1geo

ბათუმში ჩატარდა ტოლმის ფესტივალი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1ტოლმის  ფესტივალი ნამდვილი ზეიმია, რომელიც ყოველწლიურად საზეიმოდ იმართება საქართველოს სომხურ სათვისტომოში.
2018 წლის 13 მაისს,   ტოლმა-2018 სათვისტომოს საერთო ღონისძიების ფარგლებში, ფესტივალი გაიმართა DSC 5636საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის   საგანმანათლებლო, კულტურულ  და ახალგაზრდულ  ცენტრში.  ის განხორციელდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მხარდაჭერით.
 ფესტივალი სათანადოდ იყო ორგანიზებული ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრის მიერ, დირექტორის, სონა ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით.
ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საკვირაო წირვის შემდეგ ადგილობრივი სომხების სულიერმა მოძღვარმა არარატ გუმბალიანმა ისაუბრა დღის საიდუმლოს შესახებ, დამსწრეებს მიულოცა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის კალენდრით მეორე ბზობა, შემდეგ წარმატებები და DSC 5656კეთილდღეობა უსურვა ყველა ქალბატონს, ვინც დაამზადა ეს სომხური კერძი  და აკურთხა  წარმოდგენილი  ტოლმით სავსე  40-მდე ქვაბი.   
ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრის დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა ბათუმის სომხური სათვისტომოს წევრი ქალბატონების აქტივობას, ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა და დამსწრეები მიიწვია ტოლმის დასაგემოვნებლად.  
ფესტივალს ესწრებოდნენ  ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბატონი ეღიშე სარგსიანი, სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, DSC 5688ორგანიზაციების წევრები. ფესტივალს სტუმრობდა სომხური სათვისტომოს მრავალი წევრი, უცხოელები, ტურისტები, რომლებიც გაკვირვებულნი იყვნენ წარმოდგენილი კერძის მრავალფეროვნებით და დიდი ინტერესით აგემოვნებდნენ სომხურ მადიან ტოლმას.  
ფესტივალში აქტიურად მონაწილეობდნენ ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის  ცენტრის აღსაზრდელები, მათი მშობლები. მასწავლებლებთან ერთად მათ წარმოადგინეს თავიანთი ხელით დამზადებული ტოლმა.  
ღონისძიება მიმდინარეობდა მხიარული ცეკვების და სიმღერების თანხლებით, რაც წარმოადგინეს ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ჯგუფებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.  
ფესტივალის ყველა მონაწილემ სუვენირი მიიღო. ღონისძიების დასასრულს ყველა დამსწრე მშვენიერ განწყობაზე იყო.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)