1geo

"სომხური ტოლმის" ფესტივალი ახალქალაქის "სურბ ხაჩ" ეკლესიაში და მიმდებარე სოფლებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 13 მაისს,  სამცხე-ჯავახეთისა  და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის მთავარ - ახალქალაქის  „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით გამართული „სომხური ტოლმა“ ფესტივალით დაიხურა 6 მაისს რეგიონში დაწყებული სომხური კერძის - ტოლმის, ფესტივალი.1
11 მაისს, ფესტივალი ტოლმა-2018 ჩატარდა  დილისკის „სურბ სარგის“ ეკლესიაში.   ფესტივალში მონაწილეობდნენ სოფლის პირველი და მეორე სკოლების,    საბავშვო ბაღის, სოფლის გამგეობის, ჭადრაკის სკოლის   კოლექტივები, ჯვრის ნათლიის ოჯახი, მღვდლის მეუღლე ლიანა მხითარიანი - ტრადიციული, საზაფხულო და განსაკუთრებული - ქათმის ხორცით, სოკოთი და ნიგვზით ტოლმით.
2ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო.  ეკლესიაში შეკრებილნი იყვნენ არა მხოლოდ ფესტივალის მონაწილეები, არამედ მრავალი სტუმარი, ვისაც ტოლმის პირველ ფესტივალში მონაწილეობა სურდა. ფესტივალი დაიწყო ეკლესიაში. დილისკისა და მიმდებარე თემების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა 3მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა ღვთისმსახურება აღავლინა, რის შემდეგაც მამა ტიგრანმა ისაუბრა ტოლმის დამზადების  ტრადიციის და ამ კერძის კუთვნილების შესახებ.
შემდეგ სტუმრებმა  დააგემოვნეს და აირჩიეს  სამი ყველაზე გემრიელი ტოლმა.  გაიმარჯვა N1 სკოლის    ორმა მონაწილემ და N2 სკოლის   ერთმა მონაწილემ.  გამარჯვებულებმა საჩუქრები და მადლობის სიგელები მიიღეს.
 დღეს კიდევ უფრო საზეიმო იერსახე შესძინეს სოფელ დილისკის „ალე“ ცეკვის ჯგუფის     (სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი რადიკ ეზოიანი) 4აღსაზრდელებმა ლამაზი შესრულებებით.  ყველა მხიარულობდა და იმედს გამოთქვამდა, რომ ფესტივალი კვლავაც გაიმართება.   
 12 მაისს ტოლმის  ფესტივალი ჩატარდა არაკოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიაში. არაკოვასა და მიმდებარე თემების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა თადეოს 5ტერ-მკრტჩიანმა საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა, შემდეგ ეკლესიის „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღის უფროსმა ჯგუფმა გამართა პატარა ღონისძიება ტოლმის შესახებ, რის შემდეგაც სულიერმა მამამ აკურთხა კერძი,  შემდეგ  გაიმართა საზეიმო სადილი.
ფესტივალი დასრულდა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში, სადაც ახალქალაქის და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა  ტათევ მარუქიანმა, დეკანოზ ეღიშე ჰარუთუნიანის მონაწილეობით აღავლინა საღმრთო ლიტურგია. მწირველმა მღვდელმა განმარტა დღის საიდუმლო. შემდეგ სულიერმა მამებმა ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეები მიიწვიეს ტოლმის ფესტივალზე.
6ძლიერი წვიმის მიუხედავად, ეკლესიის ეზოში ხალხმრავლობა იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ  ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი,  საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის ვიცე-მერი არმენ მარანგოზიანი, ახალქალაქის საკრებულოს წევრი ჰაკობ ჩახმახჩიანი. ესწრებოდნენ ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის აღსაზრდელები, 7ეპარქიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ევგენია მარკოსიანის და ქორეოგრაფის თანხლებით.   
მამა ტათევმა წარმოადგინა ტოლმის დამზადების ტრადიცია, ყველას მიულოცა ფესტივალის გამართვა, აკურთხა ტოლმა, შემდეგ დამსწრეებმა დააგემოვნეს ის.    მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი პირველად ჩატარდა, ღონისძიებაში მონაწილეობდა ბევრი დიასახლისი. ყველა მონაწილეს, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის სახელით გადაეცათ საჩუქრები და მადლობის წერილები.
8ფესტივალი დაამშვენეს სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის გუნდის „ჯავახეთის ხმები“ აღსაზრდელებმა.  მამა ტათევმა ფესტივალის დასასრულს განაცხადა, რომ სასურველია, რომ ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდეს და შემდგომში უფრო ვრცელი სახე მიიღოს,   მასში ჩაერთონ არა მხოლოდ ქალაქის წარმომადგენელი ქალბატონები, არამედ - სოფლის თემების წარმომადგენლებიც.
 შემდეგ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის დარბაზში „ჰაიარტუნ“ ცენტრის აღსაზრდელებმა და ვიკარიატის „ზართონქ“ ცეკვის ანსამბლმა იცეკვეს სომხური ეროვნული ცეკვა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)