმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სოციალური მიმართულებით გატარებულ სამუშაოებზე, ხაზი გაუსვა ეპარქიის მუდმივ მზრუნველობას და ყურადღებას მარტოხელა მოხუცების, მრავალშვილიანი და გაჭირვებული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ, ისაუბრა გაწეულ სამედიცინო დახმარებაზე, გადააგდილების დროს მხარდაჭერაზე, უმწეოთა ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფის, სახელმწიფო სტრუქტურებთან სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტის საქმეში აღმოჩენილი დახმარების და სხვა საკითხების შესახებ.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლის გამოსვლა მოისმინეს დიდი ინტერესით, დაისვა მთელი რიგი შეკითხვები, მოხდა გამოცდილების გაზიარება და გაიჟღერა თანამშრომლობის ინიციატივებმა.  
კონფერენციაზე განიხილეს ზოგიერთი პრობლემა და გამოწვევა, გაიწერა თანამშრომლობის სტრატეგიები. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სოციალური პროგრამების კოორდინირებისა და განხორციელებისთვის.
შესრულებული სამუშაო შეაჯამეს 1 მაისს.
სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა თბილისში გაიმართება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)